გამწარებული პოსტი გაპაპსავებულ გრემზე და მისთანანზე

Posted: იანვარი 29, 2014 in Uncategorized
ტეგები:, , , ,

ბავშობიდან მიყვარდა და მიყვარს ყველანაირი დაჯილდოვების ცერემონიალები…ფილმების, სერიალების, მუსიკის თუ ფეხბურთელების… არ ვიცი რატომ რა მიზიდავს ან რა მაინტერესებს  მაგრამ მიყვარს!  ვუყურებდი აბსოლიტურად ყველაფერს დაწყებული გრემის დაჯილდოვებით  დამთავრებული ოსკარის ცერემონიალით(ასევე mtv ის თუ ოქროს გლობუსის თუ მოკლედ ყველაფერს …ერთხელ ერთ დაჯილდოვებას ვუყურე “ლათინურ გრემად წოდებულიო”  ასე არეკლამებდნენ არც სიმღერები გამეგო და არც მომღერლები,ერთი  რიკი მარტინი ვიცანი მარტო ))) ოსკარის გამო  არაერთხელ მითენებია ღამე..მიუხედავად იმისა ვიცოდი გამთენიისას მოხდებოდა მთავარი ამბები მაინც მთელ 5-6 საათიან მარათონს ვუძლებდი ხოლმე…გრემის დაჯილდოვებასაც ყოველთვის ველოდი და მიუხედავად ამერიკულობისა მაინც იყო რაღაც განსხვავებული და ასე ვთქვა სხვა დონის დაჯილდოვება…მანამდე მაგალითად იმართებოდა mtv awards ები სადაც ეს პაპსავიკთა დასი იჯერებდა გულს თავიანთი დიდებულებით და შემდეგ მოდიოდა გრემის დაჯილდოვება სადაც გემოვნებიანი მუსიკაც ფასდებოდა ხოლმე და  რომლის მიღებაც ისეთივე იყო (შეიძლება ჩემს წარმოდგენებში) როგორც მაგალითად ოსკარის ფილმებთან დაკავშირებით….

რატომ დავიწყე ამდენის ბოდიალი და ამ რამდენიმე დღის წინ გაიმართა ეს დაჯილდოვება და ვაპირებდი გამეთენებინა ღამე 5 საათზე მეყურებინა… მანამდე ნომინაციებს გადავხედე და სულ გამიქრა გათენების კი არა გრემის სახელის გაგონების სურვილიც კი…მეორე დღეს როდესაც ამ ისედაც “ვაი” ნომინანტებიდან უკვე “ვუი” გამარჯვებულები რომ ვნახე ხომ სულ ჩავიქნიე ხელი ყველაფერზე… რაღა გრემი  და რაღა mtv … ((….

არ ვამბობ იმას რა სურათიც აქ წამოვჭიმე… ყველამ როკს უსმინეთქო( თუმცა  ისე თუ გაწყინოთ …) … მაგრამ ყველა ჟანრში მომუშავეთა ღვაწლიც უნდა დაფასდეს, რეპერი იქნება როკერი, ფოლკ მომღერალი ,კლასიკური ნაწარმებების შემქნელი თუ სხვა მაგრამ ყველაფრის ასე გაპაპსება და ასე ცაში აყვანა ნაგვის თვალშიც ცუდად მხვდება და ყურშიც.

ამიტომ დღეიდან ჩემი ბლოგი იქნება დაჩაგრული, მივიწყებული თუ შეუჩნეველი მუსიკის მფარველი და ხელის შემწყობი! ) youtube-ზე არსებობს უამრავი ლოკალური ჯგუფები, სათანადოდ დაუფასებელი  თუ  დაურეკლამებელი ხალხი რომელიც ნადვილად იმსახურებს მოუსმინოს უფრო მეტმა…კომენტარებში შევხვდები ხოლმე გაკვირვებულ “სახეებს”, ესენი რატომ არ არიან პოპულარულები? რატომ იმათზე ცნობილები არ არიან… რატომ … ესეთი ჯგუფები და შემსრულებლები  ძირითადად საუნდტრეკებით ხდებიან ხოლმე პოპულალური (უფრო სწორად დროებით შემჩნეულები)  თუ მათი სიმღერა ამა თუ იმ სერიალში ან ფილმში გაიჟღერებს…

მოკლედ მინდა გაცნობოთ რომ თებერვლიდან ახალ კატეგორიას ვამატებ სახელით: unrated music  – სადაც მოხვდება მივიწყებული,დაუფასებელი ან ისეთი მუსიკა რომელიც აღიარებულია თუმცა არც ისე გავცელებულია ფართო მასებში…( უცნობი მუსიკა მინდოდა დამერქმია მაგრამ პირველ არხზე გადიოდა მსგავსი გადაცემა…ერთი tom waits ზე ჰქონდათ კარგი გადაცემა დანარჩენი მაღალფარდოვანი ლაყბობა იყო მუსიკის შესახებ ამიტომ ისევ ეს იყოს…) 

რეკლამა:

ახალი კატეგორიის პირველ პოსტს ხვალ შემოგთავაზებთ!

 

 

დატოვე კომენტარი