Posts Tagged ‘tom waits’

challenge-accepted-barney-5619შეიძლება ადამიანს ძილი გიყვარდეს და ამასთან ღამის თენებაც?! მე ვარ ასე … დიდი ხნის განმავლობაში ჩემი იდეალური ღამე იყო ღამის თენება მარტო სახლში(სტუდენტობისას) მარტო ოთახში(სკოლის პერიოდში)…მუსიკა ჩართული (ფონად) და რაიმე ჭკუიდანგადამყვანი წიგნი, ან მეორე ვარიანტი მუსიკა რჩება და  წერა, (ახალ ბლოკნოტში წერა ეს უიდეალურესი ვარიანტია) ბევრი იდიოტობის წერა  თან ისეთი გაკრული ხელით რომ მერე მეც კი ვერ ვკითხულობ მაგრამ იმ მომენტში მაინც ყველაზე სასიამოვნო საქმიანობაა… თავს მწერლად გრძნობ…უნიჭო მწერლად მაგრამ მაინც …თან ღამე თუ წვიმს..ან დაიწყება.. ჩართავ tom waits — rains on me ს …და იდეალური ღამეც მზად არის….მერე Creedence Clearwater Revival: Have You Ever Seen The Rain? ..უფრო იდეალური რაღა გინდათ? …მე არაფერი. უფრო სწორად არაფერი მინდოდა; (აქ კიდე რამდენიმე ვერსია იყო გააჩნია პერიოდს და გატაცებებს: ღამით გიტარაზე ყოვლად უნიჭო მელოდიების შეთხზვა და ტელეფონში ჩაწერა…მანამდე youtube ზე გაკვეთილების  გარჩევა და შუა გზაზე მიტოვება ყველა სიმღერის, ან ხატვა, ასევე ყოვლად უნიჭოდ და უშინაარსოდ…(მუსიკის ფონზე რა თქმა უნდა) სამი ან ოთხი ფილმის  ყურება და ა.შ. …..

რატომ ვიბოდიალე ამდენი? …მალე ყველაფერი შეიცვლება…ორ თვეში ან სამში… მოკლედ მალე. ესეთი ღამეები კი მოგონებად დარჩება(კიდევ ერთხელ მაინც განხორციელება კი ოცნების სფეროდ) ….ახლა საღამოებს და ღამეებს  სულ უაზროდ ვატარებ ვუყურებ ნანახ ფილმებს, ვუყურებ სიტკომების ნანახ  სერიებს ..მერე ვეგდები ვიძინებ, ძალიან ძალიან ცოტას ვკითხულობ, საერთოდ აღარ ვწერ…შეეტყო ბლოგსაც იშვიათადღა ვწერ წიგნებზე, არადა მქონდა გეგმა რომ 26 მაისამდე (ამ დღეს ვბერდები) 100 წიგნზე მქონოდა პოსტი ….უამრავი წიგნი მაქვს ნაყიდი, ასევე რამდენიმე  მაჩუქეს და ჯერ არ წამიკითხავს, ასე რომ მჭირდება გეგმა და მჭირდება მოტივაცია რომ დავუბრუნდე ჩემს საყვარელ საქმიანობას : ღამეების თენებას წიგნით და მუსიკით!

როგორც ერთი ძველი და ხალხში გავრცელებული, პრაქტიკაში დადასტურებლული გამოთქმა  გვეუბნება: ” ადამიანმა შენ თვითონ თუ არ მიხედე საკუთარ თავს და მოტივაციას ისე ყველას ***ზე ჰკიდიხარ შენც და შენი მოტივაციაც” ასე რომ მივმართავ  barney stinson ის  (იხ სურათი) მეთოდს და ვიწვევ საკუთარ თავს და როგორც სურათი ამბობს გამოწვევა მიღებულია! ….  კიდევ ერთი წლით დაბერებამდე დამჩა 46 დღე და 100 წიგნის პოსტამდე,  36 წიგნის წაკითხვა და პოსტის დაწერა;

