Posts Tagged ‘ბოდიში’

წიგნი რომელზე ძალიან ბევრი კარგი რამ მინდა დავწერო. ფრედრიკ ბაკმანის ეს წიგნი ჩემთვის არის შედევრი, რომელიც აუცილებლად, აუცილებლად, აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყველამ არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, სკოლის ასაკის იქნები, მაგალითად ელსას ტოლი (ანუ თითქმის 8 წლის) თინეიჯერი თუ სტუნდენტი, შუახნის კრიზისის ასაკში მყოფი თუ საპენსიო ასაკს მიღწეული. თუ ადამიანს კიდევ შეგრჩენია ადამიანობა და როგორც ელსას ბებია იტყოდა ჯერ მთლად სულ ნეხვად არ გცეულხარ ეს წიგნი მოგეწონება.

არ მიყვარს წიგნის შინაარსის მოყოლა, არც მთლად ღრმა ფილოსოფიური წიაღსვლების გაკეთება, არც ისეთი ფრაზები როგორიც ყდაზე აწერია ” ელსასა და ბებიამისის სიხარულითა და იმედით სავსე ამბავი მიტევებასა და თანალმობას გვასწავლის” და მსგავსი ბლა ბლა ბლა ….

წიგნს ძირითადად ვკითხულობდი გზაში, სახლიდან სამსახურამდე და საღამოს სამსახურიდან სახლისკენ…სწორედ ამ წიგნმა დამაფიქრა ერთ მოვლენაზე რომელსაც “მკითხველური ამპარტავნება” დავარქვი. ზოგადად კითხვა რომ ძალიან კარგი საქმეა ამაზე ორი აზრი არ არის მაგრამ ძალიან ხშირად “ნაკითხობა” ცუდად მოქმედებს ასე ვთქვათ იწვევს უკუჩვენებს ზოგ ზოგიერთ ინდივიდში (ე.წ ჭკუის კოლოფებში) და ეს ფრიად ნაკითხი ინდივიდები რომლებიც სხვა მოკვდავებზე ერთი ორით მეტ წიგნს წაიკითავენ და გაიგებენ უცბათ წარმოიდგენენ ხოლმე რომ სწორედ ისინი ჩასწვდნენ სამყაროსა თუ ცხოვრების არსს, არიან ყველაზე ჭკვიანები, მათ აქვთ საუკეთესო გემოვნება და ყველაფერს უკეთ და სწორად სწორედ რომ ისინი აღიქვამენ და სხვა მსგავსი სისულელე და ამ დრო ეფლობებიან ხოლმე ამ ჩემს გამოგონილ მკითხველურ ამპარტავნების მორევში. თუმცა არის კიდევ მეორენაირი უფრო მსუბუქი ფორმის (მოკლევადიანი) მკითხველური ამპარტავნება რამაც მეც დამრია ხელი, როდესაც ამ წიგნს ვკითხულობდი.

ხალხის გარემოცვაში და რაღაც მაგარ მომენტს როცა ამოვიკითხავდი მიმოვავლებდი თვალს გარშემო ხალხს: ზოგი ტელეფონს სქროლავს ზოგი რას შვება და ზოგიც რას…. გავიხედავდი ფანჯარაში და ნაირ-ნაირ მანქანებში მოწყენილი განერვიულებული სახეები ზოგს სამსახურში აგვიანდება ზოგს სახლში და ა.შ. და შენ ზიხარ და ამოკითხე ისეთი “მაგრობა” რომელიც ხან თითქმის რვა წლის გოგონამ დაახეთქა ხანაც მისმა დარტყმულმა ბებიამ და გეუფლება განცდა სწორედ ისეთი მსუბუქი მკითხველური ამპარტავნების რომ შენ რაღაც ისეთს გადააწყდი და აღმოაჩინე რაც გარშემო ბევრს არც აღმოუჩენიათ და ალბათ ისე გალევენ წუთისოფელს 95 % ვერც აღმოაჩენს… თუნდაც ამ ერთ წიგნს (ერთი შეხედვით ჩვეულებრივს უბრალო ენით დაწერილს და თითქოს საბავშო წიგნს) რომლსაც ძალიან ორგინალური სახელი აქვს და მკითხველური ინტუციით დაჯილდოებულ ადამიანს სათაურიც კი ეტყვის რომ თუ გადავშლი არ ინანებ და რაღაც სხვანაირ სამყაროში გამოგზაურებს პატარა თუმცა ბევრ დიდზე ჭკვიანი ელსა და მისი “ოდნავ შეშლილი” თუმცა ბევრ დალაგებულზე კეთილი ბებია.

