Archive for the ‘მერფის კანონები’ Category

ამ დღეებში  განსაკუთრებით აქტუალურია არჩევნები და ზოგადად პოლიტიკა ( ისე კი ფეხბურთი რომ ჯობდეს აქტუალურობით  უკეთესი იქნებოდა)  და მეც არ დავიზარე  და ვაქვეყნებ მერფის კანონებს პოლიტიკასა  და არჩევნების შესახებ. თუ უკვე გაეცანით მერფის სხვა კანონებს და ოდნავ მაინც მიუხვდით და ასე ვთქვათ  “მუღამი დაუჭირეთ” მაშ ეს კანონებიც უნდა მოგეწონოთ.

საარჩევნო წესები

1. ფული ვერ იგებს არჩევნებს არჩევნებს იგებს დიდი ფული;

2. არჩევნების დღეს ხელსაყრელია ცუდი ამინდი, რამდენადაც  სახეზეა განტევების ვაცი;

3. არ არის მნიშვენლოვანი ხმის მიცემის სისტემა, გადამწყვეტია ხმების დათვლის სისტემა;

4. არასოდეს ჰბადებს ეჭვს  მდგომარეობა, როცა მიცემული ხმების რაოდენობა ერთი ორად აღემატება ამომრჩეველთა საერთო რიცხვს. საშიში ხდება მდგომარეობა როცა ეს ორი რიცხვი ზედმიწევნით ემთხვევა ერთმანეთს, რამდენადაც ყოველ მოქლაქეს ჰყავს მოწმე რომ ფეხი არ გაუდგიათ საკუთარი ზღურბლს იქეთ არჩევნების დღეს;

5. ნუ გააყალბებთ არჩევნების შედეგებს მეტად ვიდრე მოითხოვს აუცილებლობა, ზღვარსგადასული  გაყალბება იწვებს სერიოზულ და სამართლიან გაღიზიანებას სხვა გამყალბებლებს შორის;

6. ჩაყარეთ ყუთში ყალბი ბიულეტინები, სანამ არ გაივსება პირთამდე, მაგრამ ნუ მოითხოვთ  დამატებით ყუთს დაე სხვამ მოითხოვოს იგი და ჩააგდოს მასში პირველი ბიუელეტინი. ამის შემდეგ კვლავ გაავსეთ ყუთი და ა.შ

 პოლიტიკური კანონმდებლობა

ძეხვის პრინციპი: მას, ვისაც უყვარს ძეხვი და გააჩნია პატივისცემის გრძნობა კანონისადმი, არ ვურჩევდით იხილოს საკუთარი თვალით , თუ როგორ მზადდება ერთი ან მეორე;

ჟურნალ „იკონომისტის“  კანონი: ისტორია გვასწავლის რომ ამაოდ გვასწავლის;

პასკალის კანონი მხედველობათა თავისებურებათა შესახებ: ყოველთვის არის საკმარის შუქი  მისთვის ვისაც სურს დანახვა და საკმარისი სიბნელე ვისაც არ სურს დანახვა;

ჯუჰენის კანონი:  კომპრომისი ყოველთვის უფრო ძვირადღირებულია ვიდრე ნებისმიერი ალტერნატივა;

პაუელის კანონი: არასოდეს გაამხილოთ რისი გაკეთება აღემატება თქვენს შესაძებლობებს;

ედელშტაინის რჩევა: ნუ იდარდებთ იმაზე თუ  რას იფიქრობს ხალხი თქვენზე, მათ უბრალოდ ადარდებთ  სრულიად სხვა რამ –  თუ რას ფიქრობთ მათზე თქვენ;  ( ჩემი საყვარელი რჩევაა! )  (more…)

კანონი ასლგადამღები მანქანების შესახებ 

ასგადამღებზე მოხსნილი ასლის სიმკვეთრე უკუპროპორციულია ორიგინალის მნიშვნელობისა.

დასკვნა: საუკეთესო შედეგი მიიღწევა სუფთა გვერდის გადაღებისას.

ღია გზის კანონი

თუ არსებობს გრძელ-გრძელი გზა რომლის შუაგულ გადაჭიმულია ცალმხრივი ,მოძრაობის ხიდი, და ორი ავტომანქანა იმყოფება გზაზე, აქედან გამომდინარეობს რომ:

1. მანქანები მოძრაობენ ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით

2. ისინი აუცილებლად შეხვდებიან ერთმანეთს ხიდზე.

თერმოდინამიკის კანონი

წნეხის ქვეშ ყოველი საგანი კარგავს სახეს.

ილუსტრაცია: მოიხსენით მაჯის საათი და მოათავსეთ იგი წნეხის ქვეშ. დააჭირეთ თითი დამწნეხი მოწყობილობის ასამოქმედებელ ღილაკს.

