Posts Tagged ‘unrated music’

სანამ წიგნებზე წერა არ გამომდის და ასე ვთქვათ ბლოგერულ კრიზისში ვარ შევეცდები მუსიკაზე გადავერთო და ჩემი მივიწყებული კატეგორია unrated მუსიკა ამოვქაჩო…. აქამდე ამ კატეგორიაში დავწერე : russian red -ზე და  OURS (JIMMY GNECCO) -ზე და პირველი პოსტი იყო  THE TROGGS  – ის შესახებ ;

დღეს მინდა დავწერო და გაგაცნოთ ალბათ თანამედროვე მუსიკაში ყველაზე უსამართლოდ დაჩაგრული ჯგუფი EELS -ი ; მისი სიმღერები თუ რომელიმე სერიალში ან ფილმში მოხვდა ამის შემდეგ იქცევს youtube -ზე ყურადღებას და  რამდენიმე 1000 ით იმატებს  ნახვები ისიც  ისეთი კომენტარების დასაწერად, “აქ მე ამა ფილმმა მომიყვანა”,  “აქ მე ამ სერიალის გამო ვარ” ))) …. მოკლედ  ძალიან დაუფასებელი და არაცნობადი, უსამართლოდ დაჩაგრული ჯგუფია მხოლოდ იმიტომ რომ გემოვნებიან მუსიკას აწვებიან და არა მომგებიანს ……

11 ალბომი აქვთ ჩაწერილი და თავს ვერ დავდებ მთელი დისკოგრაფია მაქვს მოსმენილითქო თუმცა youtube- ზე საფუძვლიანად მყავს გადაქექილი…. თავის დროზე ეს ჯგუფი და passenger – ერთად აღმოვაჩინე… ისიც ასეთი არაცნობადი იყო,  თუმცა მერე let her go გაუვარდათ და მილიარდნახვიანი ვიდეო დადო ) თუმცა ამის მერეც კი მისი სხვა უკეთესი სიმღერები ყურადღების გარეშე არიან დარჩენილები და ასე ვთქვათ ერთ სიმღერიან მომღერლად აღიქმება.  თუმცა მასაც როგორც EELS ბევრი კარგი სიმღერა აქვთ კარგი ტექსტებით გამოირჩევიან, მელოდიურობით და ყველაფერი იმით რითიც კარგი მუსიკა უნდა იყოს შემკული.

დავუბრუნდეთ EELS ….დავლინკავ ჩემს საყვარელ რამდენიმე სიმღერას  თუ მოგეწონებათ დანარჩენი თქვენ იცით და youtube.com -მა ))) ….

  1. That look you give that guy

2) I Like The Way This Is Going

3) Novocaine for the soul

4) Hey man (now you’re really living

5) Selective Memory

6) P.S. you rock my world

 

ვერ ამოვწურავ ასე ბმულებს ამიტომ დანარჩენი თქვენით მოიძიეთ თუ რა თქმა უნდა მოგეწონათ ზემოთ მოყვანილი სიმღერები ….

რეკომენდირებულია სიმღერები :

9)FRESH FEELING;

10) OH SO LOVELY;

11)  I LIKE BIRDS;

12) MY TIMING IS OFF;

13)ORDINARY MAN;

14) UGLY LOVE

15) ALL BEAUTIFUL THINGS (სამწუხაროდ დაბლოკილია ჩვენი ქვეყნისთვის ეს და რამდენიმე სხვა სიმღერა…)  მთლიანად კარგი ალბომია ამავე სახელწოდების ალბომი …..

16) I NEED SOME SLEEP

17) TROUBLE WITH DREAMS

18) In My Dreams

19) what I have to offer

20) It’s a Motherfucker  ……………… მოკლედ 20 სიმღერა მე ჩამოვწერე დანარჩენს თვენ მიაგენით თუ რა თქმა უნდა ამ 20 დან “დაუჭირეთ მუღამი” EELS -ს და მის მუსიკას …..

