mv5bmzuzndm2nzm2mv5bml5banbnxkftztgwntm3ntg4ote-_v1_ux182_cr00182268_al_ვაბრუნებ ჩემს დიდი ხნით მივიწყებლ კატეგორიას და იმედია ამ წელს ბევრი ბილეთის შეძენის საშუალება მექნება ანუ იმედი მაქვს ბევრ რამეს ვნახავ დიდ ეკრანსა თუ სცენაზე და მოვისმენ ცოცხლად და შევეცდები მათზე ჩანაწერიც გავაკეთო ხოლმე …

ახლა კი მინდა ჩემი შთაბეჭდილებები დავწერო ლა ლა ლენდზე რომელიც კინო რუსთავლეში ვნახე, რომელმაც 7 ოქროს გლობუსი აიღო და იმედი მაქვს უფრო მეტ ოსკარს აიღებს თავისი 14 ნომინაციიდან …  გამოგიტყდებით ემა სტოუნს ვყვარობ ))) თვითონ არ იცის და ნუ “გამიბაზრებთ”. ამიტომ დაანონსდა თუ არა ძალიან მომინდა ამ ფილმი ნახვა თან დიდ ეკარნზე …

სანამ ფილმზე დავწერ ერთ თემას შევეხები…

ფილმი რომ ვნახე ერთ კვირაში ოსკარის ნომინაციებიც დაიდო და ატყდა ერთი ამბავი, ისეთ კომენტარებს ვხედავდი რომ ვერ ვხდებოდი  და ასეთი კითხვები მიჩნდებოდა:   რატომ? როგორ? იყავი,  ნახე და მაინც ასე ფიქრობ?   მერე დავფიქრდი და მივხვდი რომ ეს სულაც არ არის გასაკვირი, ასეთი გამოხმაურება ჰქონდა “ბერდმენს” ჩემი აზრით ბოლო წლების ერთ ერთ საუკეთესო  ფილმს, და როგორც  “ლა  ლა ლენდი”  ისე “ბერდმენი” ეწინააღდეგება, აშარჟებს თვითირონიულია  ჰოლივუდის და ტექნოლოგიების ერთობლივ მხოლოდ ეფექტებზე ორიენტირებულ ფილმების მიმართ … “ლა ლა ლენდი” შეიძლება არ ეწინააღდეგება  მაგრამ მთელი ფილმი  ძველის დაფასებაა, ნოსტალგია აქვს და გულისტკივილს გამოხატავს რომ ეს ისტორიულობა ქრება, კლასიკა “იმტვერება” (როგორც რაიანის პერსონაჟი ჯაზს მისტირის) მრავლდება  შესაფერის weekend-ზე ფული მოსახვეტად გამოშვებული ფილმები.   ჰოლივუდმა ყველაზე მეტად აუწყო ფეხი ახალ ტექნოლოგიებს და მიჰყვება და მიჰყვება (თითქოს ნათქვამი  აქვთ ჯანდაბამდეც გავყვებითო) კინოზე ლაპარაკი არ გავს კინოზე ლაპარაკს, ისევე როგორც ფილმები არ გვანან ფილმებს…ფრაზები “სამდეში ეს გაასწორებს” “ერთხელ საყურებელი” ან ” დიდი არაფერი იქნება მაგრამ ტრიდეა და წავა” და კიდევ ბევრი სხვა რამ  რაც გამოსმარტფონებულ თაობას გვჭირს და ყოველდღიურობად გვექცა   ამ ყველაფრის ფონზე “ლა ლა ლენდს” რომ ვერ მიხვდე (ვერ მიუხვდე)  და ვერ დააფასო გასაკვრი არაა.

giphy.gif

ჰოლივუდი წინ მიდის მაგრამ უკან იხედება და მისტირის ძველ დროს, ძველ ფილმებს რომლებსაც თანამედროვე ხალხი ვეღარ იგებს, აღარ მოსწონთ, კარგი სიტყვა გვაქვს ქართველებს “ეხამუშებათ”  და თუ ახალი ფილმი  გავს ძველს ისტერიაში ვარდებიან და ბანალური გონიათ ყველაზე ორიგინალური რამ რაც კი ბოლო წლებში შექმნილა,  ვერ ხვდებიან რა ხდება, რა აქვს დასაფასებელი რა აქვს გასაგიჟებელი და რა აქვს 14 ნომინაციის ფილმს რომელიც ერთი ფილმი არაა, ესაა მთელი ჰოლივუდის ისტორია, მე ყველაფერი ვერ ამოვიცანი რადგან ძველი მიუზიკლების ნაწილი მაქვს ნანახი  Singin’ in the Rain მაშინვე გამახსენდა,  ასევე რამდენიმე ფილმის  ეპიზოდი რომელიც ამ ვიდეოშიცაა და   მთელი ფილმის განმავლობაში ნოსტალგიურ ხასიათზე ვიყავი  და ამასთან  აღფრთოვანებული შევყურებდი ფილმში შექმნილ  გარემოს…

და ბოლოს ლა ლა ლენდი ეს არის ფილმი სადაც შექმნილია უმშვენიერესი გარემო, უმშვენიერესი დეკორაციები, დადგმული სცენები და რაც მთავარია  ფონად უუუუულამაზესი მუსიკა რომელსაც თავიდან ვერ ამოიგდებთ ფილმის დამთავრების მერეც…

img_20170125_211643ფილმი რომელიც რამდენიმე მომენტში გულიანად გაგაცინებთ და ასევე აგატირებთ (ეს მეორე უფრო ადამიანზეა დამოკიდებული, პირველი აუცილებლად იქნება) და გადაღების საოცარი ტექნიკა, ოპერატორო ბრავო! – ძველი სკოლა და ძველი სტილი …როდესაც მიმიკა იყო გადამწყვეტი და სამსახიობო ოსტატობა და არა 3d ეფექტი …ახლოს მიტანილი კადრები რომ მსახიობის ემოცია გადმოგედოს თვალები მთელს ეკრანზე და ხედავ როგორ წარმოიქმნება ცრემლი გროვდება თვალში და ჩამოდის…(და არა სერიალებში ხშირად ნანახი  შორი კადრით როგორ მოედინება ცრემლი გადატკეცილ სახეზე და ეცემა ბოტოქსით გაბერილ ტუჩს ) და ასევე ისეთი ოსტატობით მოძრავი კადრები რომ 3დ ეფექტს მიჩვეული თვალიც მის  ნაკლებობასაც არ განიცდი…და ორი უნიჭიერესი მსახიობი, ორივე როგორ ვთქვა არ ვიცი გამორჩეული “ტიპაჟის” მქონე…

განსაკუთრებით ემა სტოუნი რომელიც ფილმიდან გადმოსულს გავს ცხოვრებაში და ფილმშიც ისეთი შთაბეჭდილება გექმნება რომ მისი ადგილი ზუსტად აქაა…

მოკლედ ლა ლა ლენდი უკეთესი “მიწაა” უკეთესი სამყაროა და ერთ ერთი საუკეთესო ფილმია, თანამედროვე კლასიკა, და მთელი ჰოლივუდის THE BEST OF …

7f336e65deeb96d6e0da8b3a2aaaf4adჯონ ერნსტ სტეინბეკი (ინგლ. John Ernst Steinbeck, Jr.; დ. 27 თებერვალი, 1902 — გ. 20 დეკემბერი, 1968) — ამერიკელი მწერალი. 1962 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში, ყველაზე კარგად ცნობილია ნოველით „თაგვებსა და ადამიანებზე“ (1937) და პულიცერის პრემიით დაჯილდოებული რომანით „მრისხანების მტევნები“ (1939).

header.png

წელს ჩემი 40 წიგნიანი “ჩელენჯი” სტაინბეკის (როგორც წიგნს აწერია, ვიკიპედიის მიხედვით სტეინბეკი) გაცნობთ  დავიწყე და მისი ყველაზე ცნობილი და აღირებული “თაგვებსა და ადამიანებზე” დავაგემოვნე.

