Posts Tagged ‘აკა მორჩილაძე’

31 დეკემბერს დავიწყე ამ პოსტის წერა მაგრამ როგორც ხედავთ დღემდე ვერ მოვაბი თავი, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო და ინებეთ ჩემი წინა წლის მონაგარზე ერთი ორი უნიჭო სიტყვა.

2020 წელი როგორი წელი გამოდგა კი იცით და უმრავლესობის ამ წლის დაგეგმილი გეგმების უმეტესობა რომ წყალს და კორონას გაჰყვა არც ამაზეა ბევრი რამ დასამატებელი, თუმცა ერთი რაც 2020 წელმა მოგვცა მეტი თავისუფალი დრო იყო ამის და არა მარტო ამის დამსახურებით 2017 წლის შემდგომ ახლა უკვე მეორედ შევასრულე GOODREADS-ზე სისხლით არა და “მაუსის კლიკით” დადებული პირობა, და წავიკითხე 50 წიგნი. თუმცა სამწუხაროდ მაინც ვერ შევასრულე ბლოგის წინაშე პირობა და 50 წაკითხული წიგნიდან მხოლოდ 5 ზე დავწერე პოსტი. და აი ისინიც, ჩემი წლევანდელი მონაგარი:

  1. კლოდ ტილიე – ჩემი ბიძია ბენჟამენი
  2. ჯემალ ქარჩხაძე – ზებულონი
  3. თემურ ბაბლუანი – მზე მთვარე და პურის ყანა
  4. დავით გაბუნია – დაშლა
  5. ალეკო შუღლაძე – გადამალვა
  6. ნიკოლო ამანიტი – მე და შენ (სერია ლიტერატურული ოდისეა)
  7. მაქს ფრიში – ადამიანი გაცნდა ჰოლოცენში (სერია ლიტერატურული ოდისეა)
  8. ანა გავალდა – მე ის მიყვარდა
  9. დაგლას ადამსი – ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში
  10. ზურა აბაშიძე – როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი
  11. გიორგი კეკელიძე – ანასტასიას ზარი
  12. გიორგი კეკელიძე – გოგლი მოგლი
  13. კახა ბენდუქიძე – სხვა არჩევანი არ გვაქვს
  14. ბომარშე – სევილიელი დალაქი
  15. ლაშა მილორავა – ბაბუა ბუკოვსკი
  16. პაოლო კოელიო – აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი
  17. რეიჩელ კონი და დევიდ ლევითანი – ნიკისა და ნორას უსასრულო ფლეილისტი
  18. ალესანდრო ბარიკო – მეოცე / აბრეშუმი (სერია უკვდავი ბიბლიოთეკა)
  19. ვიტოლდ გომბროვიჩი – პორნოგრაფია (სერია უკვდავი ბიბლიოთეკა)
  20. ხუან რულფო – პედრო პარამბო (სერია უკვდავი ბიბლიოთეკა)
  21. ფედერიკო გარსია ლორკა – ბოშურო რომანსერო
  22. ეკა ქევანიშვილი – ევაკუაციის გეგმა
  23. ტიმ ო ბრაიენი – რასაც თან დაათრევენ (სერია ამერიკელები)
  24. სადეყ ჰედაითი – ბრმა ბუ
  25. უილიამ ბეროუზი – შიშველი საუზმე (სერია ლიტერატურული ოდისეა)
  26. ენდი უირი – მარსელი
  27. ფრედრიკ ბაკმანი – კაცი სახელად უვე
  28. ფრედრიკ ბაკმანი – ბებიამ მთხოვა თქვენთვის მეთქვა რომ ბოდიშს იხდის
  29. ჯოან კ. როულინგი – ქვიდიჩის მრავალსაუკუნოვანი ისტორია
  30. ლუის ლოური – გამღები
  31. აკა მორჩილაძე – ობოლე
  32. აკა მორჩილაძე – კაგდატა ინ ჯორჯია
  33. აკა მორჩლაძე – სხვა
  34. ეჟენ იუნესკო – მელოტი მომღერალი ქალი და სხვა პიესები
  35. გიორგი კეკელიძე – გურული დღიურები (წიგნი მეორე)
  36. გიორგი კეკელიძე – ცხრათავიანი ფეხბურთის ზღაპარი
  37. ცოტნე ცხვედიანი – მაიაკოვსკის თეატრი
  38. ამელი ნოტომი – ანტიქრისტა
  39. ალბერ კამიუ – კალიგულა
  40. ჯონ ლენონი – როგორც მეწერება
  41. არტურ და არკადი სტრუგაცკები – ძნელია ღმერთობა
  42. ერლენდ ლუ – ნაივური სუპერი
  43. ანი ერნო – შიშველი ვნება
  44. იუსტიან გორდერი – ფორთოხლის გოგონა
  45. მარკ მენსონი – ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება
  46. მარი ენ შაფერი – გერნზის ლიტერატურისა და კარტოფილის ნათალის ღვეზლის მოყვარულთა საზოგადოება
  47. ჰერმან ჰესე – დამიანე
  48. რომან გარი – ჩიტები სასიკვდილოდ პერუში მიფრინავენ (სერია უკვდავი ბიბლიოთეკა)
  49. მიშელ უელბეკი – სეროტონინი
  50. ჰარუკი მურაკამი – ნამწყვდიადევს

