Archive for the ‘#2020 – GOODREADS CHALLENGE’ Category

31 დეკემბერს დავიწყე ამ პოსტის წერა მაგრამ როგორც ხედავთ დღემდე ვერ მოვაბი თავი, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო და ინებეთ ჩემი წინა წლის მონაგარზე ერთი ორი უნიჭო სიტყვა.

2020 წელი როგორი წელი გამოდგა კი იცით და უმრავლესობის ამ წლის დაგეგმილი გეგმების უმეტესობა რომ წყალს და კორონას გაჰყვა არც ამაზეა ბევრი რამ დასამატებელი, თუმცა ერთი რაც 2020 წელმა მოგვცა მეტი თავისუფალი დრო იყო ამის და არა მარტო ამის დამსახურებით 2017 წლის შემდგომ ახლა უკვე მეორედ შევასრულე GOODREADS-ზე სისხლით არა და “მაუსის კლიკით” დადებული პირობა, და წავიკითხე 50 წიგნი. თუმცა სამწუხაროდ მაინც ვერ შევასრულე ბლოგის წინაშე პირობა და 50 წაკითხული წიგნიდან მხოლოდ 5 ზე დავწერე პოსტი. და აი ისინიც, ჩემი წლევანდელი მონაგარი:

  1. კლოდ ტილიე – ჩემი ბიძია ბენჟამენი
  2. ჯემალ ქარჩხაძე – ზებულონი
  3. თემურ ბაბლუანი – მზე მთვარე და პურის ყანა
  4. დავით გაბუნია – დაშლა
  5. ალეკო შუღლაძე – გადამალვა
  6. ნიკოლო ამანიტი – მე და შენ (სერია ლიტერატურული ოდისეა)
  7. მაქს ფრიში – ადამიანი გაცნდა ჰოლოცენში (სერია ლიტერატურული ოდისეა)
  8. ანა გავალდა – მე ის მიყვარდა
  9. დაგლას ადამსი – ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში
  10. ზურა აბაშიძე – როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი
  11. გიორგი კეკელიძე – ანასტასიას ზარი
  12. გიორგი კეკელიძე – გოგლი მოგლი
  13. კახა ბენდუქიძე – სხვა არჩევანი არ გვაქვს
  14. ბომარშე – სევილიელი დალაქი
  15. ლაშა მილორავა – ბაბუა ბუკოვსკი
  16. პაოლო კოელიო – აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი
  17. რეიჩელ კონი და დევიდ ლევითანი – ნიკისა და ნორას უსასრულო ფლეილისტი
  18. ალესანდრო ბარიკო – მეოცე / აბრეშუმი (სერია უკვდავი ბიბლიოთეკა)
  19. ვიტოლდ გომბროვიჩი – პორნოგრაფია (სერია უკვდავი ბიბლიოთეკა)
  20. ხუან რულფო – პედრო პარამბო (სერია უკვდავი ბიბლიოთეკა)
  21. ფედერიკო გარსია ლორკა – ბოშურო რომანსერო
  22. ეკა ქევანიშვილი – ევაკუაციის გეგმა
  23. ტიმ ო ბრაიენი – რასაც თან დაათრევენ (სერია ამერიკელები)
  24. სადეყ ჰედაითი – ბრმა ბუ
  25. უილიამ ბეროუზი – შიშველი საუზმე (სერია ლიტერატურული ოდისეა)
  26. ენდი უირი – მარსელი
  27. ფრედრიკ ბაკმანი – კაცი სახელად უვე
  28. ფრედრიკ ბაკმანი – ბებიამ მთხოვა თქვენთვის მეთქვა რომ ბოდიშს იხდის
  29. ჯოან კ. როულინგი – ქვიდიჩის მრავალსაუკუნოვანი ისტორია
  30. ლუის ლოური – გამღები
  31. აკა მორჩილაძე – ობოლე
  32. აკა მორჩილაძე – კაგდატა ინ ჯორჯია
  33. აკა მორჩლაძე – სხვა
  34. ეჟენ იუნესკო – მელოტი მომღერალი ქალი და სხვა პიესები
  35. გიორგი კეკელიძე – გურული დღიურები (წიგნი მეორე)
  36. გიორგი კეკელიძე – ცხრათავიანი ფეხბურთის ზღაპარი
  37. ცოტნე ცხვედიანი – მაიაკოვსკის თეატრი
  38. ამელი ნოტომი – ანტიქრისტა
  39. ალბერ კამიუ – კალიგულა
  40. ჯონ ლენონი – როგორც მეწერება
  41. არტურ და არკადი სტრუგაცკები – ძნელია ღმერთობა
  42. ერლენდ ლუ – ნაივური სუპერი
  43. ანი ერნო – შიშველი ვნება
  44. იუსტიან გორდერი – ფორთოხლის გოგონა
  45. მარკ მენსონი – ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება
  46. მარი ენ შაფერი – გერნზის ლიტერატურისა და კარტოფილის ნათალის ღვეზლის მოყვარულთა საზოგადოება
  47. ჰერმან ჰესე – დამიანე
  48. რომან გარი – ჩიტები სასიკვდილოდ პერუში მიფრინავენ (სერია უკვდავი ბიბლიოთეკა)
  49. მიშელ უელბეკი – სეროტონინი
  50. ჰარუკი მურაკამი – ნამწყვდიადევს