კიდევ ერთხელ გაფრთხილება ისეთი წიგნია სპოილერის გარეშე ვერ დაწერ ვერაფერს, ამიტომ ეს ერთი პოსტი მაპატიეთ თუ წაკითხული არ გაქვთ  აუცილებლად  წაიკითხეთ ჯერ წიგნი და მერე შემომიარეთ პოსტის წასაკითხად.  პატარა და უცებ წასაკითხი წიგნია სხვანაირად ვერც მოახერხებთ…

მოკლედ: დიდი დეპრესიის დრო, ორი კაცი ჯორჯი და გონებასუსტი (და არა ღონე) ლენი და მათი ოცნება რომელიც თავიდან ჯორჯმა ლენის დასაწყანრებლად შეთხზა და ბოლო უკვე თვითონაც ირწმუნდა, რომ ერთ დღეს ექნებათ თავიანთი მიწა, იმუშავებენ საკუთარი თავისთვის და ლენის ეყოლება კურდღლების ფერმა რომლებსაც აჭმევს,  მოუვლის და არაფერს დაუშავებს და იცხოვრებენ თავის გემოზე და თავისი ჭკუით…

ეს არის ძალიან პატარა წიგნი რომელიც ძალიან დიდ თემებს ეხება და უამრავ საფიქრალს გიჩენს, განსაკუთრებით ფინალის მერე…უფრო კონკრეტულად კი ეს ნაწარმოები სამ სიტყვას უტრიალებს: ადამიანთა მარტოობა, უიმედობა და იმედები… პირველი უცნაურობა რაც თვალში მომხვდა ადამიანების დამოკიდებულება ერთმანეთთან, გვერდში დგომა და განუყრელობა გასაკვირ საქმედ რომ შეურაცხავთ ერთ მომენტში  ჯორჯს კითხვებით ავსებენ მისი და ლენის ურთიერთობაზე…

არასდროს მინახავს, რომ ერთი კაცი მეორეს გამო პრობლემებს იქმნიდეს.

ჩვენთან იშვიათად ეხმარებიან ადამიანები ერთმანეთს, – თქვა მან ჩაფიქრებით, – არ ვიცი, რატომ ხდება ასე. იქნებ ამ დაწყევლილ სამყაროში ყველას ეშინია ერთმანეთის.

მარტოობისგან შეიძლება გაგიჟდეს კაცი. სულ ერთია, ვინ იდგება შენ გვერდით, მთავარია ვიღაც იყოს. გეუბნები, კაცი მარტოობისგან შეიძლება შეიშალოს.

წიგნი რომელიც აღწერს დეპრესიის პერიოდს და ფონად გასდევს ასეთივე დეპრესია და მელანქოლია  და ყველაფერი განწყობა და მინიშნებები მიმართულია ფინალისკენ რომელიც რა თქმა უნდა გარდაუვალია რომ არ იყოს დრამატული,  მთელი წიგნი ძალიან გავს სპექტაკლში ჩამოკიდებულ თოფს და იმ ფაქტს რომელსაც ვერ გაექცევი – ამ თოფმა უნდა გაისროლოს…

ზუსტად ასეთი დატენილი თოფი და თავისტკივილია  ჩვენი ლენი ჯორჯისთვის, მაგრამ ის მაინც ზრუნავს მასზე რადგან ისინი ორნი არაინ, არ არიან მარტო და არ გვანან სხვებს…სხვები ხომ  სხვები არიან ამათ კი ოცნება აქვთ საკუთარ მიწასა და კურდღლების ფერმაზე, ჯორჯისთვის ლენი ერთისმხრივ  თავისტკივილია და მეორესმხრივ  არის ორი უდიდესი რამის გამოხატულება პირველი რომ ის  მარტო არ არის და ორნი არიან, და მეორე ოცნება რომელიც ლენის გარეშე არ არსებობს, ლენის გარეშე რჩება მარტოობა და გადაუვალი ლოთობაში გატარებული წლები სხვა ბიჭებივით…

ბებერი ძაღლის მოკვლა, სცენა რომელიც ძალიან დამამახსოვრდა და შემდეგ ნათქვამი ფრაზა “მე თვითონ უნდა გამეკეთებინა”  ეს ყველაზე დიდი სპოილერი იყო კითხვისას და თითქმის შევეჩვიე კიდეც გარდაუვალ ფინალს …

ამ წიგნის ყველზე დიდი ძალა და ემოცია წაკითხვის შემდგომ ფიქრებში მოდის, ხშირად წიგნში რაღაც ფრაზას ამოიკითავ და მოგეწონება, რამე მოხდება და ჩაგაფიქრებს, აქ კი მორჩები კითხვას და მერე მოდის ფიქრები, საქციელის ანალიზი,  და ფიქრები იმაზე თუ როგორ ხდება სხვისი მკვლელობა საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენი, სხვისი შეცდომა რომელიც შენ უფრო ძვირად გიჯდება, რადგან შენ და ის გადაჯაჭვული ხართ, პასუხისმგებლობა რომელსაც ვერ გექცევი, და ჯორჯის მიერ გამოტანილი განაჩენი ლენისთვის რომელზეც რაც მეტს ვფიქრობ უფრო ლენის მიერ გამოტანილი განაჩენია ჯორჯისთვის…

ჯორჯს გამოაქვს განაჩენი და ამით კლავს თავის განსხვავებულობის, ოცნების ახდენის შანსს, გამოაქვს განაჩენი ლოთობასა და ბორდელში გატარებული დარჩენილი ცხოვრების მიმართ, და ის რაც ქარლიმ თავის ბებერ ძაღლს ვერ გაუკეთა და მერე ინანა, ჯორჯიმ გააკეთა, რადგან ეს მისი გასაკეთებელი იყო როგორც სლიმმა თქვა “ზოგჯერ ასეთი რამის გაკეთებაც გიწევს ადამიანს”. როცა გარდაუვალს ხედავ და თავს იტყუებ მაინც ცხოვრობ ოცნებით რომლის ასრულებისაც არ გწამს და ხდება სასაწაული და ეს ოცნება რეალობის საბურველში ეხვევა და შეცდომა, შენი პატარა უყურადღებობა და სხვისი ჩვეული მაგრამ ახლა უკვე დიდი სისულელე რომლის გამოსწორების შანსი არ არსებობს და რჩება ერთადერთი გამოსავალი თუ ამას გამოსავალი ჰქვია …

ვიცი ძალიან არეულად დავწერე მაგრამ ერთი თვეა draft -ში მაქვს ეს პოსტი და ვერაფრით გამოვთქვი იმის ნაწილიც კი რასაც ეს წიგნი იმსახურებს და ის ემოცია რაც წაკითხვის შემდეგ მქონდა.

csdgadffndbabsdპირველ რიგში გილოცავთ შობას!  მიყვარს ეს დღე და ეს დღესასწაული, ხშირად მარტო ვარ და რაღაც ჩანაწერებისმაგვარს ვაკეთებ ხოლმე, აწ უკვე ბოლო 4 წელია კი საიუბილეო პოსტის მზადებაში ვარ და WORDPRESS -ის მოლოცვას ველი რომ დავასქრინშოთო და სურათად დავურთო პოსტს ) თითქმის ტრადიციად დამიმკვიდრდა შობის ასე შეხვედრა. მოკლედ გილოცავთ, დაესწარით მრავალს, შობა-ახალი წელი თითქოს განწმენდის და ახლადდაბადების, მეორე (შეიძლება მეოცე) შანსის დადგომის,ახალი ათვლის, ახალი იმედების და გეგმების პერიოდია და ამიტომ ჩემნაირი მეგეგმე და მეოცნებე ტიპისთვის განსაკუთრებულად საყვარელი პეროდიცაა.

