Posts Tagged ‘სამოტიცავიო წიგნი’

დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალისთვის.

ამ წიგნისთვის ღირს გამონაკლისი დავუშვა და პირველად ჩემი ბლოგის ისტორიაში არამხატვრულ ლიტერატურაზეც დავწერ ერთი ორ უნიჭო სიტყვას. (თან ბლოგერების კონკურსია და …)

ვინც რა თქმა უნდა შემთხვევით და ყოვლად ამოუხსნელი მიზეზებით აღმოჩენილხართ ჩემს ბლოგზე გეცოდინებათ რომ მერფის კანონებისადმი არც თუ გულგრილი გრძნობები მაქვს. ჰოდა დავიწყე თუ არა ამ წიგნის კითხვა სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი რომ მარკ მენსონსაც არანაკლებ უნდა უყვარდეს მერფის კანონები და მისი ფილოსოფია. ბოლოსკენ ახსენა კიდეც მერფის მთავარი კანონი რითაც ძალიან ასიამოვნა ჩემი უნიჭო ეგო.

ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება ...

რაც შეეხება წიგნს, წიგნი შედგება ცხრა თავისგან მათი სახელები კი ასეთია : 1) ნუ შეეცდებით, 2) ბედნიერება პრობლემაა 3) თქვენში განსაკუთრებული არაფერია 4) ტანჯვის საფასური 5) ყოველთვის ვირჩევთ 6) ყველაფერში ცდებით (მეც ვცდები) 7) წარუმატებლობა წინსვლის საწინდარია 8) უარის თქმის უნარი 9) …და მერე მოკვდები.

თავების სათაურებს თუ დააკვირდებით მიხვდებით რომ წიგნი რომლის დანიშნულება სამოტივაციოა და ე.წ SELF HELP ჟანრს განეკუთვნება რაღაც შეუსაბამოა თავების ასეთი სახელწოდებები, რადგან ჩვეულებრივ მსგავს წიგნებში ყოვლისმცოდნე ტონით გვასწავლიან როგორ უნდა მოვიქცეთ, საქმეები როგორ გავანაწილოთ, რომ ან ბედნიერებას მივაღწიოთ ან კარიერის მწვერვალები დავიპყროთ ასევე გვამხნევებენ და გვეუბნებიან რომ ჩვენ ყველაფერს ვიმსახურებთ მთავარია შრომა და ყველაფერი გამოგვივა ჩვენ ხომ ჭკვიანი და ყოვლიმცოდნე ადამიანები ვართ ხოლო მიზანი დიადი და ნათელი ბედნიერება და წარმატებაა. მეც აქამდე წამიკითხავს სხვადასხვა SELF HELP წიგნები და დიდი არაფერი შედეგი ჰქონია მეტი მეტი ცოტა ხნით მოეხდინა შთაბეჭდილება, მაგრამ ასევე ცოტა ხანში გადამვიწყებია, რადგან რაც ეწერა ის ისედაც ვიცოდი როგორც მე ისე სხვა უამრავმა ადამიანმა იცის უბრალოდ ავტორები უფრო დალაგებულად, პუნქტობრივად გვიხსნიან როგორ უნდა ვიყოთ ორგანიზებულები ასეთები ისეთები და ბოლოს მთები გადავდგავთ და სანუკვარ ბენიერებას მივაღწიოთ რადგან ჭკვიანები და ყოვლისშემძლეები ვართ.

მარკი კი მხოლოდ თავების სათაურებს რომ გადავხედოთ გვეუბნება რომ ნამეტანი მცდელობები უაზრობაა, რაღაცეები აუცილებლად უნდა დავიკიდოთ, ბედნიერება პრობლემაა, მისკენ სწრაფვაც, ჩვენში განსაკუთრებული არაფერია, ასევე არაფერია განსაკუთრებული ჩვენს პრობლემებში, ცხოვრებაზე ბევრი არც არაფერი გაგვეგება და ძირითადად ყველაფერში ვცდებით და არც ისაა ყოვლისმცოდნე და შეიძლება ისიც ცდება, ყველაფერზე დიახის ძახილი კი არა უარის თქმის უნარია მნიშვნელოვანი (ამასთან სწორი ფასეულობების ჩამოყალიბება) და რაც მთავარია უნდა გვახსოვდეს სიკვდილი რადგან ბოლო ყველას ერთი გვაქვს.