როგორც ხედავთ ძალიან ჭრელი და უცნაური სია გამომივიდა, განსაკუთრებით უცნაური ჩემთვის რადგან თანამედროვე ქართველ მწერლებს დიდად არ ვწყალობდი (აკას და ტურაშვილის გარდა) და ამ დანაკლისის შევსება გადავწყვიტე მაშინ როცა საბა უფასოდ ხელმისაწვდომი გახდა და ისეთი წიგნები წავიკითხე რაც არც წიგნად მომეპოვება და სავარაუდოდ არც შევიძენდი.

ასევე მივყვები ჩემს გეგმას და ქართული გამომცემლობების საუკეთესო სერიები ამოვარჩიე რომლებიც ჩემი გეგმის მიხედვით ნელ-ნელა სრულად უნდა ავითვისო, მათ შორის დიოგენეს (ამერიკელები) სულაკაურის (ლიტერატურული ოდისეა) და წიგნები ბათუმშის ( უკვდავი ბიბლიოთეკა)

წელს წაკითხული წიგნებიდან ბევრის ავტორს პირველად გავეცანი, მაშ შორის განსაკუთრებით ფრედრიკ ბაკმანი უნდა აღვნიშნო, რომლის წიგნების კითხვამ საოცრად დიდი სიამოვნება მომანიჭა, (გაცვეთილი ფრაზაა მაგრამ უკეთესად და უფრო ზუსტად სხვანაირად ვერ გამოითქმის) ასევე საოცარი გაცნობა იყო სადეყ ჰედაითან რომელზეც აქამდე არაფერი მსმენოდა ელ ვერსია ჩამივარდა ხელში და ისე შევყვევი კითხვას მის უცნაურ სამყაროში რომ როგორ გავედი ბოლოში ვერ გავიგე…ასევე უნდა აღვნიშნო ხუან რულფო….არანაკლებ უცნაური სამყაროში მოგზაურობით…. კარგი იყო აკასთან მიბრუნება და იმის გახსენება რა შეგრძნებაა როცა აკა მორჩილაძის წიგნებს კითხულობ…. კიდე ბევრი მისი წიგნი მაქვს წასაკითხი და 2021 შიც ავანაზღაურებ ამ დანაკლის…ახლა უბრალოდ აღვნიშნავ რომ obole იყო რაღაც განსაკუთრებულობა. ზოგ ახალ გაცნობილზე დავწერე კიდეც, მაგალითად ბაბლუანზე …

წელს იყო ძველი ნაცნობებიც, საოცარი ქარჩხაძის საოცარი ზებულონი, რომელზეც მიდრაფტებული მაქვს ჩანაწერი ვერაფრით ვერ გამოვთქვი სათქმელი, უნდა ვაღირი ბეროუზმა დამტანჯა, არადა თავის დროზე მისი ჯანქი ძალიან მომეწონა და შიშველ საუზმეს რომ ვიწყებდი მეტი მოლოდინი მქონდა, ალბათ სხვა დროს გადავიკითხავ ისევ…იყო ძალიან კარგი მოთხრობების კრებულები, რომან გარის … ასევე ტიმ ო ბრაიანის, ქართველი ახალგაზრდა მწერლების და ა.შ.

იყო ორი ახალი ნათარგმნი ჩემი ორი უსაყვარლესი მწერლის, მიშეულ უელბეკის სეროტონინი და ჰარუკი მურაკამის ნამწყვდიადევს, სამწუხაროდ ამათზეც ვერ მოვაბი თავი სათანადო პოსტები მიმეძღვნა, წლის ბოლოს ძალიან ვისიამოვნე გერნზის ლიტერატურისა და კარტოფილის ნათალის ღვეზლის მოყვარულთა საზოგადოებაში “გაწევრიანებით”. ამ წიგნზე აუცილებლად დავწერ პოსტს…მინდა ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს, არის ფილმიც გადაღებული რომელიც წაკითხვის მერე ვნახე და წიგნის 20 % იყო ჩატეული მარტო, მთელი ის ხიბლი რაც ამ წიგნს აქვს უამრავი პერსონაჟი და საოცარი ისტორიები სამწუხაროდ ვერ დაიტია ქრონომეტრაჟმა ამიტომ აქაც ყველას გირჩევთ ამ წიგნის დაგემოვნებას…

დასასრულს, გილოცავთ ახალ 2021 წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, კითხვის ხალისს, ჩემი უნიჭო აზრებით გატენილი პოსტების კითხვის ხალისსაც და ყველაფერ იმის მაქსიმალურად შესრულებას რასაც ახალ წელს ვგეგმავთ ხოლმე “მეგეგმე” ადამიანები )).