ესეც კიდევ ერთი იუბილე ჩემ უნიჭო ბლოგს )….  ძველ საიუბილეო პოსტებს გადავხედე და სულ ერთიდაიგივეა  – იმედები გეგმები და წინა წლის იმედგაცრუებები. არც ეს წელია გამონაკლისი, ჩავაგდე ჩელენჯი როგორც ბლოგზე ასევე goodreads-ზე. მოკლედ ტრადიციულად ვიზარმაცე. სამაგიეროდ წინა  წელს დავიწყე მუშაობა იმ სამსახურში რომელში მოხვედრისთვისაც 5 წლიანი მცდელობა და წელიწადნახევრიანი სტაჟირება დამჭირდა, ამიტომ სამსახურისთვის საჭირო ლიტერატურას უფრო ვკითხულობდი ვიდრე ჩემ უსაყვარლეს მხატვრულ ლიტერატურას. თავს ვიმართლებ მაგრამ წელს რაღაც ნაწილობრივ გასამართლებელი მაინც მაქვს.

რაც შეეხება იუბილეს ….

4 წელი- თითქოს დიდი დროა და თან არც არის, სამაგიეროდ ჩემი ბლოგი ჩემთვის გახდა ერთგვარ მატიანედ, დღიურად, და იმ იშვიათ დროს როცა არც წაკითხულ წიგნებზე ვწერ და არც მუსიკას ვდებ არამედ ჩემ უნიჭო აზრებს ვაფრქვევ რომელიმე გზააბნეულ პოსტში ზუსტად ასეთი პოსტები მეძვირფასებიან ძალიან, რადგან იქ არის ისეთი დეტალები შემონახული რომლებიც სხვებისთვის ნამდვილად არაფრისმომცემია მაგრამ მე ბევრ საინტერესო და ხანდახან უძვირფასეს მომენტებსაც მახსენებს… ამიტომ ჩემო ბლოგო გილოცავ 4 წლის იუბილეს და  დიდი იმედი მაქვს მეხუთე წლის იუბილეს შევხვდებით ერთად შესრულებული გეგმებით!

ახლა კი მომავალი წლის  გეგმები !!!

  1. წიგნები, წიგნები, წიგნები, – goodreads.com ზე 40 წიგნიანი ჩელენჯი დავისახე მიზნად, ჩემი აზრით უნდა შევასრულო გადაჭარბებით და რა თქმა უნდა ყოველ  ახალ წაკითხულ წიგნს ახალ პოსტსაც მოვაყოლებ.
  2. 4 წელი და ზუსტად 200 გამოქვეყნებული პოსტი. ასეთი სტატისტიკა მაქვს თუმცა არც ისე შთამბეჭდავია საშუალოდ  წელიწადში 25 პოსტი და თვეში 2 … ამიტომ თუ გეგმები სწორად წავიდა და მარტო 40 ზე მეტი პოსტი წიგნზე დავწერე იყოს რთული გამოწვევა და დამატებით 100 პოსტი უნდა შევმატო ამ წელს ბლოგს და საიუბილეო 300 პოსტით შევხდე 5 წლის იუბილეს.
  3. ჯერ-ჯერობით კიდევ არ ვიცი გავაზიარო თუ არა ბლოგი მეგობრებში, 4 წლიანი საიდუმლო ცხოვრების შემდეგ, ამ ბლოგის მკითხველები ძირითადად შემთხვევით შემოვლილი ხალხია, ვინ წიგნებს გუგლავს და ამ ბლოგს პოულობს  და გამოხმაურება კი მაკლია მაგრამ მაინც ალბათ ისევ საიდომლოდ დავტოვებ, და თუ ზემოთ ხსენებულ გეგმებს შევასრულებ 5 წლის იუბილეზე გავსაჯარავდოვდები.

ტრადიციულად დიდი მადლობა ყველა შემომვლელ-წამკითხველ-დამლაიქებელ-გამომყოლ-დამაკომენტარებელს  (ამ უკანასკნელთ განსაკუთრებით) … წელს განსაკუთრებული მადლობა ochobooks-ს გულთბილი  გამოხმაურებისთვის და ასევე ახალი და რაც მთავარია   კარგი,  გემოვნებიანი  წიგნების გამოცემისთვის.

netochka-nezvanova-500x500ძალიან დავიკარგე  მაგრამ სამსახურის გამო დეკემბერში კრიზისი მაქვს, იანვრიდან წესით უნდა გამოვსწორდე, მიუხედავად იმისა რომ ეს 25 წიგნიანი ჩელენჯიც ჩავაგდე და GOODREADS-ზე იგივე ბედი მეწია, ამ წიგნზე რომ არ დავწერო არ შემიძლია, აქამდეც  უნდა დამეწერა და ყველაფერს ჯობდა რომ დავამთავრე კითხვა მაშინვე დამეწერა, იმდენი ფიქრი, განცდა და კითხვები დამიგროვა რომლებიც ახლა მინელდა და მიმავიწყდა. თუმცა მაინც ვცდი ….

ეს ვრცელი მოთხრობა თუ მცირე რომანი, დოსტოევსკის დაუსრულებელი ნაწარმოებია. “ნეტოჩკა ნეზვანოვა” მწერლისათვის ჩვეული თხრობი სტილითა და ღრმა ფსიქოლოგიური წიაღსვლებით გამოირჩევა.     ასე გვამცნობს და გვაცნობს ამ წიგნს “ოჩოპინტრე” რომელმაც მართლა კარგი საქმე გააკეთა ამ წიგნის გამოცემით, დავინტერესდი თუ რატომ იყო დაუსრულებელი (დაწერის წელი სიკვდილის წლამდე გაცილებით ადრეა და ყველაზე ხშირად დაუსრულებელი რომანები სიკვდილის გამო რჩებათ ხოლმე ….) ბოლოს  როგორც გავარკვიე რომანად ჩაფიქრებული ეს წიგნი ჯერ პერიოდულად იბეჭდებოდა მერე ნაწილებს სათაურები მოხსნა და მოთხრობად გადაუკეთებია, რატომ ვერ გავარკვიე…

პირველი ნაწილი არის ნამდვილი დოსტოევსკი  რომლის მშვენებაც  ბრწყინვალე  დოსტოევსკური მთავარი პერსონაჟია, რომლის ფსიქოლოგიაც  ხასიათი და ბუნება ბევრს ნაცნობი ეჩვენება თავის თავს თუ არა ვინმეს მაინც ამოიცნობს, და ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდებით რა განწობით ხართ მის მიმართ ხან გეცოდება, ხან უგებ, ხან გეჯავრება, ხან გეზიზღება, მოკლედ “იქ უნდა ყოფილიყავი” ის თემაა ანუ უნდა წაიკითხოთ, ჩემი უნიჭობით ვერ გადმოვცემ ერთი ამონარიდებს მოგაწვდით

„არიან ისეთი ხასიათის ადამიანებიც, რომელთაც უყვართ თავი დამცირებულად და შეურაცხყოფილად იგრძნონ, ამაზე ხმამაღლა იწუწუნონ ან მარტოობაში დაიმშვიდონ თავი, ქედი მოიხარონ თავიანთი აუღიარებელი სიდიადის წინაშე.“

„ჭეშმარიტებამ ის თავისი აუტანელი ბრჭყვიალით დააბრმავა და ის რაც სიცრუე იყო, მისთვისაც სიცრუედ დარჩა.“

„საშინელებაა მიუღწეველ იდეასთან განშორება, რომელსაც მთელი ცხოვრება შესწირე, რომლის იდეაც მაინც ღრმა და სერიოზულია.“

თუმცა ამ პერსონაჟის მიღმა არის  ბევრი გამორჩეული ხასიათი, მათ შორის ნეტოჩკას დედის რომელშიც შეიძლება ბევრი გარშემომყოფი ამოიცნო ან უბრალოდ  დაგაფიქროს ამ უცნაურმა ურთიერთობამ თუ შეიძლება სიყვარულმაც…არის ასევე ბავშვის თვალით დანახული გარე სამყარო რომელსაც ის დროის გასვლის შემდეგ აფასებს და დოსტოევსკს არ უჭირს რა თქმა უნდა თავისებურად  სულისშემძვრელად, ბევრი ტანჯვის და განცდის მოტანით ეს ყველაფერი ძალიან რეალისტურად  გადმოგვცემს….