მოკლედ ყველა აქამდე სწავლებას აყირავებს თავდაყირა რადგან ხვდება რომ ისინი არ მუშაობენ და არაფრისმომცემი ოპტიმისტობიდან სწორი პესიმიზმისკენ გვიბიძგებს, მეცხრე ციდან მიწაზე დაშვებისკენ მოგვიწოდებს და გვეუბნება რომ თუ გავერკვვით ჩვენს სწორ ფასეულობებში დავუწყებთ ცხოვრებას სწორად ყურებას და არა ყბადაღებულ ბედნიერებას და ბანალურ წარმატებას გამოვეკიდებით, ანუ თუ დავიკიდებთ სწორად რაღაც რაღაცეებს ეს უფრო დიდ შედეგს მოგვცემს ვიდრე სხვა ყველა ძველი ნაცადი გზა და თავს მერე უფრო იგრძნობ ბედნიერად და წარმატებულად როცა ეს შენი მიზანი საერთოდ არ იქნება რადგან ძალიან ბევრი რამე ზედმეტი მცდელობის გარეშე უფრო მიიღწევა ვიდრე გადაჭარბებული მოლოდინებით და სურვილებით.

ეს ძალიან ზედაპირულად და თავების სათაურით და შემოკლებულად აგიღწერეთ თუ რაზეა წიგნი, თუმცა გეტყვით რომ წიგნი იკითხება ძალიან ადვილად რადგან წიგნის ყოველ თავში არის საინტერესო ისტორია ამა თუ იმ ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ადამიანის შესახებ და ასევე ისტორია თავად ავტორის ცხოვრებიდან, ამასთან ის მარტივი და გასაგები ენით აღწერს ყველაფერს რაც მისი მოყოლილი ისტორიებიდან შეიძლება “გამოიწუროს” და დაასკვნა ადამიანმა და დამერწმუნეთ აუცილებლად ამოიცნობთ ამ აღწერებში როგორც საკუთარ თავს საკუთარ ქცევებს ასევე გარშემომყოფებს. მაგ. ერთი თავი მგონია ჩემ უახლოეს მეგობარს ეძღვნებოდა ასე მეგონა მასზე დაიწერა, მისი ბიოგრაფიის მიხედვით. იმედი მაქვს ოდესმე წაიკითხავს და სწორად ამოიცნობს თავის თავს და ეშველება რამე.

პირადად მე ამ წიგნმა ძალიან ბევრი ახალი რამ შემმატა. პირველ რიგში ცოდნა საკუთარ თავზე და საკუთარ ქცევებზე, რომლებიც ამ წიგნის დახმარებით უფრო გავიაზრე და მივხვდი ბევრ ჩემს ცხოვრებისეულ შეცდომასაც ისე მიმდინარე უაზრო გადაწყვეტილებებს. 3 დღეში 30 წლის ვხდები და იმედი მაქვს შემდეგი 30 წლის განმავლობაში ეს წიგნი კარგ მეგზურობას გამიწევს რადგან ვაპირებ ე.წ. სამაგიდო წიგნად ვაქციო და ხშირ ხშირად ჩავხედო ხოლმე როცა შევატყობ რომ გზას ვცდები და რაღაცეებს ვერ ვიკიდებ სწორად.

ძალიან ბევრი რამის დაწერა შეიძლება კიდე ამ წიგნზე, თუ რა კარგად არის ნამსჯელი სწორ და არასწორ ფასეულობებზე ანუ იმაზე თუ რისკენ უნდა ვისწრაფოდეთ და სათ ვისწრაფვით, ასევე გარემო პირობებზე მედიისა და სხვა უბედურებების გავლენაზე ჩვენს ცხოვრებაზე და ა.შ. თუმცა მიმაჩნია რომ საჭიროა ეს ყველაფერი მკითხველმა თავად ამოიკითხოს და გაიაზროს რადგან ასე ამ წიგნის გავლენა უფრო დიდი და სასარგებლო იქნება.

გაცვეთილი ტერმინია მაგრამ ეს წიგნი მართლაც რომ აუცილებლად წასაკითხი წიგნია, ასე მგონია 30 წლამდე წასაკითხი უფრო, მაგრამ ალბათ გამოფხიზლება და რაღაც რაღაცეების ფეხებზე დაკიდება არცერთ ასაკში არაა გვიანი.