სანამ შვებულებაში ვარ მოვიცალე არა მარტო მეტი კითხვისთვის არამედ წაკითხულზე წერისთვისაც და ახლა “ჩემს მარსულ მოგზაურობაზე” მოვყვები.

მარსელი / ენდი უირი

ეს წიგნი სამსახურში უსაქმურობისას წამოვიწყე, გადმოვიწერე ფბ გვერდიდან ელ ვერსია და ისე გავხსენი, რაღაც უცნაური ფორმატში იყო დასკანერებული მოკლე გვერდებად, ამის ბრალია თუ იმის რომ ძალიან ჩამთრევი წიგნია არ ვიცი არც ვაპირებდი წაკითხვას მითუმეტეს ფილმი ნანახი მქონდა მაგრამ შემომეკითხა ისე რომ ბოლოს სამსახურის ამის საკითხავად მიმეჩქარებოდა ) …

ამ წიგნმა კიდევ ერთხელ დამიდასტურა ის ფაქტი რომ რა კარგი ფილმიც არ უნდა გადაიღონ ვერცერთი ფილმი მთელ წიგნს ვერ იტევს და ვერც იმ დეტალებს გადმოგვცემს სრულად რასაც წიგნში ამოიკითხავთ. ამ წიგნის მთავარი სილამაზე და ღირებულება კი ის დეტალიზმია რითიც მარსზე დაჩენილი ტიპის მონოლოგებს, გასაჭირებს და ამავე გასაჭირებიდან გამოსავლის პოვნებს ისე გაკითხებს ვერც იგებ როგორ გახვედი ბოლოში.

ვისაც ფილმი გაქვთ ნანახი აუცილებლად გირჩევთ წაიკითხოთ. ვისაც არა ჯერ წაიკითხოთ და მერე უყუროთ ფილმს. ფილმში ბევრი რამე გამოტოვებულია რაც არცაა გასაკვირი ენდი უირის დეტალიზებულ აღწერებს ვერანაირი ქრონომეტრაჟი აიტანდა და მაგალითად მომენტი როცა ფილმში დევიდ ბოუის ცნობილი “კოსმოსური” სიმღერის ფონზე მისეირნობს მეთ დეიმონი და ტკბება მარსის პეიზაჟებით ამ დროს წიგნში ხან მარსულ ქარიშხალს ებრძვის მთავარი გმირი ხანაც ამოყირავებული როვერის გასწორებას ჩალიჩობს.

წიგნის მთავარი მშვენება კი იუმორია რომელიც გასაკვრი არაა თუ პლანეტაზე დაგტოვეს რომელიც ყოველმხრივ ცდილობს მოგკლას და დროის გასაყვანად მარტო დისკო მუსიკა და 70 იანების ტელეშოები გაქვს სხვა რაღა დაგრჩენია თუ არა იუმორით შეხედო ყველაფერს… რასაც აკეთებს კიდეც მარკ უოტნი.

წიგნი რომელზე ძალიან ბევრი კარგი რამ მინდა დავწერო. ფრედრიკ ბაკმანის ეს წიგნი ჩემთვის არის შედევრი, რომელიც აუცილებლად, აუცილებლად, აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყველამ არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, სკოლის ასაკის იქნები, მაგალითად ელსას ტოლი (ანუ თითქმის 8 წლის) თინეიჯერი თუ სტუნდენტი, შუახნის კრიზისის ასაკში მყოფი თუ საპენსიო ასაკს მიღწეული. თუ ადამიანს კიდევ შეგრჩენია ადამიანობა და როგორც ელსას ბებია იტყოდა ჯერ მთლად სულ ნეხვად არ გცეულხარ ეს წიგნი მოგეწონება.

არ მიყვარს წიგნის შინაარსის მოყოლა, არც მთლად ღრმა ფილოსოფიური წიაღსვლების გაკეთება, არც ისეთი ფრაზები როგორიც ყდაზე აწერია ” ელსასა და ბებიამისის სიხარულითა და იმედით სავსე ამბავი მიტევებასა და თანალმობას გვასწავლის” და მსგავსი ბლა ბლა ბლა ….