შემდეგ მოდის მეორე ნაწილი, ცოტა უცნაური და  განხვავებული, თითქმის კონტექსტიდან ამოვარდნილი,  ჩემთვის არც ისე საინტერესო და ამის მიზეზი ის არის რომ  ბევრი რამე გაუგებარი დარჩა…ეს ყველაფერი სავარაუდოდ ისევ დაუსრულებლობას უნდა დავაბრალოთ და ამ ნაწილში შეკრული კვანძები კვანძებად დარჩა და სამწუხაროდ  გახსნა არ ეღირსათ…

და ეს დაუსრულებლობა  მართლაც სამწუხაროა, რადგან მესამე ნაწილი გენიალურია! სავარაუდოდ მისი გაგრძელება უფრო გენიალური იქნებოდა…. დოსტოევსკის მთავარი ხიბლი ფინალია (ჩემთვის) შეიძლება კითხვისას მოიწყინო, დაიღალო ან რავიცი მიტოვება მოგინდეს(ეს მე არასდროს მემართება მაგრამ ბევრისგან მსმენია)  მაგრამ ეს არ უნდა გააკეთო რადგან ფინალში იქნება ბუმ! და უკვე ხვდები ყველაფერს, უკვე გიყვარს (და თან შეიძლება გეჯავრებოდეს კიდეც) დოსტოევსკი რადგან  კითხულობ და გივლის ჟრუანტელი, ხვდები რა პატარა ხარ და რა დიდია ეს კაცი, თუ რამე გიფიქრია ან გიგრძვნია თეთრით შავზე წინ გიწყვია…

მესამე ნაწილის ბოლოს და ასე ვთქვათ წიგნის ბოლოსაც არის გენიალური სიტყვები, არის საოცარი პარალელები სახარებასთან (ჩემი გადმოსახედით) გენიალური პერსონაჟები რომლებიც მანამდე ვერ ხსნიდი იხსებიან,(ან გგონია რომ ამოხსენი)  ბევრი სწორი ან არასწორი აზრი შეიძლება გამოიტანოთ და მაინც ალბათ არასწორი არცერთი იქნება…ეს წიგნი თავისი დაუსრულებლობით გვაძლევს საშუალებას ყველამ ჩვენებურად მოვირგოთ და გავიგოთ, ასევე გავაგრძელოთ და დავასრულოთ….

„არის წუთები, რომელსაც ცნობიერებით უფრო მეტს გადაიტან, ვიდრე მთელს წელიწადში.“

პ.ს. ასევე  არის პატარა წიგნები რომელში ამოკითხული რამდენიმე გვერდით მეტს შეიგრძნობ ვიდრე სხვა ერთად აღებულ სქელტანიან წიგნებში. (ეს რა თქმა უნდა დოსტოევსკი სქელტანიან წიგნებს არ ეხება)

fjfxjxfyjx

წიგნი რომელის წაკითხვაც დიდი ხანია მაინტერესებდა და როგორც იქნა მოვიხელთე დროც და წიგნიც…უნდა აღვნიშნო რომ აქამდე უელბეკის ქართულად გამოცემული ყველა  წიგნი წავიკითხე, რამდენიმე მათგანზე 100-ეულის ფარგლებშიც დავწერე, პირველად მახსოვს ბრძოლის ველის განვრცობა ელ ვერსია ჩამივარდა ხელში, უფრო სწორად “ბურუსზე” იდო სრული ვერსია თუ მეხსიერება არ მღალატობს და შეუსვენებლივ ჩავიკითხე…მას მერე ჩავეწერე ამ კაცი “მიმდევართა” რიგებში და ამ წიგნის გარდა არ გამიშვია შანსი მისი  ახლად გადმოქართულებული წიგნი წამეკითხა…ქართულადვეა გამოცემული ამ წიგნის ერთგვარი წინაპირობა – მონახაზი “ლანსეროტე” რომელზეც თავის დროზე დავწერე რომ არ მომეწონა და იყო ერთადერთი გამონაკლისი უელბეკის წიგნებიდან რომელმაც არ დამაინტერესა. ერთ ერთი მთავარი მინუსი კი ზედაპირულობა იყო.  თუმცა ახლა “კუნძულის შესაძლებლობის” წაკითხვის მერე როდესაც ყველაფერმა ადრე თქმულმა და ლანსეროტეში ამოკითხულმა და წარმოდგენილმა ფრთები შეისხა ერთ წიგნში  ვაღიარებ რომ უელბეკი ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევარს გავეცანი რომელმაც ბევრი რამე გადამაფასებინა…როგორც იმ თემებთან დაკავშირებით რაზეც წერს ისევე მწერლის შესახებ…

წიგნზე სანამ დავწერდე უელბეკზე ვიტყვი ერთი ორს. ჩემი აზრით უელბეკი დღეს დღეისობით არის ერთ ერთი ყველაზე რთულად გასაგები (ან არასწორად გაგებული) მწერალი და იმ მკითხველებშიც კი ვინც მისით მოხიბლულ-აღფრთოვანებულები არიან  ხშირად სწორად ვერ უგებენ. ამას ჩემი მაგალითით ვმსჯელობ რადგან პირველი წიგნებიდან აღფრთოვანებული ვიყავი ამ კაცის ნაწერებით და ახლაც ასეა მაგრამ მაშინ სულ სხვა რამით მოვიხიბლე, სხვა რამემ დამიტრიალა ჭკუა, ახლა კი სულ სხვა რამის დაფასება დავიწყე, რაღაცეების უკან რაღაცეების პოვნას მივეჩვიე. უელბეკი თავის ირონიით და სარკაზმით გადამეტებული ან შეიძლება საჭირო დოზით უხამსი პირდაპირობით აღწერს ყველაფერს რაც ხდება ჩვენს გარშემო და ჩვენში და რაც შეიძლება მოხდეს მომავალში…ამიტომ მის “ზედმეტსახელს” მიშელ უელბეკი – “ჩვენი სამყაროს მთავარი მოწმე”  კიდევ ერთი სიტყვა წინასწარმეტყველი შეიძლება მივუმატოთ და ეს სულაც არ იქნება გადამეტება.

ეროტიკის გაქრობას სინაზის გაქრობაც მოჰყვება ხოლმე. დამიჯერეთ, არ არსებობს არანაირი უნაკლო, წმინდა, უბიწო და ამაღლებული ურთიერთობები. მიმსგავსებულიც კი. არც მინიშნება გაივლოთ გულში. როცა ფიზიკური სიყვარული ქრება, ქრება ყველაფერი. ერთგვაროვანი, უფერული და უსიცოცხლო დღეთა მონაცვლეობა მსუბუქი და ნაცრისფერი ნაღველითა და გაღიზიანებით ივსება.