მოკლედ, გადასარევი წიგნია და თუ ჯერ არ წაგიკითხავთ აუცილებლად წაიკითხეთ და თქვენც გადაირიეთ მის გადარეულ პერსონაჟებთან ერთად…

არ დავიზარე და ერთი კარგი დიალოგი ამოვიწერე, ბევრი რამის ამოწერა მომინდა მაგრამ ზოგი არ მახსოვს სად იყო (გვერდის ჩანიშვნა დამავიწყდა) მოსაძებნად კი ნამეტანი ზარმაცი ვარ. იყოს ეს ერთი ამონარიდი.

“ელსა მამასთან ერთად ხელოვნური ნაძვის ხის საყიდლად მიდის. ვინაიდან ბრიტ-მარი ცდება – ისინი ბარბაროსები არ არიან. პირიქით, მიამასში ბარბაროსებს იმ ადამიანებს უწოდებენ, რომლებიც ნაძვებს ასახიჩრებენ და მონებად ყიდიან. ეს ყველა ნორმალურმა ადამიანმა იცის, ცხადია თუ ჭკუის კოლოფი არ არის.

300 კრონს მოგცემთ –  ეუბნება ელსა მაღაზიის გამყიდველს.

-ჩემო კარგო ეს მაღაზიაა, აქ არ ვაჭრობენ – პასუხობს გამყიდველი ისეთი კილოთი როგორიც მაღაზიის გამყიდველს შეეფერება.

-მართლა? -ამბობს ელსა

– ნაძვის ხე 495 კრონი ღირს.

– ორას ორმოცდაათი.

გამყიდველი დამცინავად იღიმება.

-ახლა მხოლოდ ორას მოგცემთ, – აცხადებს ელსა.

გამყიდველი ელსას მამას უყურებს. მამა თავის ფეხსაცმელებს დასჩერებია. ელსა გამყიდველს უყურებს და თავს გამკიცხავად აქნევს

-მამა ვერ დაგეხმარებათ. მხოლოდ ორასს მოგცემთ.

გამყიდველი ტუჩებს პრუწავს და ისეთი სახე აქვს თითქის მის წინ სიმპათიური მაგრამ სულელი ბავშვი დგას.

-არაფერი გამოვა ჩემო კარგო.

ელსა მხრებს იჩეჩს.

რომელ საათზე იკეტებით?

ხუთ წუთში, – ოხრავს გამყიდველი

დიდი საწყობი გაქვთ?

რატომ მეკითხებით?

უბრალოდ, მაინტერესებს.

არა, – საწყობი არ გვაქვს.

შობის წინადღეს მუშაობთ?

არა –  პასუხობს კაცი ხანმოკლე დუმილის შემდეგ.

ელსა გაოცებულ სახეს იღებს.

მაშასადამე ნაძვის ხე გაქვთ, საწყობი არა და რა დღეა ხვალ?

გამყიდველი ნაძვის ხეს ორას კრონად თმობს. ელსას საჩუქრად აივნის მოსართავ გირლანდასა და უშველებლ ხელოვნურ ცხენირემსაც აძლევენ.

არ დაბრუნდე და ფული არ დაუმატო! აფრთხილებს ელსა მამას, როდესაც ის შენაძენს “აუდში” აწყობს. მამა ოხრავს.

-ელსა, ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა. მხოლოდ ერთხელ. მაშინ გამყიდველს ძალზე არათავაზიანად მოექეცი.

-მორიგება უნდა შეგეძლოს!

ეს ელსას ბებიამ ასწავლა. მამას ბებიასთან ერთად მაღაზიებში სიარული სძულდა.

947954-gfამ წიგნის გამოსვლის ანონსი რომ დავინახე როგორც  ძაღლი გადმოუშვებს დორბლს კარგი საღრღნელი ძვლის დანახვაზე ისევე მე მომაწვა ნერწყვები მომავალი წაკითხვის პროცესის წარმოდგენისას; მეორე თუ მესამე დღეს  გავქანდი ბიბლუსში და ვიყიდე… რამდენჯერაც ბეგბედერზე ან უელბეკზე დავწერე ვთქვი რომ ეს ორი დარტყმული ფრანგი განსაკუთრებული ხალხია ჩემთვის და ბევრი რამის გამო დავალებული ვარ მათი წიგნების; მათი სარკაზმ-ირონიული სიმართლე საყვარელ საკითხავად მექცა და ყოველთვის სულმოუთქმენლად ველოდები ახალ თარგმანებს   მათმა წიგნებმა ბევრ რამეზე დამაფიქრეს, ბევრ რამეს სხვანაირად შემახედეს და დღევანდელი ჩემი გემოვნება, აზროვნება და ა.შ. მათი წიგნების გარეშე სულ სხვანაირი იქნებოდა….