წიგნს ძირითადად ვკითხულობდი გზაში, სახლიდან სამსახურამდე და საღამოს სამსახურიდან სახლისკენ…სწორედ ამ წიგნმა დამაფიქრა ერთ მოვლენაზე რომელსაც “მკითხველური ამპარტავნება” დავარქვი. ზოგადად კითხვა რომ ძალიან კარგი საქმეა ამაზე ორი აზრი არ არის მაგრამ ძალიან ხშირად “ნაკითხობა” ცუდად მოქმედებს ასე ვთქვათ იწვევს უკუჩვენებს ზოგ ზოგიერთ ინდივიდში (ე.წ ჭკუის კოლოფებში) და ეს ფრიად ნაკითხი ინდივიდები რომლებიც სხვა მოკვდავებზე ერთი ორით მეტ წიგნს წაიკითავენ და გაიგებენ უცბათ წარმოიდგენენ ხოლმე რომ სწორედ ისინი ჩასწვდნენ სამყაროსა თუ ცხოვრების არსს, არიან ყველაზე ჭკვიანები, მათ აქვთ საუკეთესო გემოვნება და ყველაფერს უკეთ და სწორად სწორედ რომ ისინი აღიქვამენ და სხვა მსგავსი სისულელე და ამ დრო ეფლობებიან ხოლმე ამ ჩემს გამოგონილ მკითხველურ ამპარტავნების მორევში. თუმცა არის კიდევ მეორენაირი უფრო მსუბუქი ფორმის (მოკლევადიანი) მკითხველური ამპარტავნება რამაც მეც დამრია ხელი, როდესაც ამ წიგნს ვკითხულობდი.

ხალხის გარემოცვაში და რაღაც მაგარ მომენტს როცა ამოვიკითხავდი მიმოვავლებდი თვალს გარშემო ხალხს: ზოგი ტელეფონს სქროლავს ზოგი რას შვება და ზოგიც რას…. გავიხედავდი ფანჯარაში და ნაირ-ნაირ მანქანებში მოწყენილი განერვიულებული სახეები ზოგს სამსახურში აგვიანდება ზოგს სახლში და ა.შ. და შენ ზიხარ და ამოკითხე ისეთი “მაგრობა” რომელიც ხან თითქმის რვა წლის გოგონამ დაახეთქა ხანაც მისმა დარტყმულმა ბებიამ და გეუფლება განცდა სწორედ ისეთი მსუბუქი მკითხველური ამპარტავნების რომ შენ რაღაც ისეთს გადააწყდი და აღმოაჩინე რაც გარშემო ბევრს არც აღმოუჩენიათ და ალბათ ისე გალევენ წუთისოფელს 95 % ვერც აღმოაჩენს… თუნდაც ამ ერთ წიგნს (ერთი შეხედვით ჩვეულებრივს უბრალო ენით დაწერილს და თითქოს საბავშო წიგნს) რომლსაც ძალიან ორგინალური სახელი აქვს და მკითხველური ინტუციით დაჯილდოებულ ადამიანს სათაურიც კი ეტყვის რომ თუ გადავშლი არ ინანებ და რაღაც სხვანაირ სამყაროში გამოგზაურებს პატარა თუმცა ბევრ დიდზე ჭკვიანი ელსა და მისი “ოდნავ შეშლილი” თუმცა ბევრ დალაგებულზე კეთილი ბებია.

მოკლედ, გადასარევი წიგნია და თუ ჯერ არ წაგიკითხავთ აუცილებლად წაიკითხეთ და თქვენც გადაირიეთ მის გადარეულ პერსონაჟებთან ერთად…

არ დავიზარე და ერთი კარგი დიალოგი ამოვიწერე, ბევრი რამის ამოწერა მომინდა მაგრამ ზოგი არ მახსოვს სად იყო (გვერდის ჩანიშვნა დამავიწყდა) მოსაძებნად კი ნამეტანი ზარმაცი ვარ. იყოს ეს ერთი ამონარიდი.

“ელსა მამასთან ერთად ხელოვნური ნაძვის ხის საყიდლად მიდის. ვინაიდან ბრიტ-მარი ცდება – ისინი ბარბაროსები არ არიან. პირიქით, მიამასში ბარბაროსებს იმ ადამიანებს უწოდებენ, რომლებიც ნაძვებს ასახიჩრებენ და მონებად ყიდიან. ეს ყველა ნორმალურმა ადამიანმა იცის, ცხადია თუ ჭკუის კოლოფი არ არის.

300 კრონს მოგცემთ –  ეუბნება ელსა მაღაზიის გამყიდველს.

-ჩემო კარგო ეს მაღაზიაა, აქ არ ვაჭრობენ – პასუხობს გამყიდველი ისეთი კილოთი როგორიც მაღაზიის გამყიდველს შეეფერება.

-მართლა? -ამბობს ელსა

– ნაძვის ხე 495 კრონი ღირს.

– ორას ორმოცდაათი.

გამყიდველი დამცინავად იღიმება.

-ახლა მხოლოდ ორას მოგცემთ, – აცხადებს ელსა.

გამყიდველი ელსას მამას უყურებს. მამა თავის ფეხსაცმელებს დასჩერებია. ელსა გამყიდველს უყურებს და თავს გამკიცხავად აქნევს

-მამა ვერ დაგეხმარებათ. მხოლოდ ორასს მოგცემთ.

გამყიდველი ტუჩებს პრუწავს და ისეთი სახე აქვს თითქის მის წინ სიმპათიური მაგრამ სულელი ბავშვი დგას.

-არაფერი გამოვა ჩემო კარგო.

ელსა მხრებს იჩეჩს.

რომელ საათზე იკეტებით?