როგორც ხედავთ ძალიან ჭრელი და უცნაური სია გამომივიდა, განსაკუთრებით უცნაური ჩემთვის რადგან თანამედროვე ქართველ მწერლებს დიდად არ ვწყალობდი (აკას და ტურაშვილის გარდა) და ამ დანაკლისის შევსება გადავწყვიტე მაშინ როცა საბა უფასოდ ხელმისაწვდომი გახდა და ისეთი წიგნები წავიკითხე რაც არც წიგნად მომეპოვება და სავარაუდოდ არც შევიძენდი.

ასევე მივყვები ჩემს გეგმას და ქართული გამომცემლობების საუკეთესო სერიები ამოვარჩიე რომლებიც ჩემი გეგმის მიხედვით ნელ-ნელა სრულად უნდა ავითვისო, მათ შორის დიოგენეს (ამერიკელები) სულაკაურის (ლიტერატურული ოდისეა) და წიგნები ბათუმშის ( უკვდავი ბიბლიოთეკა)

წელს წაკითხული წიგნებიდან ბევრის ავტორს პირველად გავეცანი, მაშ შორის განსაკუთრებით ფრედრიკ ბაკმანი უნდა აღვნიშნო, რომლის წიგნების კითხვამ საოცრად დიდი სიამოვნება მომანიჭა, (გაცვეთილი ფრაზაა მაგრამ უკეთესად და უფრო ზუსტად სხვანაირად ვერ გამოითქმის) ასევე საოცარი გაცნობა იყო სადეყ ჰედაითან რომელზეც აქამდე არაფერი მსმენოდა ელ ვერსია ჩამივარდა ხელში და ისე შევყვევი კითხვას მის უცნაურ სამყაროში რომ როგორ გავედი ბოლოში ვერ გავიგე…ასევე უნდა აღვნიშნო ხუან რულფო….არანაკლებ უცნაური სამყაროში მოგზაურობით…. კარგი იყო აკასთან მიბრუნება და იმის გახსენება რა შეგრძნებაა როცა აკა მორჩილაძის წიგნებს კითხულობ…. კიდე ბევრი მისი წიგნი მაქვს წასაკითხი და 2021 შიც ავანაზღაურებ ამ დანაკლის…ახლა უბრალოდ აღვნიშნავ რომ obole იყო რაღაც განსაკუთრებულობა. ზოგ ახალ გაცნობილზე დავწერე კიდეც, მაგალითად ბაბლუანზე …

წელს იყო ძველი ნაცნობებიც, საოცარი ქარჩხაძის საოცარი ზებულონი, რომელზეც მიდრაფტებული მაქვს ჩანაწერი ვერაფრით ვერ გამოვთქვი სათქმელი, უნდა ვაღირი ბეროუზმა დამტანჯა, არადა თავის დროზე მისი ჯანქი ძალიან მომეწონა და შიშველ საუზმეს რომ ვიწყებდი მეტი მოლოდინი მქონდა, ალბათ სხვა დროს გადავიკითხავ ისევ…იყო ძალიან კარგი მოთხრობების კრებულები, რომან გარის … ასევე ტიმ ო ბრაიანის, ქართველი ახალგაზრდა მწერლების და ა.შ.

იყო ორი ახალი ნათარგმნი ჩემი ორი უსაყვარლესი მწერლის, მიშეულ უელბეკის სეროტონინი და ჰარუკი მურაკამის ნამწყვდიადევს, სამწუხაროდ ამათზეც ვერ მოვაბი თავი სათანადო პოსტები მიმეძღვნა, წლის ბოლოს ძალიან ვისიამოვნე გერნზის ლიტერატურისა და კარტოფილის ნათალის ღვეზლის მოყვარულთა საზოგადოებაში “გაწევრიანებით”. ამ წიგნზე აუცილებლად დავწერ პოსტს…მინდა ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს, არის ფილმიც გადაღებული რომელიც წაკითხვის მერე ვნახე და წიგნის 20 % იყო ჩატეული მარტო, მთელი ის ხიბლი რაც ამ წიგნს აქვს უამრავი პერსონაჟი და საოცარი ისტორიები სამწუხაროდ ვერ დაიტია ქრონომეტრაჟმა ამიტომ აქაც ყველას გირჩევთ ამ წიგნის დაგემოვნებას…

დასასრულს, გილოცავთ ახალ 2021 წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, კითხვის ხალისს, ჩემი უნიჭო აზრებით გატენილი პოსტების კითხვის ხალისსაც და ყველაფერ იმის მაქსიმალურად შესრულებას რასაც ახალ წელს ვგეგმავთ ხოლმე “მეგეგმე” ადამიანები )).