მაგრამ მე ის უნიჭო არ ვიქნები ჩემი უნიჭო აზრები დავმალო და სიმართლე არ ვთქვა ამ წიგნის შესახებ; (სიმართლე ჩემი გადმოსახედით, თორემ ბევრს ალბათ სხვანაირი შთაბეჭდილება დარჩება როცა წაიკითხავს ამ წიგნს)  მიუხედავად  იმისა, რომ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე (ეს არც გასაკვირია, არც ახალი ამბავი ბეგბედერი ადვილად და საინტერესოდ იკითხება) ჩემდა გასაოცრად სრულიად უემოციოდ თითქოს გაცვეთილ ჟურნალს ან ათასჯერ გადაკითხულ ამბავს ვკითხულობდი მსგავსი შთაბეჭდილება დამჩა ….

ზოდად ჩემი შეხედულებებისაგან განსხვავებულს თუ ვკითხულობ წიგნში არ ვაგდებ6a3800722b7bf9dc299ed058acbd019b ეგრევე ნაგავში და არ ვეძახი “ცუდს” ; ყოველთვის ვცდილობ განსხვავებულში დავინახო რაღაც ჩემეულიც რაღაც არაჩემეული კარგად გავიაზრო და შეიძლება საჩემოც გავხადო თუ მივხვდი ჩემ შეცდომას…მოკლედ ადამიანს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ უნდა გქონდეს და არც საკუთარ აზრებზე რომლებიც როგორც ცხოვრება გვასწავლის ყოველწამს იცვლება და ასევე გვეცვლება ჩვენც… აქედან გამომდინარე იყო მომენტები რომლებმაც ძველი ბეგბედერი გამახსენა იყო აზრები რომლებმა დამაინტერესა და დავეთახმე,  მაგრამ ამ აზრებს თუ მსჯელობის ბოლოსაც იყო ისეთი დასკვნები რომ მეც კი (უელბეკ – ბეგბედერ ნაკითხს ანუ  მკითხველის ასაგდებად გადმოყრილ ფრაზებს შეჩვეულს) ვერ ვიკავებდი თავს არ ავარდნილიყავი რაღაც რაღაცეებზე;

ბევრი რამე ჰქონდა სწორად დაჭერილი რუს ხალხზე, მათ ცხოვრებისეულ ფილოსოფიასზეც და მათი ჩამ***ერებული ქვეყნის შესახებაც და ***იშვილი პრეზიდენტის მიმართაც… იყო თვითკრიტიკული და არც ფრანგებს  ან ევროპელებს აკლებდა  “კომპლიმენტებს” ..თუმცა როგორი გრძნობა მქონდა იცით, “რაც გინახავს ვეღარ ნახავში” რომაა მოსამართლესთან რომ  მივლენ… გეკუთვნის…მაგრამ არ გეკუთვნის…. ვკითხულობდი და ვფიქრობდი  გეთანხმებიი…მაგრამ არ გეთანხმები; (თუმცა როგორც აღვნიშნე რამეს ვეთანხმები თუ არა ეს მთავარი არაა წიგნის კითხვის დროს)

მოკლედ რომ ვთქვა არ მომეწონა წიგნი…. ფინალს მაინც ველოდი ორიგინალურს…მაგრამ აქაც გამიცრუვდა იმედი და რაღაც საშუალო დონის ჰოლივუდის ფილმის (მარტო ერთი ნაცნობი მსახიობი რომ თამაშობს ისიც უკვე ნაკლებად პოპულარული მეტზე ბიუჯეტმა რომ ვერ გაქაჩა) მსგავსი იყო. ვინმე რომ ჩამეძიოს შეიძლება გამოვიდეს რომ ვერც ვთქვა რა არ მომეწონა რაგდან გულს უხაროდა რუსებზე მათი რუსობის  (ამ სიტყვის ყველაზე უარესი გაგებით)  აღწერა და მათზე  “კარგი” რამე რუმებიის კითხვა თუმცა დამაკლდა რაღაც “მარილი” ; ეს არ იყო ის რასაც ველოდი… იყო იმაზე ბევრად ნაკლები ვიდრე ბეგბედერისგან ვარ შეჩვეული…

პს. უნიჭოს მიმართვა ავტორს დიდი სიყვარლულით: 

იზვინი ფრედერიკ, ნე პანრავისლა მნე ეტოტ ხრენ შტო ტი ნაპისალ პრა რუსკიხ ბაბ(სუკახ)  ი იტაკდალიე… ნადეუს ბოხ პამოჯეტ ი ნაპიშეშ იშო შტო ნიბუც ვსტილე ი დონე  99 ფრანკა;( არ შეიმჩნიოთ და ნუ დამძრახავთ  ჩემი ნაცოდვილარი რუსულის გამო )