ხუთ წუთში, – ოხრავს გამყიდველი

დიდი საწყობი გაქვთ?

რატომ მეკითხებით?

უბრალოდ, მაინტერესებს.

არა, – საწყობი არ გვაქვს.

შობის წინადღეს მუშაობთ?

არა –  პასუხობს კაცი ხანმოკლე დუმილის შემდეგ.

ელსა გაოცებულ სახეს იღებს.

მაშასადამე ნაძვის ხე გაქვთ, საწყობი არა და რა დღეა ხვალ?

გამყიდველი ნაძვის ხეს ორას კრონად თმობს. ელსას საჩუქრად აივნის მოსართავ გირლანდასა და უშველებლ ხელოვნურ ცხენირემსაც აძლევენ.

არ დაბრუნდე და ფული არ დაუმატო! აფრთხილებს ელსა მამას, როდესაც ის შენაძენს “აუდში” აწყობს. მამა ოხრავს.

-ელსა, ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა. მხოლოდ ერთხელ. მაშინ გამყიდველს ძალზე არათავაზიანად მოექეცი.

-მორიგება უნდა შეგეძლოს!

ეს ელსას ბებიამ ასწავლა. მამას ბებიასთან ერთად მაღაზიებში სიარული სძულდა.

დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალისთვის.

ამ წიგნისთვის ღირს გამონაკლისი დავუშვა და პირველად ჩემი ბლოგის ისტორიაში არამხატვრულ ლიტერატურაზეც დავწერ ერთი ორ უნიჭო სიტყვას. (თან ბლოგერების კონკურსია და …)

ვინც რა თქმა უნდა შემთხვევით და ყოვლად ამოუხსნელი მიზეზებით აღმოჩენილხართ ჩემს ბლოგზე გეცოდინებათ რომ მერფის კანონებისადმი არც თუ გულგრილი გრძნობები მაქვს. ჰოდა დავიწყე თუ არა ამ წიგნის კითხვა სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი რომ მარკ მენსონსაც არანაკლებ უნდა უყვარდეს მერფის კანონები და მისი ფილოსოფია. ბოლოსკენ ახსენა კიდეც მერფის მთავარი კანონი რითაც ძალიან ასიამოვნა ჩემი უნიჭო ეგო.

ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება ...

რაც შეეხება წიგნს, წიგნი შედგება ცხრა თავისგან მათი სახელები კი ასეთია : 1) ნუ შეეცდებით, 2) ბედნიერება პრობლემაა 3) თქვენში განსაკუთრებული არაფერია 4) ტანჯვის საფასური 5) ყოველთვის ვირჩევთ 6) ყველაფერში ცდებით (მეც ვცდები) 7) წარუმატებლობა წინსვლის საწინდარია 8) უარის თქმის უნარი 9) …და მერე მოკვდები.

თავების სათაურებს თუ დააკვირდებით მიხვდებით რომ წიგნი რომლის დანიშნულება სამოტივაციოა და ე.წ SELF HELP ჟანრს განეკუთვნება რაღაც შეუსაბამოა თავების ასეთი სახელწოდებები, რადგან ჩვეულებრივ მსგავს წიგნებში ყოვლისმცოდნე ტონით გვასწავლიან როგორ უნდა მოვიქცეთ, საქმეები როგორ გავანაწილოთ, რომ ან ბედნიერებას მივაღწიოთ ან კარიერის მწვერვალები დავიპყროთ ასევე გვამხნევებენ და გვეუბნებიან რომ ჩვენ ყველაფერს ვიმსახურებთ მთავარია შრომა და ყველაფერი გამოგვივა ჩვენ ხომ ჭკვიანი და ყოვლიმცოდნე ადამიანები ვართ ხოლო მიზანი დიადი და ნათელი ბედნიერება და წარმატებაა. მეც აქამდე წამიკითხავს სხვადასხვა SELF HELP წიგნები და დიდი არაფერი შედეგი ჰქონია მეტი მეტი ცოტა ხნით მოეხდინა შთაბეჭდილება, მაგრამ ასევე ცოტა ხანში გადამვიწყებია, რადგან რაც ეწერა ის ისედაც ვიცოდი როგორც მე ისე სხვა უამრავმა ადამიანმა იცის უბრალოდ ავტორები უფრო დალაგებულად, პუნქტობრივად გვიხსნიან როგორ უნდა ვიყოთ ორგანიზებულები ასეთები ისეთები და ბოლოს მთები გადავდგავთ და სანუკვარ ბენიერებას მივაღწიოთ რადგან ჭკვიანები და ყოვლისშემძლეები ვართ.