 

russian-red (1)თავიდან დიდი ამბიციებით დავიწყე ამ კატეგორიის შევსებ თუმცა დღემდე ორად ორი პოსტი დავაგროვე, თუმცა იმ მომღერლებზე, შემსრულებლებზე და ჯგუფებზე რომლებიც ასე თუ ისე ნაკლებად დაფასებული, მასებში არც ისე ცნობილია ბევრია, და მათ შორის ბევრია ჩემი უსაყვარლესი შემსრულებლები ან ისინი ვინც ბევრ კარგ რამეს მახსენებენ და ჩემს წარსულთან უკვე სამუდამოდ არიან დაკავშირებულები…. ასეთია RUSSIAN RED

გოგო არაჩვეულებრივი ხმით, გიტარით,  ძველმოდური შუბლ დაფარული “ჩოლკით”, (მე როცა ვუსმენდი ასეთი სურათები იდო მის სიმღერებს ფონად) აზრიანი ტექსტებით და სასიამოვნო მელოდით… მოკლედ გადასარევი გოგოა, ბევრი მასზე არაფერი ვიცოდი და ახლა დავინტერესდი, არის ესპანელი კერძოდ  მადრიდიდან  Lourdes Hernández  ჰქვია სინამდვილეში, 2014 ში გამოუშვია მესამე ალბომი, მე პირველი ორიდან ვიცნობ, დღეს ფეისბუქმა გამახსენა მისი ერთი ჩემთვის უსაყვარლესი სიმღერა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავდე და მომინდა პოსტის დაწერაც. ძალიან საინტერესო ადამიანია (კარგი მუსიკოსის გარდა), განსხვავებული, ხელოვანი,იღებს სურათებს, ხატავს და ა.შ. ეს მისი საიტიდანაა ე.წ. ABOUT -ი

ADSDGDG.PNG

დანარჩენს მის სიმღერებზე დავწერ, პირველი იმ სიმღერით დავიწყებ რომლითაც დღეს გავიხსენე, და რომელმაც “შთამაგონა” დამეწერა პოსტი მასზე და “უკვდავმეყო” მისი შემოქმედება….

ეს სიმღერა თუ არ მოგეწონებათ ე.ი. ამ გოგოს ვერ გაუგებთ და ნუღარ გახარჯავთ დროს სხვა სიმღერების მოსმენისთვის…თუ მოგეწონათ კი W E L C O M E ….. RUSSIAN RED ის მოყვარულთა  კლუბში )

 

ეს სიმღერა სულ მივიწყებული მქონდა, WALLS ARE TIRED, LOVING STRANGERS, GONE PLAY ON ისევ იყვნენ შემორჩენილები ჩემს ფლეილისტს…ეს მიმავიწყდა, უფრო “ლაითი” სიმღერაა (თუმცა ჰევი მეტალი არცერთია მაგრამ სხვებთან შედარებით განსხვავებულად მელოდიურია, ამის თქმა მინდოდა)

 

რაღა ბევრი გავაგრძელო და ჩემი პირველი შეხვედრა ამ სიმღერით შედგა RUSSIAN RED თან და დიდი ხნის განმავლობაში უდიდეს აკვიატებად მექცა … ამიტომ ესეც უნდა იყოს ამ “გასაცნობ” სიაში…

 

სხვა რაღა ვთქვა, თუ მოგეწონათ შეგიძლიათ მიჰყვეთ YOUTUBE ის დინებას და მოუსმინოთ სხვა სიმღერებსაც …. , MY LOVE GONE,  Just like a wall,  Cigarettes, No Past Land,  Girls  Just Want to Have Fun , ეს ბოლო  ქავერია, აქვს კიდევ ბევრი კარგი ქავერი  და თავისი სიმღერა , და იმედია მიაგნებთ .. შეიძლება თქვენი საყვარელი სტილის მიმდევარი არ იყოს (ისე არც ჩემი ფავორიტი მიმდინარეობაა ) მაგრამ  კარგი მუსიკის მოყვარულთ  იმედია მოგეწონებათ.  