პ.ს.მოკლედ  ამ შეუსრულებელი მისიების დაწესებას ვერ გადავეჩვიე…

პ.პ.ს იწვიმოს მაინც….. ცოტას მაინც გააიდელარულებდა ამ ღამეს …….(არ წვიმს მაგრამ ჩემს “საწვიმარ”  მუსიკას დავტოვებ იქნებ წვიმა გამოიწვიოს)

..

your life is your life
don’t let it be clubbed into dank submission.
be on the watch.
there are ways out.
there is a light somewhere.
it may not be much light but
it beats the darkness.
be on the watch.
the gods will offer you chances.
know them.
take them.
you can’t beat death but
you can beat death in life, sometimes.
and the more often you learn to do it,
the more light there will be.
your life is your life.
know it while you have it.
you are marvelous
the gods wait to delight
in you.

ტრადიციულად ყოველ თვე ერთ პოსტს ვწერ ჩემი ამოჩემებული სიმღერების შესახებ თუმცა ამ თვეში ძველი სიმღერებით და ძველი ამოჩემებებით ვირჩენდი თავს ასე რომ სიახლე არ მაქვს თუმცა ტრადიციას არ დავარღვევ და 5 ჩემ  ძველ ამოჩემებას დავდებ რომლებიც დღეს ამოვქექე და ახლიდან ავიჩემე….

1) Placebo- Pierrot the Clown

პლაცებოს ეს ალბომი ძალიან მიყვარს, თუმცა ეს სიმღერა რატომღაც გამომჩასავით, არასდროს მქონია ტელეფონში, არასდროს მომისმენია ისე ხშირად როგორც სხვა სიმღერები, ახლა ჩავრთე და 5 ჯერ მოვისმინე მიყოლებით და კიდევ არ მინდება გამორთვა….ალბათ ჩემი დღევანდელი ხასიათიც დაემთხვა ამ სიმღერის მელოდიას და ასე ძალიან ამიტომ ამეკვიატა……

 

 

2)Daughtry – What About Now

სიმღერა + კლიპი რომელიც არასდროს მტოვებს გულგრილს… (more…)

ამ თვეებში რაღაც ახალი და განასაკუთრებული სიმღერები არ აღმომიჩენია  ამიტომ ისევ ძველ და საყვარელ სიმღერებს ვუსმენდი. ამ სიმღერებიდან ამოვარჩევ ათეულს.

1) loudsperakers – world in my eyes

2) damien rice – Amie

3) beirut – elephant gun

4) kings of leon – talihina sky (live) – აუცილებლად ეს ლაივ-ჩანაწერი, სტუდიური ვერსია არა..

5) kings of leon – wait for me (ახალი სიმღერაა…აგვისტოში ერთი ეს მოვისმინე ახალი)

6)  tom waits – all the world is green

7) Ray LaMontange – within you

8) The White Stripes – jolene ( აუცილებლად, აუცილებლად ეს ლაივი! )

9) Band of Horses – the funeral

10) PINK FLOYD –  the Final cut

ამ პოსტში თავს მოვუყრი ჩემი საყვარელი მუსიკოსებისა თუ მომღერლების გამორჩეულ გამონათქვამებს:

cvxvxc       TOM WAITS

il_570xN.419579097_glyy  BOB MARLEY

cvzcvz  JOHN LENNON

vcvvc JIMI HENDRIX

cbzcvb zcv                 JIM MORRISON

vbxvxv xv GEORGE HARRISON

cvc vcv  BOB DYLAN

janis-joplin-quote_153245544        JANIS JOPLIN

შესავლის მაგივრად ….