მარკი კი მხოლოდ თავების სათაურებს რომ გადავხედოთ გვეუბნება რომ ნამეტანი მცდელობები უაზრობაა, რაღაცეები აუცილებლად უნდა დავიკიდოთ, ბედნიერება პრობლემაა, მისკენ სწრაფვაც, ჩვენში განსაკუთრებული არაფერია, ასევე არაფერია განსაკუთრებული ჩვენს პრობლემებში, ცხოვრებაზე ბევრი არც არაფერი გაგვეგება და ძირითადად ყველაფერში ვცდებით და არც ისაა ყოვლისმცოდნე და შეიძლება ისიც ცდება, ყველაფერზე დიახის ძახილი კი არა უარის თქმის უნარია მნიშვნელოვანი (ამასთან სწორი ფასეულობების ჩამოყალიბება) და რაც მთავარია უნდა გვახსოვდეს სიკვდილი რადგან ბოლო ყველას ერთი გვაქვს.

მოკლედ ყველა აქამდე სწავლებას აყირავებს თავდაყირა რადგან ხვდება რომ ისინი არ მუშაობენ და არაფრისმომცემი ოპტიმისტობიდან სწორი პესიმიზმისკენ გვიბიძგებს, მეცხრე ციდან მიწაზე დაშვებისკენ მოგვიწოდებს და გვეუბნება რომ თუ გავერკვვით ჩვენს სწორ ფასეულობებში დავუწყებთ ცხოვრებას სწორად ყურებას და არა ყბადაღებულ ბედნიერებას და ბანალურ წარმატებას გამოვეკიდებით, ანუ თუ დავიკიდებთ სწორად რაღაც რაღაცეებს ეს უფრო დიდ შედეგს მოგვცემს ვიდრე სხვა ყველა ძველი ნაცადი გზა და თავს მერე უფრო იგრძნობ ბედნიერად და წარმატებულად როცა ეს შენი მიზანი საერთოდ არ იქნება რადგან ძალიან ბევრი რამე ზედმეტი მცდელობის გარეშე უფრო მიიღწევა ვიდრე გადაჭარბებული მოლოდინებით და სურვილებით.

ეს ძალიან ზედაპირულად და თავების სათაურით და შემოკლებულად აგიღწერეთ თუ რაზეა წიგნი, თუმცა გეტყვით რომ წიგნი იკითხება ძალიან ადვილად რადგან წიგნის ყოველ თავში არის საინტერესო ისტორია ამა თუ იმ ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ადამიანის შესახებ და ასევე ისტორია თავად ავტორის ცხოვრებიდან, ამასთან ის მარტივი და გასაგები ენით აღწერს ყველაფერს რაც მისი მოყოლილი ისტორიებიდან შეიძლება “გამოიწუროს” და დაასკვნა ადამიანმა და დამერწმუნეთ აუცილებლად ამოიცნობთ ამ აღწერებში როგორც საკუთარ თავს საკუთარ ქცევებს ასევე გარშემომყოფებს. მაგ. ერთი თავი მგონია ჩემ უახლოეს მეგობარს ეძღვნებოდა ასე მეგონა მასზე დაიწერა, მისი ბიოგრაფიის მიხედვით. იმედი მაქვს ოდესმე წაიკითხავს და სწორად ამოიცნობს თავის თავს და ეშველება რამე.

პირადად მე ამ წიგნმა ძალიან ბევრი ახალი რამ შემმატა. პირველ რიგში ცოდნა საკუთარ თავზე და საკუთარ ქცევებზე, რომლებიც ამ წიგნის დახმარებით უფრო გავიაზრე და მივხვდი ბევრ ჩემს ცხოვრებისეულ შეცდომასაც ისე მიმდინარე უაზრო გადაწყვეტილებებს. 3 დღეში 30 წლის ვხდები და იმედი მაქვს შემდეგი 30 წლის განმავლობაში ეს წიგნი კარგ მეგზურობას გამიწევს რადგან ვაპირებ ე.წ. სამაგიდო წიგნად ვაქციო და ხშირ ხშირად ჩავხედო ხოლმე როცა შევატყობ რომ გზას ვცდები და რაღაცეებს ვერ ვიკიდებ სწორად.

ძალიან ბევრი რამის დაწერა შეიძლება კიდე ამ წიგნზე, თუ რა კარგად არის ნამსჯელი სწორ და არასწორ ფასეულობებზე ანუ იმაზე თუ რისკენ უნდა ვისწრაფოდეთ და სათ ვისწრაფვით, ასევე გარემო პირობებზე მედიისა და სხვა უბედურებების გავლენაზე ჩვენს ცხოვრებაზე და ა.შ. თუმცა მიმაჩნია რომ საჭიროა ეს ყველაფერი მკითხველმა თავად ამოიკითხოს და გაიაზროს რადგან ასე ამ წიგნის გავლენა უფრო დიდი და სასარგებლო იქნება.

