Posts Tagged ‘მერფის ფილოსოფია’

 გაიღიმეთ… ხვალინდელი დღე უარესი იქნება

1. ხვალაც გაიღიმებთ, რადგან ზეგინდელი დღე  კიდევ უფრო უარესი იქნება.

2. ზეგაც გაიღიმებთ, რადგან მაზეგინდელი დღე სულმთლად საშინელი იქნება.

3. მაზეგაც გაიღიმებთ, რადგან მომდევნო დღე აღარ გექნებათ.

4. მომდევნო დღესაც არ მოიკლებთ ღიმილს, რადგან სამარდჟამოდ შეგრჩებათ პირზე გუშინდელი გამომეტყველება.

გუგულის ალტერნატიული კრედო

რაოდენ საშინელიც არ უნდა გათენდეს ხვალინდელი დღე, ნუ მიეცემით სასოწარკვეთილებას, რადგან თქვენი არსებობის მთავარ მიზანს – სიცოცხლის ხანგრძლივობის პირადი რეკორდის დამყარებას – მიაღწევთ ნებისმიერ შემთხვევაში და მიუხედავად  ყველა დაბრკოლებისა.

კანონი ბუნების თავნება ხასიათის შესახებ

შეუძლებელია განსაზღვროთ წინასწარ, პურის ნაჭრის რომელ მხარეს უნდა წაუსვათ კარაქი, რომ დაცემის შემდეგ კარაქი უფრო ახლოს იყოს თქვენთან, ვიდრე პურის ნაჭერი (ჩამოყალიბებულია საბოლოო სახით მისის მერფის მიერ)

ჯენინგის დასკვნა: პურის ნაჭრის კარაქიანი მხრით დაცემის ალბათობა პირაპირპროპორციული ხალიჩის ღირებულებისა.

ფალსლოკის ფსიქოდიაგნოზი: კარაქიანი პურის სწრაფვა იატაკისკენ განპირობებულია თავდაცვითი რეფლექსით.

თეორემები ბუნების თავნება ხასიათის შესახებ

პირველი(არაინვესტიციურობის)თეორემა: პურის ნაჭრის უკარაქო მხრით დაცემის შანსები მცირდება, როცა ზრდით ბუტერბროდის აგებაზე გაწეულ დანახარჯებს.

დამტკიცება: (ემპირიული ხერხით) გაიღეთ მინიმალური დანახარჯები (საერთოდ ნუ წაუსვამთ პურს ქარაქს) დააგდეთ პურის ნაჭერი იატაკზე. დარწმუნდით, რომ ნაჭერი უკარაქო მხრით დაენარცხა იატაკზე. გაიმეორეთ ცდა თორმეტჯერ. თუ ბოლო, მეცამეტე ცდამაც გამოიღო დადებითი შედეგი, შეწყვიტეთ ექსპერიმენტი და დაკმაყოფილდით მიღწეულით.

დამტკიცება (ანალიზური ხეხით) ჩაატარეთ იგივე ცდა გონებაში ცამეტჯერ.

მეორე (არაპროპორციულობის) თეორემა:  თუ კარაქის ცალ მხარეს წასმა ზრდის ნაჭრის კარაქიანი მხრით დაცემის სანსებს ერთბაშად 99 პროცენტით, მეორე მხარის გაკარაქიანება ზრდის ამ შანსებს მხოლოდ და მხოლოდ 1 პროცენტით.

დამრკიცება (ემპირიული ხერხით) წაუსვით კარაქი პურის ორივე მხრიდან. დააგდეთ იატაკზე. დარწმუნდით, რომ ნაჭერი კარაქიანი მხრით დაენარცხა იატაკზე. მიიტანეთ ხალიჩა ქიმწენდაში. გაიმეორეთ ცდა თორმეტჯერ. თუ ბოლო მეცამეტე ცდამაც გამოიღო სავალალო შედეგი შეწყვიტეთ ექსპერიმენტი და დაკმაყოფილდით ზარალით.

დამტკიცება (ანალიზური ხერხით) გაიმეორეთ იგივე ექსპერიმენტი წარმოსახვით თორმეტჯერ (წმენდის ეტაპი შეგიძლიათ გამოტოვოთ)

მესამე (არაამბივალენტურობის)თეორემა: იატაკი თანაბრად იზიდავს პურის ნაჭერს, კარაქიანია იგი თუ უკარაქო ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, დედამიწა გულგრილია ყველა შემთხვევაში.

დამტკიცება: იხ. კლასიკური ფიზიკის სახელმძღვანელო