 

 

 

 

unrated music – OURS (JIMMY GNECCO)

Posted: მარტი 11, 2014 in unrated music
ტეგები:, , ,

ვაგრძელებ unrated music -ის  კატეგორიის გამდიდრებას და დღეს უნიჭიერეს კაცს და  მის ძალიან კარგ ჯგუფს დავუთმობ ამ პოსტს.

OURS  არის ამერიკული როკ – ჯგუფი. მისი სოლისტი, სიმღერების ავტორი და  მულტი-ინსტრუმენტალისტი კი გახლავთ   Jimmy Gnecco.

JIMMY GNECCO  არის უნიჭიერესი  მუსიკოსი რომელიც წერს ძალიან ღრმა ძლიერ სიმღერებს… რასაც იმსახურებს იმის ნახევრის ნახევარის ნახევრადაც  არაა დაფასებული მისი შემოქმედება ამიტომ ამ ჩემი მიყრუებული ბლოგის მიყრუებული პოსტით შევეცდები ერთი ორი ადამიანით გავზარდო მისი მსენელების  რაოდენობა…

http://en.wikipedia.org/wiki/Ours_(band)      – ჯერ მოუსმინეთ ჩემს პოსტში რა სიმღერებიცაა  და მეტის გაგება თუ მოგინდებათ ვიკიპედია  აგერაა. მეზარება ბიოგრაფიის წერა სიმღერებზე ლაპარაკი მირჩევნია. მისი შემოქმედაბაზე არანაკლებ საინტერესოა მისი პირადი ცხოვრებაც.. პირადი ტრაგედიაც  და  სხვა… http://en.wikipedia.org/wiki/Jimmy_Gnecco     ასე რომ გადახედვად ღირს.. თავისი საიტიც აქვთ   http://www.ours.net/

1)   OURS – THE WORTS THINGS ARE BEUTIFUL ….  პირველი სიმღერა ამ ჯგუფის რაც  მოვისმინე.. (more…)

unrated music – THE TROGGS

Posted: იანვარი 31, 2014 in unrated music
ტეგები:,

ეს არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი “აღმოჩენა”. მიყვარს ამ დროის მუსიკა და ისეთი ჯგუფები როგორებიც არიან : the turtles, simon and garfankel, procol harum, the beach boys, the kinks, the animals…და ა.შ.

the troggs  იყო ( თუმცა დღესდღეისობითაც არის ასე თუ ისე) ინგლისური როკ ჯგუფი რომელიც შეიქმნა 1964 წელს.  უკრავდნენ garage rock-s da post punk-s…. მიუძღვით ძალიან დიდი წვლილი როკის ამ ჯანრის განვითარებაში. მათ სიმღერების ქავერებით აქვთ დაწყებული კარიერა ბევრ ცნობილ როკ ჯგუფს… მათი სიმღერებიც სანამ მათ აღმოვაჩენდი მე ქავერებით ვიცოდი და სრულიად არ მქონდა წარმოდგენა ამ ჯგუფის შესახებ…

ჯგუფი შეიქმნეს : Reg Presley (Lead vocals), Chris Britton (Lead guitar), Pete Staples (Bass guitar) and Ronnie Bond (Drums).

Fronted by Reg Presley, the Troggs were from the town of Andover in southern England and were originally called the Troglodytes

Reg Presley  გარდაიცვალა 2013 წლის 4 თებერვალს, თუმცა ჯგუფი მაინც განაგრძნობს არსებობას მოქმედი წევრებმა დაიმატეს მოწვეული სოლო მომღერალი… თუმცა ამ ჯგუფში რაც მხიბლავს გემოვნებიან მუსიკასა და ძალიან მაგარ ტექსტების გარდა არის მისი ვოკალისტის შესანიშნავი ხმა.