გაცვეთილი ტერმინია მაგრამ ეს წიგნი მართლაც რომ აუცილებლად წასაკითხი წიგნია, ასე მგონია 30 წლამდე წასაკითხი უფრო, მაგრამ ალბათ გამოფხიზლება და რაღაც რაღაცეების ფეხებზე დაკიდება არცერთ ასაკში არაა გვიანი.

mzeთან ვიცი და თან არ ვიცი რა დავწერო. ზოგადად სამეგობროში ისეთი კაცის სახელის მაქვს გავარდნილი თხელ წიგნებს რო ეტანება, და რაღა დაგიმალოთ და ეგრეა. ეს ჩემი უნებისყოფობის ბრალია თუ მოუცლელობის თუ სიზარმაცის არ ვიცი, მაგრამ ცოტა დიდი გვერდების რაოდენობა მაშინებს ამ ბოლო დროს და თავს ვარიდებ, რადგან ხშირად ბოლომდე ვერ მიმყავს და მერე სულ ვჩერდები კითხვის მხრივ… არადა ბავშობაში მთავარია წიგნი მომეგდო ხელთ  რა სქელი, რა თხელი , ეჰ ….

მოკლედ, ეს რატომ მოვაყოლე შესავლად  და არც ეს წიგნია თხელების კატეგორიიდან თითქმის 500 გვერდია მაგრამ როგორც ბევრმა აღნიშნა ვინც წაიკითხა, ერთ დღეში წასაკითხი წიგნია, რომ დაიწყებ ვეღარ მოწყდები და თუ მოწყდი დაიტანჯები სანამ არ გააგრძელებ სანამ ბოლომდე არ გაიყვან და არ გაიგებ ჯუდეს და მანუშაკას ამბავი როგორ დამთავრდება. იმის გარდა რომ გინდა ისტორია გავიდეს ბოლომდე კითხვის პროცესი გავს ძალიან დრამატულ და ჩამთრევ ფილმის ყურებას, სადაც სულ რაღაც ხდება დინამიური პროცესები მიმდინარეობს და ერთი წამი ვერ მოწყდები.

ნაღვლიანი სიტყვაა როდისმე, რასაც ამ სიტყვას მოაყოლებენ, ის თითქმის არასოდეს არ ხდება.

ახლა იმაზე თუ რას ვერ მოწყდებით  კითხვისას. ეს არის ისტორია ერთი ადამიანის და მისი სიყვარულის, შეიძლება ითქვას საოცარი თავგადასავალი, მაგრამ ისტორიაზე მეტად მაოცებს ის დეტალურობა რომელიც ძალიან დიდ რეალურობის განცდას ტოვებს და ამ საინტერესოდ მოყოლილ ისტორიას კიდევ უფრო მეტ სიმძაფრეს და ინტერეს მმატებს  და ამ ისტორიის პარარელურად ვითარდება ჩვენი  უახლოესი ისტორია  დაწყებული საბჭოთა საქართველოდან, მიტინგები, პიონერები,  სტალინ/ხრუშოვობა მოკლედ საბჭოთა საქართველო  და საბჭოთა რუსეთი, გაგრძელებული 90 -იანებით და უბნის ბანდები, ყაჩაღები და ძველი ნაომარი კაი ბიჭები ან უბრალოდ  ფულის ამხევები,  დამთავრებული 2000 იანების გარიჟრაჟიდან და აშენებული მაჭვირვალე პოლიციებით და ევრო რემონტიანი ციხეებით და ღლაპი ახლა უკვე მთავრობის ჩინოვნიკები  ფულის ამხევებად….

მდიდარი კაცი მშიერ ქვეყანაში დაჭრილ მგელსა ჰგავს, რომელსაც თავისიანები ირგვლივ შემოხვევიან, სისხლის სუნი სცემთ და შეჭმას უპირებენ.

ამასთან აღწერილია ჩვეულებრივი თბილისური ეზო  სხვადასხვა ეპოქაში თავისი ებრაელობით, სომხობით, ქართველობით მოკლედ ნამდვილი თბილისური ეთნოსი თბილისური ქართული ამბები და მათ  შორის ბიჭი რომელიც ამ ყველაფრის პარარელურად იღებს ატესტატს, უყვარს მანუშაკა და უკვე გეგმავს თავის მომავალს რომელსაც ცხოვრებაში არაფერი უნდა გარდა მზე მთვარე და მანუშაკას გარდა, ესაა მისი ბედნიერების სამყოფი და ცხოვრება ამ ყველაფერსაც კი ბევრად უთვლის და გამოატარებს საოცარ დატანჯულ ცხოვრებას.

სიყვარულს, ასე თუ ისე, სიცხადე შეაქვს იმ გაუგებრობაში, თუ რატომ ებღაუჭებიან სიცოცხლეს გამწარებით ეს საცოდავი ადამიანები.