წიგნი რომელიც მსგავსი გამონათქვამებით არის სავსე, წიგნი სადაც მთელი ადამიანური მოდგმა “გადაშენდა” და კიდევ ბევრი უბედურება მოხდა მაინც არის სიყვარულზე… წიგნი რომელიც განწირული ხმით აღწერს სიბერეს და დასასრულს ადარებს არის მაინც იმედზე…ამაში მდგომარეობს უელბეკის უცნაურობ-განსაკუთრებულობა და  ჩემეული აღფთოვანების უდიდესი წილიც მის ამ თვისებაზე მოდის…მწერალი რომელიც დღეის გადმოსახედიდან ძალიან არარეალურ მომავალ რეალობას აგიღწერს და ამასთან მოახერხებს დაგაფიქროს უამრავ დეტალზე რაც სიმართლეა შენში და შენს გარშემო გარემოცვაში თუ საზოგადოებაში,თაობაში  ან ზოგადად მსოფლიოში. შეიძლება მისი ნაწინასწარმეტყველებ-ნაფანტაზიების 100% ახდენის არ დაიჯერო მაგრამ 10% რეალობად გეჩვენოს და მაინც გაგაჟრჟოლოს…

და ბოლოს უელბეკი არის ისეთი მწერალი რომ  ძნელია უნიჭო კაცმა რამე ნიჭიერად დაწერო მასზე…ის არის გემრიელი საკითხავი, რომელიც ბევრ ტვინისაბურღ ფიქრს გაგიჩენს ბევრ უტოპიური  ფილოსოფიური მოძღვრების იდეასაც ამოგიტივტივებს და ამასთან ყოველთვის ისეთ “მაგარ ნაშას ააგდებს” რომ შენი სექსუალური ფანტაზიების გადაფასებასაც კი მოჰყვები, კითხვისას  შარვალში წამოხტომებზე რომ აღარაფერი ვთქვა…)))

ტყუილად კი არ ამბობენ, ყველი ადამიანი საკუთარ სიკვდილს ამაყად უნდა შეხვდეს და სახეში შეხედოსო. თითოეულმა ჩვენგანმა ეს მშვენივრად უწყის. და თუ ეს გარდაუვალია, თუ სიკვდილს ერთ დღესაც თვალი თვალში უნდა გავუყაროთ, დაე, ნუ ექნება მას ჩვეულებრივი დაძაბუნებული, დამჭკნარ-გამომშრალი სახე. დაე, დაუშვას გამონაკლისი – გამოგვეცხადოს სიამოვნებით გაბადრული ღიმილით!

 

დღეს მოვიცალე ბლოგისთვის და ოქტომბრის TOP 5 სიმღერას ჩამოვწერ, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვუსმენდი, ყველაზე მეტად ამომეჩემ-ამეკვიატნენ და იმედია ყველა თუ არა რომელიმე მაინც იქნება თქვენთვის ახალი და მოსაწონი…

#1 – Stereophonics – I Wanna Get Lost With You

ამ ჯგუფს დავუბრუნდი ისევ და ბევრი ჩემთვის ახალი ან ძალიან მივიწყებული სიმღერები ამოვქექე და ახლიდან ამოვიჩემე. განსაკუთრებული ვოკალი, მშვენიერი აზრიანი ტექსტები, გემოვნებიანი  მუსიკა…ყველაფერი ის რაც ასე მიყვარს ამ ჯგუფს აქვს დიდი დოზით.

 

#2 – Jon Boden, Sam Sweeney & Ben Coleman – How long will I love you

შესანიშნავი ფილმის არანაკლებ შესანიშნავი საუნდტრეკი…. ფილმი თუ არ გინახავთ, გირჩევთ აუცილებლად უყუროთ… (ABOUT TIME)

 

#3 – Glen Hansard – What are We gonna do

საჭირო დროს მოსმენილი და აკვიატებული სიმღერა, ვოკალი რომელიც არ დაგტოვებს გულგრილს ვინც არ უნდა იყო … (თიბისივით გამომივიდა) ))

 

#4 – Muse – ( Hullabaloo)  Hyper Chondriac Music

მიუზი ხშირად მითქვამს და გავმეორდები ჩემთვის იყო არის და იქნება #1 მოქმედი ჯგუფი! მათი ლაივის ნახვა კი ჩემი ერთ-ერთი უდიდესი ოცნება…hullabaloo ს დროინდელი სიმღერები კი გაჟღენთილია იმ მუხტით, სიგიჟით, არანორმალურობით რომელის ერთი მოსმენაც კი საკმარისია იქცე გადარეულ მიუზომანად,მიუზერად…რაც გინდა დაარქვით. ეს სიმღერა მივიწყებული მქონდა და ფეიბუქის საშუალებით გავიხსენე და ახლიდან  ავიკვიატე…

 

#5 – MUSE – New Kind Of Kick

ეს კი მიუზის გუშინ გამოქვეყნებული სიახლეა. ჰელოუინისადმი მიძღვნილი ჯგუფ the cramps -ის ქავერი… რადგან ჰელოუინს დაემთხვა ეს პოსტი იყოს ეს სიმღერაც აქ…

 

download“წარმოუდგენელი საქმეა, შექმნა ბუდა, რომელიც საზოგადოდ აღიარებულ ბუდას აჭარბებს. ზიდჰარტა ჩემთვის უფრო ქმედითი წამალია, ვიდრე ახალი აღთქმა”  –ჰენრი მილერი

სანამ წიგნზე დავწერდე მის ქართულ თარგმანსა და გამოცემაზე ვიტყვი. წიგნი “სიესტამ” გამოსცა და თარგმნა გიორგი შატბერაშვილმა რომელმაც ასევე საკმაოდ ამომწურავი  წინასიტყვაობა და ძალიან კარგი და სრული შენიშვნები დაურთო..სხვა არაფერი მეთქმის თუ არა  დიდი მადლობა ამ კარგი და საჭირო საქმის მშვენივრად გაკეთების გამო.

ვისაც ჰენრი მილერი წაგიკითხავთ აუცილებლად დაგამახსოვრდებოდათ ან  მოგხვდებოდა თვალში ეს წიგნი რადგან ხშირად ახსენებს, ხოლო ვისაც “ტრამალის მგელი” წაგიკითხავთ გეცოდინებათ  ჰერმან ჰესეს გენიალურობის შესახებ…თუმცა წიგნი ძალიან განხვავდება “ტრამალის მგელი”-სგან და თავიდან ვერც მიხვდები რომ ჰერმან ჰესეს კითხულობ თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება და წიგნი იმდენს არაფერს გეუბნება რამდენადაც გაფიქრებს… ბოლოს თითქოს გოვინდასთან საუბარში ჯამდება ზიდჰარტას ცხოვრებისეული მონაგარი თუმცა ამასთანავე თვითონვე აღიარებს სიტყვის და სწავლების უძლურებას და გამოთქმული ჭეშმარიტი სიტყვების ნახევრულობის შესახებ…

“სიბრძნე არ არის ზიარებადი, სიბრძნე, რომლის გაზიარებასაც ბრძენკაცი შეეცდება, ვითარცა სიბრიყვე, ისე ჟღერს” 

ამის მერე კი არის სიტყვები რომელიც მთელი წიგნის არსია, მისი გადმოწერა და არ დავიწყება მინდა მაგრამ ალბათ ცუდს საქმეს გავაკეთებ მათთვის ვისაც ჯერ არ წაუკითხავს წიგნი…რადგან ამ სიტყვებამდე მისასვლელად ჯობია შენც გაიარო ზიდჰარტას  მიხვეულ მოხვეული გზა, გაჰყვე მისი ცხოვრებას კვალდაკვალ და ბოლოს სულ სხვნაირად შეიგრძნობ მის სიტყვებს და აზრებს….

