Posts Tagged ‘იუბილე’

იუბილე ორი დღის წინ (შობას) მქონდა მაგრამ დასაწერად ახლა მოვიცალე. ასეთ საიბულეო პოსტში ჯერ ტრადიციულად წინა წელს მიმოვიხილავ ხოლმე მერე მომავალი წლის გეგმებს ვწერ რასაც ასევე ტრადიცულად ვერ ვასრულებ ხოლმე. ასე რომ მივყვეთ გაკვალულ ტრადიცულ გზას.

წინა წელი ნამეტანი ცუდი გამოდგა თქვენი მონა მორჩილისთვის. არადა ძალიან კარგად დავიწყე (ისევე როგორც მსოფლიომ) სადღაც თებერვალი მარტიდან როგორც მსოფლიომ ისევე მეც ავურიე, ზაფხული საერთოდ კატასტროფა იყო, შემოდგომა სულის ღაფვა, ხოლო ზამთარიც არ უქნია ღმერთს. მოკლედ ცუდი წელი გამოდგა, ერთადერთი გეგმა რაც შევასრულე წაკითხული 50 წიგნიანი ჩელენჯი იყო goodreads-ზე. სხვა ყოველმხვრივ ცუდი წელი მქონდა. რაც შეეხება ჩემ ალტერ ეგოს უნიჭო ცაციას არც მას გამოუჩენია თავი აქტიურობით ბლოგზე და სულ რამდენიმე პოსტი შემატა ჩემ მივიწყებულ და უნიჭო ბლოგს.

რაც შეეხება მომავალ აწ უკვე მიმდინარე წელს goodreads-ზე 75 წიგნი დავგეგმე. მათ შორის მინდა ერთი 10 -15 წაკითხული წიგნის გადაკითხვა და აწ უკვე ორჯერ წაკითხულზე დავწერ ჩემს უნიჭო აზრებს. ტრადიცულად მინდა ყველა წაკითხულ თუ გადაკითხულ წიგნზე დავწერო პოსტი. სხვათაშორის კარგი სტარტი მაქვს კითხვის მხრივ (ძირითადად ღამე ვკითხულობ მაგრამ მაინც) 2 წიგნი დავამთავრე და მესამეც ბოლოში მყავს გაყვანილი. ასე რომ ცხელ-ცხელ მიმოხილვებსაც ელოდეთ ჩემგან.

სულ ეს იყო.

happy birthday to meeeeee !!!

wordpress-com-anniversary1გილოცავთ შობას!  ასევე გილოცავთ უნიჭო ცაციის დაბადების დღესაც მას დღეს დაახლოებით ამ საათსა და წუთზე 6 წელი შეუსრულდა. ვაღიარებ მეექვსე წელი ჩავაგდე როგორც ბლოგერმა, სულ რაღაც 6 ბლოგი გამოვაქვეყნე აქედან ერთი მეხუთე წლის დაბადების დღის აღსანიშნავი იყო…ასევე ჩავაგდე როგორც მკითხველმა  52 დაგეგმილი წიგნის მაგივრად წავიკითხე 28 აქედან მხოლოდ და მხოლოდ  ორზე დავწერე მიმოხილვა. მოკლედ  მქონდა მშვენიერი გეგმები რომელიც ასევე მშვენივრად ჩავაგდე…ეს გეგმების ჩაგდება უკვე ტრადიციად მექცა :/

მქონდა წელი როცა გეგმებს ჩამოვწერდი და ვერ ვასრულებდი, მქონდა წელი როცა აღარ 800px_COLOURBOX21468270.jpgჩამოვწერე გეგმები (ჩაგდების შიშით) და რაც გავიფიქრე ვერც ის შევასრულე… ქეცბაიასი არ იყოს აქედანაც და იქიდანაც ვცადე მაგრამ არაფერი გამომივიდა.

მოვრჩი წუწუნს. ყველაფრის მიუხედავად მომავალ წელს იმედი ვუყურებ და ვგეგმავ ვიაქტიურო ჩემს უნიჭო სამყოფელზე. თუ ვინმე შემეხმიანებით ხანდახან მაინც ხო მთლად გადასარევი წელი იქნება და ალბათ მოტივაციაც მომემატება რომ მეტი ვწერო. მაშ ასე 2019 წლის  გეგმები ასეთია:

1. 50 წიგნის წაკითხვა და რა თქმა უნდა ორმოცდაათივეზე დავწერ ბლოგ-მიმოხილვას.

2. ჩემს მუსიკალურ აღმოჩენებს და ახალ ახალ სიმღერებს რომლებიც ამომჩემდებიან 2019 წელს  აუცილებლად გაგიზიარებთ ხოლმე,  ამ წლიდან აღვადგენ ამ სათუთ-საყვარელ კატეგორიასაც.     ესეც წინა წლის საუკეთესო აღმოჩენა/ამოჩემება

 Hamilton Leithauser + Rostam – A 1000 Times

3. და ერთი გასაიდუმლოებული პროექტი რომელზეც მოგვიანებით დავწერ როდესაც შევატყობ რომ გამოდის და ჩავარდნისკენ არაა განწირული.