სიმართლე თუ გინდათ, ამ უნარის გარეშე ადამიანს ათი ცოფიანი ძაღლი სჯობია, იმდენად საშიში და დაუნდობელია. მაგრამ ასეთები ცოტანი არიან. უმრავლესობას ამ უნარის, თუნდაც სულ უმნიშვნელო, ნამცეცები მაინც შემორჩენილი აქვს

მართლა დიდი ხანია წიგნი ასე არ მომწონებია და ამასთან დიდი ხანია კითხვით ასე სიამოვნება არ მიმიღია, საოცარი გრძნობაა  როდესაც სულ წიგნზე გეფიქრება რამდენჯერაც გადადებ ისევ გეძახის და არ ამოგასუნთქვებს სანამ ბოლოში არ გახვალ, ამასთან ძნელად გავიხსენებ ასეთ დეტალურ/რეალურ აღწერებს სხვადასხვა გარემოსა თუ სიტუაციისა დაწყებული თბილისის ეზოდან დამთავრებული რუსეთის საპატიმროებისა…ბევრი რომ არ გავაგრძელო მოსალოცი  ხალხი ხართ თუ ჯერ არ წაგიკითხავთ და მიუხედავად ბევრი სხვადასხვა სახის და გემოვნების მკითხველის არსებობისა ამ წიგნს ყველას ვურჩევდი.

 

 

 

სდადასდავისაც „ჩემი ბიძია ბენჟამენი“ არ წაგიკითხავთ თავს ნურც ჩემ მეგობრად მიიჩნევთ. (ჟორჟ ბრასანსი)  ჩემი ბიძია ბენჟამენი მთელი თავისი არსებობისა და ეკრანული ვარიაციიდან – „არ დაიდარდოს“, თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, მისი ლიტერატურული ორიგინალის, კლოდ ტილიეს “Mon oncle Benjamin”-ის პირველი ქართულენოვანი თარგმანია. <<< ასე აწერია წიგნს 

ეს წიგნი ვიყიდე readersland-ზე და ასე უცებ წაკითხვას არც ვგეგმავდი , რიგში სხვა წიგნები იდგნენ თუმცა შემომეკითხა, ჯერ სამსახურში დავიწყე, მერე გზაში გავაგრძელე და ბოლოს სახლშიც არ მოვშვებივარ სანამ ბატონი რატრის (ჩვენებურად ღლონტის) თავგადასავლები არ გამოვლიე….

ფილმი არ დაიდარდო გექნებათ ნანახი და  ყურმოკრული მაინც გექნებათ “მოი ძიაძია ბენჟამინის” მიხედვით არის გადაღებულიო ჰოდა სწორედ ამ წიგნზე უნდა დავწერო ახლა.

წიგნი მომეწონა რადგან წიგნის კითხვით ვისიამოვნე, გავერთე ბენჟამენის ისტორიებით და mon-oncle-benjamin-976109-264-432ასევე ბევრი ახალი დეტალი რასაც მარტო “არ დაიდარდოს” ყურებით ვერ დავინახავდი რადგან უბრალოდ არაა.  პირველ რიგში ძალიან ადვილად იკითხებოდა, იყო ბევრი სახალისო მომენტი ასევე  ბენჟამენის ნათქვამი “ფრთიანი ფრაზები” რომელიც ყველა დიალოგს თუ სიტუაციას კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენდა და მისი დამოკიდებულება ბევრი თემის ირგვლივ მათ შორის ზოგადად მისეული ცხოვრების წესის მიმართ.  ამასთანავე კლოდ ტილიეს ბენჟამენის მეშვეობით ამ წიგნში მიმოხილული აქვს თითქმის ყველა იმ დროინდელი თუ ახლადელიც აქტუალური თემები: ომი და ჯარისკაცული ყოფა,  ციხე და პატიმრობა,  ღარიბების გაჭირვება და მდიდრების ცხოვრება, ხელმწიფე თუ გლეხები, უსაქმურები თუ გამრჯე ხალხი, დუელი და მისი აბსურდულობა, ამასთან ერთად ღირსება და მისი უცანური დაცვა არ დაცვის საკითხი და რაც მთავარია სხვადასხვანაირი მეგობრობისა თუ სიყვარულის ამბები.

მოკლედ ამ ხუმრობა ხუმრობაში, ბევრს სმასა და ქეიფებსა თუ ოინებს შორის შემოპარული აქვს ძალიან კარგი თემები და ხშირად ძალიან კარგადაც მარტივი ენით და გასაგებად გადმოგვცემს თავის აზრს.

kinopoisk.ruახლა სურათები რომ დავგუგლე ამ მიმოხილვისთვის დასართავად ფილმის სურათებიც ამოადგო, რომელიც როგორც შევატყვე პირდაპირ ჩემი ბიძია ბენჟამენის სიუჟეტს მიყვება. 5d1a0585-bcda-4203-8451-a7514b2d27a4დამაინტერესა და ვუყურებ მოცალეობის ჟამს. ამასთან წიგნს თუ წაიკითხავთ მიხვდებით თქვენც რომ ძალიან ქართული ამბებია აღწერილი და დანელიამაც რომ “გადმოაქართულა” (თუმცა რუსულადაა) არც ესაა გასაკვირი, რადგან მთავარი პერსონაჟიდან დაწყებული უბრალო პერსონაჟებამდე დაყვანილი ჩვენებური ამბებია და მთლიანი სიტუაციაც ძალიან გავს იმ დროინდელ თუ ახლანდელ  საქართველოს და ქართველებს.