“არ ვხუმრობ, იმას გეუბნები, რასაც მივაგენი. ცოდნის გაზირება შეიძლება, სიბრძნისა კი არა. კაცმა შეიძლება მიაგნოს სიბრძნეს, იმით იცხოვროს, მას დაეყრდნოს, იმი სასწაული მოახდინოს მაგრამ გამოთქვას და ასწალოს იგი შეუძლებელია….

ყოველი ჭეშმარიტების საპირისპირო ასევე ჭეშმარიტია! სახელდობრ: ჭეშმარიტება მხოლოდ მაშინ გამოითქმის და სიტყვით იმოსება, თუკი ცალმხრივია იგი. ცალმხრივია ყველაფერი, რისი ფიქრით გაფიქრება და სიტყვით ამოთქმა შეიძლება, ყველაფერი ცალმხრივია, ყველაფერი ნახევრულია, ყველაფერი სისრულის, სიმრგვალის ერთიანობის ნაკლულია. როდესაც ამაღლებლი გოტამა სწავლებით სამყაროს გვიხსნიდა, იძულებული იყო სანსარად და ნირვანად, სიმცდარედ და ჭეშმარიტებად, ტანჯვად და ხსნად დაეყო იგი. სხვაგვარად შეუძლებელიცაა, არ არსებობს სხვა გზა მისთვის ვისაც სწავლება სურს. მაგრამ თავად სამყარო კი  მყოფი ჩვენს ირგვლივ და ჩვენში, არასოდეს არის ცალმხრივი. არასოდეს არის ადამიანი ან ქმედება სრულიად სანსარა ან სრულიად ნირვანა, არასოდეს არის ადამიანი სრულიად წმინდანი ან სრულიად ცოდვილი. ეს მხოლოდ ჩანს ასე, რადგან ჩვენ მოჩვენებითობას ვემორჩილებით თითქოსდა დრო რაღაც ნადვილი იყოს. დრო არ არის ნამდვილი, მე ეს ბევრჯერ გამოვცადე….”

ამას მოსდევს მართლაც გენიალური მწერლის მიერ განხორციელებული ჩანაფიქრის კულმინაცია  რომელსაც  მიუხედავად სიტყვებით გამოთქმული განსხვავებისა ის ამ ყველაფერს მოჩვენებითობას აბრალებს და ყველაფერზე მაღლა სიყვარულს აყენებს.  თუ წინასიტყვაობას მოვიშველიებ: “ამ სიტყვებში, კარგად ჩანს ჰერმან ჰესეს სანკრესტული მსოფლმხედველობა, ხოლო “ზიდჰარტა” წარმოგვიდგება ხსნის გზაზე დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ხიდების გადების მცდელობად, აღმოსავლურ-დასავლურ სინთეზად რომელიც რაღაც ახალი და მეტია ვიდრე, მისი ცალკეული ნაწილები”

აი ეს არის ჩემი სწავლება, რაზეც შენ გაიცინებ: სიყვარულია, გოვინდა, ასე მგონია მე, ყველაფრის თავი და თავი. სამყაროს განჭვრეტა, მისი ახსნა მისი მოძულება შეიძლება დიდ მოაზროვნეთა საქმე იყოს, ჩემთვის კი უმთავრესი ის არის, სამყაროს სიყვარული შევიძლო, არ მოვიძულო იგი, არ შევიძულო იგი და საკუთარი თავი. სამყაროს, ჩემივე თავის, და ყოველივე არსების სიყვარულითა და აღტაცებით განჭვრეტა შევიძლო”

დაპირებისამებრ განვაახლე ჩემი ამოჩემებული სიმღერების თავმოყრა და პოსტად დადება… ამ ხუთეულის გახსენებისათვის  და ახლიდან ამოჩემებისათვის დიდი მადლობა FACEBOOK ს და მის ON THIS DAY -ის …იმედია მოგეწონებათ და თქვენც რაიმეს ამოიჩემებთ )…ამჟამად kasabian -ით ვიწყებ და ვამთავრებ youtubeze ზე შესვლა გამოსვლას…ამ სიმღერებს სხვა ყველაფერ სიკეთესთან ერთად კარგი ტექსტები აქვთ და როგორც ძველ lyricsომანს, ჩემზე ორმაგად მოქმედებს და ამძაფრებს ამოჩემებას ამ სიმღერებში დამღერებული და ზუსტად მოხვედრილი  სიტყვები….

#1 – KASABIAN – GOODBYE KISS

#2 -WEEZER -THE GOOD LIFE

#3  -ASAF AVIDAN  – LEFT BEHIND

# 4 – NICK CAVE AND THE BAD SEEDS – I NEED YOU

#5 – KINGS OF LEON – IMMORTALS

images

…I know I dreamed you a sin and a lie
I have my freedom but I don’t have much time
Faith has been broken, tears must be cried
Let’s do some living after we die…                

  Rolling Stones” Wild Horses “

შესავალისმაგვარი

                ამ შესავლისმაგვარს ვწერ 1 სექტემბერს და ვურთავ ჩემი  ერთი თვის ჩანაწერებს რომელიც  აღწერს ასე ვთქვათ  “ექსპერიმენტს”  რომელიც  1 აგვისტოს დაიწყო და 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდა ანუ გუშინ დამთავრდა ზაფხულთან და  ერთთვიანი შვებულებასთან ერთად. ერთი წინადადებით თუ აღვწერ  ეს იყო  მცდელობა მეპოვა ჩემი თავი და შემეცვალა ცხოვრება ხოლო ჩავფლავდი თუ  რამე მოვახერხე ამის გასაგებად წაიკითხეთ ეს წიგნისმაგვარი.  წინასწარ შემიძლია ერთი ფაქტი გითხრათ, “დაგამშვიდოთ” (ისე შესავლითაც მიხვდებოდით): ბოლოში არ ვკვდები.  სხვა დანარჩენის ამოკითხვას კი ჩემს ჩანაწერებში შეძლებთ ასევე ბევრი კარგი სიმღერის შესახებ შეიტყობთ ( ან გაიხსენებთ) თუ ქვემოთ ხსენებულებს youtube-ზე მოიძიებთ, ასევე შესაძლებელია  რამდენიმე თქვენთვის საინტერესო  აზრი ან დაკვირვება წამომცდენოდა  ჩანაწერების დროს ამიტომ მგონია მთლად დროის დაკარგვა არ იქნებოდა თუ წაიკითხავდით… არ მიყვარს წიგნებს სხვისი დაწერილი რომ აქვს შესავალი ან ანოტაცია  ამიტომ დავწერე ჩემით რადგან მე (როგორც  ავტორმა) ყველაზე უკეთესად ვიცი რაზეა ეს წიგნისმაგვარი, სად რა ვიგულისხმე და ზოგადად ვიგულისხმე თუ არა რაიმე სადმე…არც დიდი და უთავბოლო შესავლები მიყვარს ამიტომ გულახდილი ვიქნები და ობიექტური თვალით მოკლედ ვიტყვი რომ  დიდი ვერაფერი წიგნი გამომივიდა თუმცა პირველი მცდელობაა შემექმნა რაიმე ხელოვნებასთან ახლოს მდგარი და რადგან მუსიკალური თუ სამხატვრო და ა.შ. ყველანაირ ნიჭს მოკლებული ვარ ისევ კლავიატურის აწკაპუნებაში ვნახე გამოსავალი რომელსაც ყველაზე მეტად კი სჭირდება ნიჭი მაგრამ რაიმე განსაკუთრებულ უნარს (ინსტრუმენტზე დაკვრა,მუსიკალური სმენა ან სამხატვრო ოსტატობის მაგვარს ვგულისხმობ) არ მოითხოვს. ამიტომ ძალიან გამიხარდება მოხალისე თუ გამოჩნდება და გაეცნობა ჩემ ნაცოდვილარს და რაიმე შენიშვნას ან რჩევას გამოიმეტებს.

