Posts Tagged ‘ესპანელი მომღერალი’

russian-red (1)თავიდან დიდი ამბიციებით დავიწყე ამ კატეგორიის შევსებ თუმცა დღემდე ორად ორი პოსტი დავაგროვე, თუმცა იმ მომღერლებზე, შემსრულებლებზე და ჯგუფებზე რომლებიც ასე თუ ისე ნაკლებად დაფასებული, მასებში არც ისე ცნობილია ბევრია, და მათ შორის ბევრია ჩემი უსაყვარლესი შემსრულებლები ან ისინი ვინც ბევრ კარგ რამეს მახსენებენ და ჩემს წარსულთან უკვე სამუდამოდ არიან დაკავშირებულები…. ასეთია RUSSIAN RED

გოგო არაჩვეულებრივი ხმით, გიტარით,  ძველმოდური შუბლ დაფარული “ჩოლკით”, (მე როცა ვუსმენდი ასეთი სურათები იდო მის სიმღერებს ფონად) აზრიანი ტექსტებით და სასიამოვნო მელოდით… მოკლედ გადასარევი გოგოა, ბევრი მასზე არაფერი ვიცოდი და ახლა დავინტერესდი, არის ესპანელი კერძოდ  მადრიდიდან  Lourdes Hernández  ჰქვია სინამდვილეში, 2014 ში გამოუშვია მესამე ალბომი, მე პირველი ორიდან ვიცნობ, დღეს ფეისბუქმა გამახსენა მისი ერთი ჩემთვის უსაყვარლესი სიმღერა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავდე და მომინდა პოსტის დაწერაც. ძალიან საინტერესო ადამიანია (კარგი მუსიკოსის გარდა), განსხვავებული, ხელოვანი,იღებს სურათებს, ხატავს და ა.შ. ეს მისი საიტიდანაა ე.წ. ABOUT -ი

ADSDGDG.PNG

დანარჩენს მის სიმღერებზე დავწერ, პირველი იმ სიმღერით დავიწყებ რომლითაც დღეს გავიხსენე, და რომელმაც “შთამაგონა” დამეწერა პოსტი მასზე და “უკვდავმეყო” მისი შემოქმედება….

ეს სიმღერა თუ არ მოგეწონებათ ე.ი. ამ გოგოს ვერ გაუგებთ და ნუღარ გახარჯავთ დროს სხვა სიმღერების მოსმენისთვის…თუ მოგეწონათ კი W E L C O M E ….. RUSSIAN RED ის მოყვარულთა  კლუბში )

 

ეს სიმღერა სულ მივიწყებული მქონდა, WALLS ARE TIRED, LOVING STRANGERS, GONE PLAY ON ისევ იყვნენ შემორჩენილები ჩემს ფლეილისტს…ეს მიმავიწყდა, უფრო “ლაითი” სიმღერაა (თუმცა ჰევი მეტალი არცერთია მაგრამ სხვებთან შედარებით განსხვავებულად მელოდიურია, ამის თქმა მინდოდა)

 

რაღა ბევრი გავაგრძელო და ჩემი პირველი შეხვედრა ამ სიმღერით შედგა RUSSIAN RED თან და დიდი ხნის განმავლობაში უდიდეს აკვიატებად მექცა … ამიტომ ესეც უნდა იყოს ამ “გასაცნობ” სიაში…

 

სხვა რაღა ვთქვა, თუ მოგეწონათ შეგიძლიათ მიჰყვეთ YOUTUBE ის დინებას და მოუსმინოთ სხვა სიმღერებსაც …. , MY LOVE GONE,  Just like a wall,  Cigarettes, No Past Land,  Girls  Just Want to Have Fun , ეს ბოლო  ქავერია, აქვს კიდევ ბევრი კარგი ქავერი  და თავისი სიმღერა , და იმედია მიაგნებთ .. შეიძლება თქვენი საყვარელი სტილის მიმდევარი არ იყოს (ისე არც ჩემი ფავორიტი მიმდინარეობაა ) მაგრამ  კარგი მუსიკის მოყვარულთ  იმედია მოგეწონებათ.