მეტი ინფორმაცია ვიკიპედიაში  არის თუმცა არა სრულყოფილი რაც ამ ჯგუფის unrated ობის კარგი მაჩვენებელია… მიუხედავად ამისა მათი სიმღერების ქავერები დღესაც კეთდება..

1)  ბევრს ეს სიმღერა wet wet wet ის შესრულებით  გექნებათ და მათივე გეგონებათ თუმცა  ორიგინალი the troggs და მის ვოკალისტს ეკუთვნის.

2)  wild thing – ეს მათი შედევრი და ერთ ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერაა.. მე jimi hendrixis შესრულებით მქონდა მოსმენილი და მისივე მეგონა თუმცა troggs ის აღმოჩენისას  შევიტყვე ორიგინალის არსებობა.

3) with a girl like you  – ამ სიმღერით აღმოვაჩინე ეს ჯგუფი. საუნდტრეკებში იყო უშესანიშნავესი ფილმის  the boat that rocked თუ მუსიკა გიყვართ ამ ფილმს აუცილებლად უყურეთ!  მთელი ზაფხული მქონდა აკვიატებული ეს სიმღერა და მისი ტექსტი…

4) I CANT CONTROL MYSELF – ეს სიმღერა უნდა მოისმინოთ ! პირველივე აკორდიდან საგიჟეთია! ტექსტი მუსიკა ვოკალი…ყველაფერი შესანიშნავია…

5)YOU CAN CRY IF YOU WANT –  უბრალოდ წყნარი მშვიდი სიმღერა  შესანიშნავი სიტყვებით და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ტესტს და ვოკალს რომელიც ძალიან ძალიან მომწოს!

6) DONT YOU KNOW  – ჩემი უსაყვარლესი სიმღერა ამ ჯგუფის შესრულებით…. უუუუუგენიალურესი ტექსტი რომელსაც ვერ მივაგენი ვერსად… თან თუ შეყვარებული ხარ და ამას უსმენ ათმაგია ემოცია… და თუ გგონია რომ არ ხარ შეყვარებული შეიძლება აღმოაჩინო რომ გიყვარს ან ძალიან ძალიან მოგინდეს სიყვარული. მოკლედ ერთ ერთი საუკეთესო სიმღერაა სიყვარულზე მე თუ მკითხავთ)))….

7) FUCKING AMAAAAAAAAAAAAZING SONG !!! თვალწინ რომ არ დაგიდგეთ გადარეული ანიე შანსი არაა… პირველად რომ მოვისმინე ის ემოცია არ დამავიწყდება არასდროოს! …………..

მოკლედ თუ დაინტერესდებით  ამ ჯგუფით კიდე მოისმენთ სხვებსაც… მე ჩემი რჩეული სიმღერები და მწირი ინფორმაცია გაგაგებინეთ და ჩემი  სიყვარული  გამოვხატე ამ მივიწყებული ჯგუფის მიმართ.

ბავშობიდან მიყვარდა და მიყვარს ყველანაირი დაჯილდოვების ცერემონიალები…ფილმების, სერიალების, მუსიკის თუ ფეხბურთელების… არ ვიცი რატომ რა მიზიდავს ან რა მაინტერესებს  მაგრამ მიყვარს!  ვუყურებდი აბსოლიტურად ყველაფერს დაწყებული გრემის დაჯილდოვებით  დამთავრებული ოსკარის ცერემონიალით(ასევე mtv ის თუ ოქროს გლობუსის თუ მოკლედ ყველაფერს …ერთხელ ერთ დაჯილდოვებას ვუყურე “ლათინურ გრემად წოდებულიო”  ასე არეკლამებდნენ არც სიმღერები გამეგო და არც მომღერლები,ერთი  რიკი მარტინი ვიცანი მარტო ))) ოსკარის გამო  არაერთხელ მითენებია ღამე..მიუხედავად იმისა ვიცოდი გამთენიისას მოხდებოდა მთავარი ამბები მაინც მთელ 5-6 საათიან მარათონს ვუძლებდი ხოლმე…გრემის დაჯილდოვებასაც ყოველთვის ველოდი და მიუხედავად ამერიკულობისა მაინც იყო რაღაც განსხვავებული და ასე ვთქვა სხვა დონის დაჯილდოვება…მანამდე მაგალითად იმართებოდა mtv awards ები სადაც ეს პაპსავიკთა დასი იჯერებდა გულს თავიანთი დიდებულებით და შემდეგ მოდიოდა გრემის დაჯილდოვება სადაც გემოვნებიანი მუსიკაც ფასდებოდა ხოლმე და  რომლის მიღებაც ისეთივე იყო (შეიძლება ჩემს წარმოდგენებში) როგორც მაგალითად ოსკარის ფილმებთან დაკავშირებით….