უნიჭო ცაცია

„ფლეილისტი“

I თავი -დღე პირველი (“გამოღვიძება”)

“ Some people feel the rain. Others just get wet.”  – Bob Marley

ტელეფონზე მაღვიძარამ დარეკა, როგორც იქნა გადავყავი ხელი და გამოვრთე. მაშინვე ორმა აზრმა გამიელვა თავში: პირველი  ძილის შებრუნებას ეხებოდა, მეორე- იმას რომ შეცდომა იყო „ზაზუნას დღის” დილის გამეორებადი სიმღერის (I got you baby)  მაღვიძარად დაყენება –  უკვე ვეღარც სიმღერას ვიტან და ალბათ  ვეღარც ფილმში ავიტან მის გაგონებას არადა სიმღერის ტექსტი  ძალიან მომწონდა. უკვე მერამდენედ დასტურდება რომ საყვარელი სიმღერა  კი არა თუ მოგწონს და კიდევ გინდა მოუსმინო  შენ მაღვიძარად არ უნდა გამიეტო მაგრამ მაინც არ ვეშვები “საბედისწერო” შეცდომების დაშვებას. მოკლედ ძილი ნახევარ საათით გავიხანგრძლივე და შემდეგ გარდაუვალი მოვახდინე  – ავდექი.

გზაში ვარ, აიპოდში ჩართულ მუსიკას  ვუსმენ თუ ამას მოსმენა ჰქვია  უცებ ვინმემ რომ მომხსნას ყურსასმენი და მკითხოს რას ვუსმენდი შეიძლება ვერ ვუპასუხო. მერე ფიქრს ვიწყებ თუ როგორ მოხდა ეს? როდის გადაიწია ადრინდელმა მნიშვნელოვანმა რაღაცეებმა უკან და მეორეხარისხოვნები გახდენენ პირველები? ალბათ უფრო თანდათან და შეუმჩნევლად, იზრდები და იცვლები,  თუმცა გგონია რომ “ისევ ისეთი” ხარ ან ჯერ “ამას”  მიხედავ და მერე იქნები “ისევ  ის”.  მერე სხვა რამე გამოჩნდება და “ისევ ისეთად”  ყოფნა გაურკვეველი ვადით გადაიდება. უცნაური რამეა ეს ცხოვრება, ბოლოს ისიც აღარ გახსოვს “ისევ ისეთად ყოფნა”  რას ნიშნავს. ახლა ამ ყველაფერსაც ხომ იმ ძველი რაღაც გამოუთქმელის დაბრუნების იმედით ვწერ…

ამ ბოლო დროს შევამჩნიე რომ აღფრთოვანების უნარი დავკარგე.  მახსოვს ცრემლები კარგი ფილმის ნახვის ან ახალი განსაკუთრებული  სიმღერის აღმოჩენის დროს,  ეს ე.წ. პირველად წაკითხვის, ნახვის, მოსმენის ბედნიერება –  ყველაფერი დავკარგე! გამოფიტული თუ რაღცნაირად უგრძნობი გავხვდი. სამსახურში მივედი. მანამდე როგორ გავიარე გზა, ორჯერ როგორ გამოვიცვალე ტრანსპორტი და ამ ქვებისა და ფანჯრების აწოწილი გროვის წინ როგორ აღმოვჩნდი არ მახსოვს. თითქოს ეს ყველაფერი ავტომატურ რეჟიმზე მაქვს დაყენებული.

აღმოჩნდა რომ სამსახურში არ მელოდნენ. ჩემი შვებულების პირველი დღე ყოფილა. არ შევიმჩნიე, მოვიმიზეზე თითქოს „რაღაც” საქმე მქონდა მოსაგვარებელი…უფრო დამაჯერებლობისთვის ლანჩამდე გავჩერდი ჩემს “დაზომბებაში” ეჭვი რომ არ აეღოთ და შემდეგ  გამოვიპარე.

გამოვედი სამსახურიდან და სახლში არ დაბრუნების საშინელმა სურვილმა შემიპყრო. სამსახურის გადასწვრივ მდგომ კაფეტერიას მივაკითხე. მეექანიკურად შევუკვეთე „როგორც ყოველთვის“ და ჩამოვჯექი. ამინდი მშვენიერია, შვებულება მაქვს, გეგმა არანაირი, საფიქრალი კი ძალიან ბევრი…

ჩავრთე ფლეილისტი და 2000 მდე სიმღერაში რაიმე განსაკუთრებულის ძებნა დავიწყე. ერთდროს უსაყვარლეს სიმღერებს ისე ვტოვებდი და სწრაფად ვუარყოფდი როგორც ვეგეტარიანელი შეთავაზებულ სისხლიან სტეიკს. ბოლოს tom waits -ის “If I have to go” ჩავრთე. ჩემი საყვარელი ფრაზის “there’s nothing for me in this world full of strangers..” მოსმენისა უიმედოდ  მიმოვიხედე თითქოს ამ სიტყვების დადასტურებას ვაპირებდი და  გარემომაც არ მაწყენინა გარშემო  გაყინული სახეებით მოსიარულე ადამიანების დანახვა ფრაზის დადასტურებად მივიღე.

შემდეგ ფლეილისტმა თავისით მოაყოლა razorlight-ის “somewhere else”… დავფიქრდი ეს ჩემი  “somewhere” სადაა და რომ მეც მინდა სხვაგან თუმცა არ ვიცი კონკრეტულად სად. გადავწყვიტე რომ  გეგმა მჭირდება, პირველ რიგში კი საკანცელარიო მაღაზია –  გეგმა ხომ ყოველთვის უკეთ გამოიყურება ახალ ბლოკნოტში! გეგმა კი ნამდვილად მჭირდებოდა   თუნდაც ამ “სადმეს” მისაგნებად და ასევე ზემოთხსენებული  “ისევ ის” რომ მეპოვა და დამებრუნებინა. სამსახურთან ახლოს წიგნის და საკანცელარიო მაღაზია მეგულებოდა და იქით გავწიე. შევედი თუ არა უკეთეს ხასიათზე დავდექი, თითქოს ამ  დაგეგმვის გეგმისგან  ახლა მაინც გამოვიდოდა რამე?! დავუწყე ძებნა იმ „განსაკუთრებულს“ რომელიც ჩემი გეგმის განდობის იღლიანი მფლობელ-დამტევი იქნებოდა. არჩევანი არც ისე დიდი იყო მითუმეტეს რომ ჩემი ცაციობის გამო დიდ ზამბარიანი და სხვა  „დისკრიმინაციული“ საწერად  მოუხერხებელი ბლოკნოტები მაშინვე  გამოვრიცხე. ამან არჩევანი საკმაოდ შეამცირა თუმცა ერთი ყვითელი ბლოკნოტი მაინც მომხვდა თვალში. ფურცლები დანაყოფებად ფერადი ჰქონდა და ისეთი ფორმა რომ გეგმის პუნქტების ჩამოწერა მომანდომა და მივხდი – “ის ის იყო”. ვიყიდე ბლოკნოტი ასევე  ერთი კალამიც გამოვაყოლე ხელს (ახალ ბლოკნოტში წერა ახალი კალმით ხომ  სულ სხვა გრძნობებს იწვევს)  და  გამოვედი.