Carpe diem is a phrase from a Latin poem by Quintus Horatius Flaccus (65 BC – 8 BC), more widely known as Horace, that has become an aphorism. It is popularly translated as “seize the day”. Carpe is the second-person singular present active imperative of the Latin verb carpō, which literally means “You pick, pluck, pluck off, cull, crop, gather, to eat food, to serve, to want”, but Ovid used the word in the sense of, “enjoy, seize, use, make use of”.[1] It is related to the Greek verb (carpoomae) καρπόομαι, (I grab the fruit, profits, opportunity), (carpos) καρπός=fruit of tree, of effort, etc. Diem refers to “day”. Thus, a more accurate translation of “Carpe diem” would be “enjoy the day” or “pluck the day [when it is ripe]”.

ახლა როცა ამას ვწერ (არაფერი იწვის და არ დნება) …უბრალოდ ღამეა ასე 4 ის ნახევარი….კომპიუტერში Matthew Ryan – Some Streets Lead Nowhere მაქვს ჩართული…და წერა მომინდა.

ფილმია ასეთი „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ იქიდან გავიგე პირველად CARPE DIEM  იგივე მოწყვიტე წამი… შესანისშნავი ფილმია და ეს ფრაზა სულ ორი სიტყვაა მაგრამ მაინც რამდენი რამეს იტევს…

ლაპარაკი თუნდაც წერა ადვილია, იტყვი რომ სწორია დააფასო ყოველი წამი..იცხოვრო დღევანდელი დღით…არ დახარჯო უქმად არცერთი წამი …და მოწყვიტო ყოველი წამი შენი  სიცოცხლის და არა უბრალოდ გადათვალო…

ამის მიუხედავად, აშკარად დეპრესია მაქვს…ან რაღაც მსგავსი უაზრობა… ყველაფერმა აზრი დაკარგა ან შეიძლება არც არასდროს ჰქონია) ყველაფერს ვაფუჭებ და გაჩერება და გამოსწორების ჭკუა და ძალა კი არა მოთხოვნილებაც აღარ მაქვს მგონი…

საშინელი სიმპტომები მაქვს… უაზროდ მდის ცრემელები (არადა კი არ ვტირი), მასკდება თავი ტკივილით, ასევე უმიზეზოდ… ხშირად როცა ყველაზე კარგად უნდა ვიყო მაშინ ვხდები ყველაზე ცუდად…თან ამას ისიც ემატება თავი ისე უნდა დაიჭირო ვითომ არაფერი….და მგონი ვითომ კი არა მართლაც არაფერი! სისულელეა ეს ყველაფერი აშკარად…დაწერა და წაკითხვა არც ღირს….

უკვე ათი აკლია ოთხს და Red Hot Chili Peppers – Love Of Your Life  ავაჟღერე… პირველად როცა ეს სიმღერა მოვიმინე ძალიან იმოქმედა….ეს მოქმედება როგორია იცით?! …. „სიმღერის აღმოჩენას“ ვეძახი… როცა პირველად უსმენ რაღაცას და ხვდები რაღაც ისეთს ახლობელს უსმენ..ან ხვდები ახლობელი გახდება…ამ დროს  მთელი სხეულით ვგრძნობ მელოდიას…ყოველი სიტყვა ძვრიფასია ყველა ნოტი თუ ბგერა,… გაჟრჟოლებს…..რაღაც აღტაცება და სიხარულია ერთმანეთშია არეული …მინდა ვიყვირო ან ვიცეკვო (თუნდაც მხირაული არ იყოს) …მოკლედ ამ ყველა სიმპტომს ერთად ბედნიერებას ვეძახი, სიტვებით აღწერა ძნელია …მაშინ ნამდვილად წრფელად ბედნიერი ვარ.. მოკლედ პირველად მოსმენის ბედნიერება …არანაკლებია პირველად წაკითვის ბედნიერებაზე…

და  აქვე დავძენდი ვერ დავიჯერებ რომ სხვები ვინც ვიღაც გამაძღარი პროდუსიერის შეკერილ პროდუქტს უსმენს…უაზრო ან ბანალური ტესტით მარტივი ადვილად ასაკვიატებელი ტექსტით და გადაჭლარტული ეფექტებით პირველად მოსმენის დროსაც იგივე განცდა ემუქრება… FUCK OFF…