ასე რომ კიდევ ერთხელ გილოცავთ შობას, ვულოცავ საკუთარ მეორე ( ბლოგერ ) მეს ექვსი წლის იუბილეს და  ვისაც ცუდად გაქვთ საქმეები და გამოსწორებას ცდილობთ ეს დღე ყოფილიყოს თქვენთვის ახალი უკეთესი ცხოვრების დასაწყისი და თუ საკუთარი თავის გამოსწორებას ცდილობთ  უკეთესი მე-ს დაბადების დღე.  ამის განსახორციელებად შობაზე უკეთეს დღეს ხომ ვერც ნახავთ.

download (2) პირველ რიგში ჩემო გზა აბნეული და შემთხვევით გადაყრილო მკითხველ(ებ)ო  გილოცავ(თ) ქრისტე  შობის  ბრწყინვალე დღესასწაულს!

კარგ დღეს დავამთხვიე ბლოგის “შობა”, ადრეც აღვნიშნე მიყვარს ეს დღე (უფრო სწორად ღამე..როცა შობა იწყება)  ყოველთვის განსაკუთრებული განწყობა მაქვს და თითქოს სიახლის სუნი ტრიალებს ჰაერში, ყველაფერი უკეთესობის, ახალი იმედების და გეგმების…(ახალ წელზეც შეიძლება ეს ითქვას მაგრამ მე შობას მომდის ყველა ეს გრძნობა და შეგრძნება)

სამი წელი უკვე ხუმრობა აღარ არის, უკვე დიდი ბიწი ვალ ))) ჩემი საყვარელი სამი ძახილის ნიშანიც კი რაღაც სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს ამ თარიღის დროს, განსაკუთრებით მომწონს ახლა სათაურში ….

რა მინდა გითხრათ …. პირველ რიგში მადლობა, ყველა დამთვალიერებელს, ამვლელ ჩამვლელს, შემქებელ თუ გინდ შემაგინებელსაც…(გიყვარდეს მტერი შენიო და…) საბედნიეროდ ასეთები არ მყავს, ან მყავს და არ მაწვდენენ ხმას (ერთი კრაზანას და ვოინიჩს  რომ ვაგინე მაშინ მომდგნენ)  )) განსაკუთრებული მადლობა  ყველა “დამლაიქებელ”  “დამაკომენტარებელ” ” დამაშეარებლებს”. ასევე  ყველა “გამომყოლს”, ორი მაკლდა 100 ამდე და დიდი  მადლობა იმ ბოლო ორ “დამაფოლოვერებელს” ამ იუბილეს ასეთი მრგვალი რიცხვით რომ შემახვედრეს (რა სიტვების კორიანტელი დავაყენე,  ო  მომიტევე ენავ ქართულო) )

გეგმებზე არაფერს დავწერ. მე ვარ ერთი უნიჭო დღემეხვალიე ტიპი რომლის ყველა გეგმა განიცდის კრახს დაწყებისთანავე. ერთია მინდა დავაყენო საშველი და 100 წიგნს მოვუყარო თავი 26 მაისამდე, ჩემს ოქროს დაბადების დღემდე, ეს ერთი გაცხადებული გეგმა იყოს ამ წელს. დანარჩენს ისე ჩუმად შევასრულებ, ასე უფრო გამომივა, კარგად ვიცნობ ჩემ თავს!

რაც შეეხება სურვილებს (გეგმებს არ დავუძახებ) ამ წელს მინდა რომ ბევრი კლასიკური ნაწარმოები წავიკითხო, wpასე ვთქვათ გადავიკითხო ბუმბერაზი კლასიკოსები, თუმცა რა გადაკითხვა ბევრი არც წამიკითხავს… მაგალითად თომას მანი, დოსტოევსკის წაუკითხავი წიგნები, ტოლსტოი რომელსაც არ მივკარებივარ, პასტერნაკი, უმბერტო ეკო, ჰოფმანი მაინტერესებს ძალზედ, ბალზაკი, ძალიან მინდა მარსელ პრუსტი მოვიგდო ხელთ და რაც მთავარია შემონახული სერვანტესი….მოკლედ დიდი სურვილები მაქვს და დიდ წიგნებს მინდა შევეჭიდო, თუმცა ვიცი ჩემი ამბავი ახალ ახალ თარგმანებს გვერდს ვერ ავუვლი, მითუმეტეს ამ ბოლო დროს გაგვანებივრეს სიახლეებით  ზოგიერთმა  გამომცემლობამ …

მაქვს სურვილები “დაფინანსებული კონკურენტების” ანუ   ფილმების მიმართაც, და იმედია ავიხდენ და რა თქმა უნდა შთაბეჭდილებებს ერთგულად გავაზიარებ…

კიდევ რისი თქმა მინდოდა? … რაც შეეხება გასულ წელს, საზიზღარი წელი იყო ყოველმხრივ თუ არა უმეტეს მხრივ, ერთი ორ გამონაკლისს თუ არ გავიხსენებთ ნამდვილი ჯოჯოხეთი ასე რომ 2015 წელო შენი დედაც ! ჯანდაბამდე გზა გქონია! წელო ახალო გეხვეწები მომავალ წელს შენც ნუ მაგინებინებ თავს და ეცადე კარგი რაღაცეებით დამამახსოვრო თავი, აღარ გვინდა სიკვდილები და მისთანანი.

კეთილი სურვილებით, დიდი იმედებით, გაშლილი უნიჭო ცაცია ხელებით ვეგებები ახალ წელს აბა ჰე და აბა ჰო!