დასაწყისისთვის შემიძლია ორი სიტყვით აღვწერო – საოცარი წიგნია. შეიძლება მეორნაირადაც ითქვას იდეალური e183a4e18393e18392e18393e183a4e183a1e183a2e183af-1წიგნია. მასში არის თითქმის ყველაფერი რასაც წიგნისგან, წიგნის კითხვისგან ელი. ყველაფერთან ერთად გაცინებს, გატირებს, აგაღელვებს, დაგაფიქრებს, გამოგზაურებს, ჩაგითრევს, ინტერესში ჩაგაგდებს, სიახლეებს გაგაცნობს, გულს დაგწყვეტს და იმედს ჩაგისახავს, წვრილმან ადამიანურ ცხოვრებისეულ რამეებს რასაც ვითომ ვაფასებთ და ვითომ ვიცით რომ უნდა დავაფასოთ, უფრო დაგაფასებინებს. მოკლედ ყოვლისმომცველი და გემრიელი წიგნია და აუცილებლად გირჩევთ მის დაგემოვნებას. ხოლო მე ბოლოში რომ რეცეპტებია ამ 

ფენი ფლეგი – “შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე “უისელ სტოპში”” | Booklandრეცეპტების დაგემოვნებას ვაპირებ და კიდევ ფილმია გადაღებული რომელიც წინასწარ დარწმუნებული ვარ წიგნივით კარგი ვერ იქნება, უბრალოდ ვერ ჩატევდნენ ყველაფერს მაგრამ მაინც ვაპირებ ნახვას) 

ცოტა რამ წიგნის შინაარსზე და მის სტრუქტურაზე ( რაც ასევე აღსანიშნია). წიგნის მოქმედება მიმდინარეობს ამერიკაში (ძირითადად ალაბამაში) და მეოცე საუკუნის სხვადასხვა პერიოდებს მოიცავს: დიდი დეპრესიიდან 1988 წლამდე პერიოდამდე. ამბებს ვეცნობით ხან პირდაპირ მოხუცებულთა თავშესაფრიდან სადაც თავის უისელ სტოპურ მოგონებებს ყვება მისის კლიო ტრედგუდი, ხანაც გაზეთის სტატიებიდან (უისელ სტოპის ყოველკვირეული მაცნედან) რომელიც ანონსივით გვაწვდის ამა თუ იმ მიმდინარე ან მომხდარ ამბავზე მოკლე ინფორმაციას, რის მერეც უკვე დეტალებიც ხდება ცნობილი. წიგნის ასეთი აგებულება თავიდანვე გითრევს მკითხველს, თითქოს სერიალს უყურებ და ყოველი სერია ბოლოს საინტერესო რამით მთავრდება და გინდა მალე ნახო შემდეგი სერია ( ამ შეთხვევაში წაიკითხო შემდეგი გვერდი).

თავად წიგნი ეხება მეოცე საუკუნის ამერიკის ალბათ ყველა პრობლემას თუ გამოწვევას რასიზმით დაწყებული და ქალთა უფლებებით დამთავრებული, მაგრამ ეს წიგნი ჩემთვის არ არის ტიპიური რასიზმის თუ სხვა რაიმე პრობლემის შესახებ და ირგვლივ აგებული რომანი. ეს არის წიგნი რომელიც გვიყვება ისტორიებს ცხოვრებაზე, ჩვეულებრივ ცხოვრებებაზე, ჩვეულებრივ ადამიანებზე მაგრამ წიგნს რომ ჩაამთავრებ ხვდები რომ ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანების ჩვეულებრივი ცხოვრება სინამდვილეში არაჩვეულებრივია. ზოგადად რომანში ძალიან საინტერესოდაა ადამიანური ურთიერთობის ის ნაწილი თუ როგორ გავლენას ახდენს ერთი ადამიანის დამოკიდებულება მეორეზე. რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლია თუნდაც უბრალო სიტყვებს სწორად ნათქვამს და რამდენად შეიცვლებიან ადამიანები ცხოვრების განმავლობაში ან რამდენად რჩებიან თავის გზაზე და შეხედულებებზე ყველაფრის მიუხედავად.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო კარგი წიგნის წაკითხვა თუ მოგინდეთ უნიჭო ცაციას დიდი რეკომენდაცია შემწვარი მწვანე პომიდვრებს კაფე “უისელ სტოპში”.

კომენტარები
  1. Sye ამბობს:

    დაგვიანებით გილოცავ დაბადების დღეს💜

დატოვე კომენტარი