ადრე ვბრაზდებოდი როცა რაღაცას ვერ იგებდენენ…გამოვტყდები ახლაც ვბრაზდები ხოლმე  ოღონდ მარტო ძალიან ახლობელ ადამიანებზე რაღაცეებს რომ ვერ გრძნობენ…ვერ იგებენ…

რა ჯანდაბად მინდა უნიკალური სმენა …ტონალობების და ოქტავების გარჩევა თუ ნოტების გამოცნობა თუ მუსიკას ვერ შევიგრძნობ…ვერ შევიგრძნობ ბობ მარლის თავისუფლებას, ნირვანას დარტყუმლობას, პეპერსების რიტმს, მეთ ბელამის გიტარას, და იმას რომ პინქ ფლოიდი wish you were here  და high hopes  არააა…რომ i”ll be there  არა კვერცხი! და კიდე when i see your smile…  და რომ  მაგალითად დებიუსი ნამდვილად ტვინის ბურღვაა და მოცარტის ფეხის ფრჩხილადაც არ ღირდა…

ეს რატო  გამახსენდა და კონსერვატორიაში ერთ კონცერზე წამათრიეს და მოცარტის მერე დებიუსი დაუკრეს…ჯერ მანამდე ორმა ეტიუდmა თავი ამხადა და მერე კიდე მიმიმატა..არადა მოცარტის ყოველ ნოტს ვისრუტავდი…ხან სულგანაბული უსმენ ხან აცეკვება და აყოლა მგონდება…ისმის მელოდია…მართლა არაამქვეყნიური,  პირდაპირ დაბერყილი ჰქონდა ღმერთისგან ნიჭი იმ ოხერს….აბა სხვა რა დააწერინებდა…რაც ესმოდა იმას წერდა …

აუ სად წავედი არადა სათაური სულ სხვა დავაწერე )….

დავუბრუნდეთს დეპრესიას და მოწყვიტე წამს………………………….

Leonard_Cohen_-_One_Of_Us_Cannot_Be_Wrong ჩავრთე….მახსოვს  ეს რომ პირველად მოვისმინე მაშინაც ღამე იყო კოჰენის ალბომები გადმოვწერე და ვუსმენდი …რომ დაიწყო და დამთავრდა უკვე ვბღაოდი როგორც ბოლოშიაა ამ სიმღერის …და  კარგა ხანი ვატრიალე და ძლივს გადავედი შემდეგზე…

გულმა ისევ წამომიარა…. 4 დღის წინ ღამე გულმა წამომიარა ისე რომ პირველად ცხოვრებაში სასწრაფო დამჭირდა…მთელი ცხოვრება გავიძახი რომ მკიდია მოვკვდები თუ არა და ან თავს გავიხვრეტდი სიამოვნები-თქო მაგრამ მაშინ შემეშნადა…მერე შემრცხვა ისე შემეშინდა…მივხვდი ჯერ რომ არაფერი გამიკეთებია ცხოვრებაში..ასე სიკვდილიც არ შეიძლება… არ მაქვს უფლება…(თორემ ნამდვილად ვიმსახურებ)….

ასე რომ შევაჯამო რაც დავწერე : დავწერე რომ ვიცი სიცოცხლეს უნდა შეხაროდეს ადამიანი ყოველ ამოსუნთქვას და ჩასუნთვას…ყოველ მზის ამოსვლა..ყოველ თბისლ სიტყვას..ყოველ კოცნას… ყოველ ჩახედვას საყვარელი ადამიანების თვალებში და დანხვას რომ ვიღაცას უყვარხარ (თუდაც არც გითხოვია და არც იცი რით დაიმსახურე…) ეს ყველაფერი ვიცი და ვეთანხმები მაგრამ მაინც…ვაღიარებ დეპრსია მაქვს და გული შიგნიდან მფხაჭნის…

ხუთი დაიწყო… ხვალ პრაქტიკაზე უნდა წავიდე 11 ზე…10 ზე მაინც უნდა ავდგე…((

OURS –I AM MONSTER ჩავრთე…მიყვარს ეს ტიპი ჯიმი გნეკოს ვგულისხმობ…ვინც არ იცით მოუსმინეთ ეს ადამიანი ნაღდად გრძნობს რასაც მღერის..და არ გავს…სახელებს და გვარებს აღარ დავასახლებ….