ახლა ადგილი მჭირდებოდა „მუზისთვის“. ახალმა ბლოკნოტ-კალამმა და ადგილის საჭიროებამ ბავშობა გამახსენა და ჩემი ადგილი სახლის  სახურავზე რომელზეც ალუჩის ხიდან გადავდიოდი და  ალუჩებით გარშემორტყმული  სათუთად და მონდომებით  ვიწყებდი ახალ ბლოკნოტში სხვადასხვა გეგმების ჩამოწერას: დაწყებული საყიდლების სიიდან, ოცნების ნივთების ჩამონათვალით, წაკითხული და წასაკითხი წიგნების სიებით გაგრძელებული და  სხვადასხვა გეგმების თუ მონახაზებით დამთავრებული, ხელის გაწვდენაზე კი მსხვილ მსხვილი ალუჩები მეგულებოდა. ამ ნოლტალგიურმა გახსენებამ   ალუჩა მომანდომა და  წამოსახვით ისე რეალურად შევიგრძენი მჟავე ალუჩის სანატრელი გემო რომ “სიმჟავემ” დამიარა ზუსტად ისე როდესაც ვინმეს ხედავ ლიმონს რომ ჭამს და შენ რომ გრძნობ ლიმნის სიმჟავეს სანერწვესთან. სამწუხაროდ  1 აგვისტო წარმოსახვის რეალობად გადასაქცევად  უკვე გვიანი იყო და ვინანე ალუჩის პერიოდი ისე რომ გავფლანგე ერთხელაც არ გამისინჯავს და არ გამხსენებია…შემდეგ წელს უსაზღვროდ ბევრი ალუჩის შეჭმა დავგეგმე გუნებაში და ალუჩის გაუსინჯაობა კი  ჩემი წყალწყაღებულობის გამოვლენილი ფაქტების  გრძელ სიას მივამატე.  უახლოეს სკვერს მივაშურე სადაც სამსახურის შესვენებაზე გადმოვდივარ განსამარტოვებლად და მუსიკის ფონზე გვერდით მდებარე საცხობის ცომეულით დასანაყრებლად.

თავისუფალი სკამი ვიპოვე და შევუდექი წერას…

 

გაგრძელება (სავარაუდოდ) იქნება …

 

 

cvncvncncეს წიგნი გუშინ 31 აგვისტოს, ზაფხულის ბოლო დღეს დავამთავრე და ისეთი გრძნობა მქონდა რომ სპეციალურად შეარჩია წიგნის განგებამ  ეს დრო რომ ისევ მოხვედრილიყო ჩემს ხელში და ორმაგი ეფექტი მოეხდინა…წიგნი ძალიან საინტერესოა, ისტორიიდან ისტორიამდე ისე გადადიხარ თითქოს იმ პატარა ქალაქში მოგზაურობდე და ტომთან და დაგთან ერთად დასეირნობდე, თუმცა ამ ზაფხულს ბევრი რამე მოხდა სხვა “საჭირო” სამსახურის დავალებები და სასწავლები შემომეტენა და დროებით მივატოვე კითხვა მათ შორის ეს წიგნიც…გუშინ კი როდესაც პოსტი დავწერე ჩემს გეგმებზე, ზაფხულის ბოლო დღეზე და ა.შ. … წავედი და დაუგეგმავად მომინდა წაკითხვა…  გავარძელე კითხვა და თვალსა და ხელს შუა წიგნიც დამთავრდა და ზაფხულიც (როგორც წიგნში ისე რეალურად)…

წიგნი აღწერს  ერთ ერთ პატარა ქალაქში მცხოვრები ძმების თვალით დანახულს და შეგრძნობილ 1928 წლის ზაფხულს … ეს წიგნი ალბათ საუკეთესოდ აღწერს ბიჭის (ან თუნდაც ნებისმიერი ბავშვის თუმცა გოგოების ჩამოყალიბების ბევრი არ გამეგება ამიტომ  თავს ვერ დავდებ) ჩამოყალიბებას, უფრო სწორად ჩამოყალიბებამდე შეგრძნობილ ყველაზე ძლიერ და გავლენიან მომენტებს… მაგალითად აღმოაჩენას რომ ცოცხალი ხარ… ან აღმოაჩენ რომ ყველაფერი წარმავალია თვით სიცოცხლეც, შენი ახლობლებიც, მეგობრებიც, პოლკოვნიკიც თავისი ნახევარ მსოფლიოს ტევადი მეხსიერებით,   აღმოაჩენ ცხოვრების გამეორებადობას და იმასაც რომ რაღაცეები მეორდება და თუმცა ასევე ყოველ წელს ხდება ახალი რაღაცეებიც, დავიწყებასაც აღმოაჩენ მაგრამ ჯერ ვერ დაიჯერებ… და ა.შ.

ეს არის წიგნი რომელიც მომენტებში ისე მბურძგლავდა თითქოს ბაბუაწვერა ჩამოგისვეს სხეულზე იყო დიალოგები ძმებს შორის რომლებსაც ისევ და ისევ  ვკითხულობდი  ისე მომწონდა მაგალითად :

“-ტომ, – თქვა დაგლასმა, -ერთ რამეს დამპირდი,კაი ?
-გპირდები. რას ?
-მართალია,ჩემი ძმა ხარ და ზოგჯერ ვერ გიტან, მაგრამ ერთად ვიყოთ, კარგი? ….
– ამის თქმა მინდოდა: არსად წახვიდე, რა! მანქანამ არ გადაგიაროს და კლდიდან არ გადავარდე.
– არა, გაგიჟდი?! შენ ვინ გგონივარ?
– იმიტომ რომ, ყველაზე უარეს შემთხვევაშიც კი, ორივენი ძალიან რომ დავბერდებით, – ასე, ორმოცის ან ორმოცდათხუთმეტის რომ გავხდებით – მაინც ყოველთვის შეგვეძლება დასავლეთში ოქროს საბადო შევისყიდოთ, იქ ვიჯდეთ, სიგარები მოვწიოთ და წვერები მოვუშვათ.
-წვერები მოვუშვათ! მაგარია!
-როგორც გითხარი,ჩემს გვერდით იყავი და ნურაფერი მოგივა.
-ჩემი იმედი გქონდეს, -დაარწმუნა ტომმა.
-შენ გამო კი არ ვღელავ, -უთხრა დაგლასმა, -ის მაფიქრებს, ღმერთი როგორ მართავს ამ სამყაროს.
ტომი ამ სიტყვებმა ერთხანს ჩააფიქრა.
-ღმერთი კაი ტიპია, დაგ – საბოლოოდ დაასკვნა ტომმა, – ცდილობს. “

წიგნში სხვადასხვა ისტორიებია რომლებიც სრულყოფილი შედევრი მოთხრობები იქნებოდა ცალკე რომ დაწერილიყო 18914pთუნდაც “მეძველმანის” ისტორია რად ღირს ან პოლკოვნიკის ან წარმოსახვით შემოვლილი ქალაქების ან ბედნიერების მანქანის და ა.შ. …

ამ წიგნმა უფრო შემაყვარა ეს მწერალი რომელსაც ვერ ვიტყვი რომ კარგად ვიცნობდი – მხოლოდ ფარენჰეიტით, უკვე დიდი სურვილი მაქვს სხვა წიგნები წავიკითხო, მეგობარმა “ტანმოხატული კაცი” მირჩია და თუ ხელთ მოვიგდე აუცილებლად წავიკითხავ, თქვენ კი მიუხედავად შემოდგომის დადგომისა აუცილებლად წაიკითხეთ ეს წიგნი. წიგნი რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს წაიკითხება და დიდ სიამოვნებას მიიღებთ, მე კი მას აუციელებლად გადავიკითხავ  ალბათ შემდეგ ზაფხულს და გავიხსენებ უფრო დეტალურად ტომის და დაგის ბავშურ თუმცა ძალიან სწორ და მაგარ დასკვნებს, დიალოგებს და ბლოკნოტში ჩასანიშნად ამორჩეულ აზრებს.