რატომ დავიწყე ამდენის ბოდიალი და ამ რამდენიმე დღის წინ გაიმართა ეს დაჯილდოვება და ვაპირებდი გამეთენებინა ღამე 5 საათზე მეყურებინა… მანამდე ნომინაციებს გადავხედე და სულ გამიქრა გათენების კი არა გრემის სახელის გაგონების სურვილიც კი…მეორე დღეს როდესაც ამ ისედაც “ვაი” ნომინანტებიდან უკვე “ვუი” გამარჯვებულები რომ ვნახე ხომ სულ ჩავიქნიე ხელი ყველაფერზე… რაღა გრემი  და რაღა mtv … ((….

არ ვამბობ იმას რა სურათიც აქ წამოვჭიმე… ყველამ როკს უსმინეთქო( თუმცა  ისე თუ გაწყინოთ …) … მაგრამ ყველა ჟანრში მომუშავეთა ღვაწლიც უნდა დაფასდეს, რეპერი იქნება როკერი, ფოლკ მომღერალი ,კლასიკური ნაწარმებების შემქნელი თუ სხვა მაგრამ ყველაფრის ასე გაპაპსება და ასე ცაში აყვანა ნაგვის თვალშიც ცუდად მხვდება და ყურშიც.

ამიტომ დღეიდან ჩემი ბლოგი იქნება დაჩაგრული, მივიწყებული თუ შეუჩნეველი მუსიკის მფარველი და ხელის შემწყობი! ) youtube-ზე არსებობს უამრავი ლოკალური ჯგუფები, სათანადოდ დაუფასებელი  თუ  დაურეკლამებელი ხალხი რომელიც ნადვილად იმსახურებს მოუსმინოს უფრო მეტმა…კომენტარებში შევხვდები ხოლმე გაკვირვებულ “სახეებს”, ესენი რატომ არ არიან პოპულარულები? რატომ იმათზე ცნობილები არ არიან… რატომ … ესეთი ჯგუფები და შემსრულებლები  ძირითადად საუნდტრეკებით ხდებიან ხოლმე პოპულალური (უფრო სწორად დროებით შემჩნეულები)  თუ მათი სიმღერა ამა თუ იმ სერიალში ან ფილმში გაიჟღერებს…

მოკლედ მინდა გაცნობოთ რომ თებერვლიდან ახალ კატეგორიას ვამატებ სახელით: unrated music  – სადაც მოხვდება მივიწყებული,დაუფასებელი ან ისეთი მუსიკა რომელიც აღიარებულია თუმცა არც ისე გავცელებულია ფართო მასებში…( უცნობი მუსიკა მინდოდა დამერქმია მაგრამ პირველ არხზე გადიოდა მსგავსი გადაცემა…ერთი tom waits ზე ჰქონდათ კარგი გადაცემა დანარჩენი მაღალფარდოვანი ლაყბობა იყო მუსიკის შესახებ ამიტომ ისევ ეს იყოს…) 

რეკლამა:

ახალი კატეგორიის პირველ პოსტს ხვალ შემოგთავაზებთ!