ჰაჰ  I AM MONSTER —– მგონი მეც მონსტრი ვარ… გარეგნული მონაცემები კი მაქვს ვერაფერს ვიტყვი…

აუფ THE ANTLERS –EPIOGUE გამახსნედა და ჩავრთე..რაც ნაუშნიკები აღარ მაქვს…ტელეფონი გამიბანძდა და ვეღარ ვუსმენ…. არ მომისმენია… არადა ამ სიმღერამ და ალბომმა ბევრი ღამე გადაიტანეს ჩემთან ერთად…

ნეტა ვინმე გრძნობს ამათ ჩემნაირად…. მუსიკის მოსმენის დროს ყველას თითქმოს ნიღაბი ჩასძვრებათ ხოლმე და ეგრე ერტყობათ ყველაფერი ვინ რა ბრძანდება… რას გრძნობენ..და რას ვერა….

 არ მაქვს განდიდების მანია…და ჩვეულებრივი ამბავია ყველას ჰგონის მე უკეთ ვგრძნობ ვიდრე სხვები მე უკეთ …და მე და მე და მეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე….მაგრამ რა ვქნა ეტყობათ ისე ჩავლენ საფლავში გული ნამდვილზე და ჭეშმარიტზე არ შეუტოკდებათ…რაღაცაზე შეუტოკდებათ და ეგონებათ აი ესაა ნამდვილიო მაგრამ ……………………… ახლა ამის აკრეფვას სამაგისტო ნაშრომი რომ მაქვს დასაწერი ის ამეკრიფა მითუმეტეს დედ ლაინი ახლოვდება. მაგრამ რას ვიზამ ოღონდ საქმე და სწავლა არა და ტომებს გადავიკითხვად 100 ობით გვერდებს დავწერ სისულელით გამოტენილს…

არა რა the antlers  ღამე ვერაფერი შეეედრება….WAKE ჩავრთე… საგიჟეთიაააააააააააააააააა…

ხუთის ნახევარიც მოსულააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

ამ ნაწერის აზრი  და დასკვნა (თუ რა თქმა უნდა აქვს აზრი ან რამე დასკვნა გამოიტანება):

1)არსებობს არაჩვეულებრივი სიმღერები და რამდენიმე აქაცაა ჩამოთვლილი.

2) არსებობენ ადამიანები რომლებსაც სძინავთ ახლა მშვიდად და უშფოთველად და წარმოდგენაც არ აქვთ ანტლერზე და ჯიმი გნეკოზე

3) მე ერთი ჩვეულევრივი უნიჭო (თუმცა ცაცია) იდიოტი ვარ.

4) სიკვიდილი მაშინ მინდა როცა არ ვკვდები.

5) და არ მინდა ასეთი „ნიუდაჩნიკი“ მოკვდე… არც ჰეფი ენდი მინდა თუმცა ვაიარებ ბავშობიდან ჰეფი ენდების “ფანი” ვარ…

6) მინდა ვიცხოვრო დევიზით CARPE DIEM მაგრამ ვცოვრობ ისეთ სამყროში და ისეთი ხალხის გვერძე რომ ეს აუსრულებელი ოცნებაა…

ეს დარტყმული ჩანაწერი და დღეც  დარტყმული ტომ ვეიტსის დარტყმული სიმღერით  piano has been drinking ით დავამთავროთ…

P.S.
The piano has been drinking
not me, not me, not me, not me, not me…..