ქრონომეტრის კანონი

გაჩერებული საათიც კი იძლევა ზუსტ ჩვენებას  ორჯერ დღეღამეში

პირდაპირი დასკვნა: არაფერი შექმნილა ადამიანის ხელით საათის მექანიზმზე საიმედო.

მერფის კონსტანტა

ნივთის დაზიანების ალბათობა პირდაპირპოპორციულია მისი აქტუალური ღირებულებისა.

ილუსტრაცია: როგორ ფიქრობთ, რომელი დაზიანდება ადრე: ოქროს როლექსი რომლის ღირებულება აღემატება ავტომანქანის ღირებულებას თუ როლექსის ფოტოასლი ამოჭრილი უფასო სარეკლამო ბუკლეტის ფურცლიდან ?

ფადერის კანონები 

პირველი კანონი: ყველაფერი, რაც იწყება კარგად, თავდება ცუდად.

მეორე კანონი: ყველაფერი,რაც იწყება ცუდად, თავდება საშინლად.

ჩიზჰოლმის კანონები

პირველი კანონი:ყველაფერი, რაც შეიძლება გაფუჭდეს, ფუჭდებ

დასკვნა: ყველაფერი, რაც წესითა და კანონით არ ექვემდებარება გაფუჭებას, ასევე ფუჭდება

მეორე კანონი: როცა საქმე მიდის კარგად, რაღაც უნდა მოხდეს უახლოეს მომავალში.

პირველი დასკვნა: თუ საქმე მიდის საძაგლად, უახლოეს მომავალში იგი წავა უფრო ცუდად

მეორე დასკვნა: თუ გეჩვენებათ რომ მდგომარეობა უმჯობესდება შეიმოწმეთ მხედველობა.

(მესამე კანონი ჩემი ფავორიტი ამ კანონებიდან, ცხოვრებისეულად ათასჯერ დადასტურებული 100% სიმართლე! )

მესამე კანონი :წინადადება, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად მიიჩნევს ავტორი, სრულიად სხვა მნიშვნელობით წარუდგება მსენელს

პირველი დასკვნა: მაშინაც კი, როცა თქვენი ახსნა-განმარტება იმდენად გამჭვირვალეა, რომ სრულიად გამორიცხავს ცრუ აღქმას, მოიძებნება ადამიანი, რომელიც გაგიგებთ უკუღმართად.

მეორე დასკვნა: თუ ეჭვი არ გეპარებათ, რომ თვენი საქციელი დაიმსახურებს საყოველთაო მოწონებას, ვინმეს მაინც არ მოეწონება იგი.

მესამე დასკვნა: არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენ ხანს და რამდენგზის უხსნით ხალხს საკუთარ მოსაზრებას, მაინც არავინ გისმენთ.

“ჰაფერზ მეგეზინის” კანონი

იმწასვე მიაგნებთ სავაჭრო ქსელში საჭირო ნივთს, როგორც კი შეიძენთ შემცვლელს

გინსბერგის თეორემები

პირველი თეორემა: ვერასოდეს მოიგებთ! 

დამტკიცება (ემპირიული ხერხით): მიბრძანდით უახლოეს სამორინეში.

მეორე თეორემა: ვერც ვერასდროს გაქვითავთ ანგარიშს!

დამტკიცება(ემპირიული ხერხით) სამორინეში ბრძანდებით, არა?!

მესამე თეორემა: ვერც ვერასოდეს გახვალთ თამაშიდან!

დამტიცება: (ემპირიული ხერხით)  იქ ხართ?!

ერმანის კომეტარები გინსბერგის თეორემებზე:

1. გაუჯობესების წინ მდგომარეობა უარესდება.

2. ვის წამოცდა, რომ გაუმჯობესდებოდა?

ფრიმენის კომენტარი გინსბერგის თეორემებზე:

ყველა ძირითადი ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც ცდილობს გაამდიდროს ცხოვრება აზრობრივი დატვირთვით, ემყარება გინსბერგის თეორემების უარყოფას, კერძოდ კი:

1. კაპიტალიზმი ემყარება დაშვებას, რომ გაქვთ მოგების შანსი

2. სოციალიზმი ემყარება დაშვებას რომ გაქვთ გათანაბრების შანსი.

3. მისტიციზმი ემყარება დაშვებას, რომ გაქვთ თამაშიდან გასვლის შანსი.

ნ ი უ ტ ო ნ ი ს კანონები

პირველი კანონი: ობიექტი ინარჩუნებს უძრაობას, სანამ არ იძალადებთ მასზე.

დამტკიცება(ემპირიული ხერხით) მიეპარეთ ბრიჯაოს ძეგლს და უთავაზეთ მუშტი.

მეორე კანონი: ძალადობის ობიექტის სიჩქარე უკუპროპორციულია მისი მასისა და პირდაპირპროპორცულია მასზე განხორციელებული ძალადობის რაოდენობრივი მაჩვენებლისა.

დამტკიცება (ემპირიული ხერხით) დააკვირდით ძეგლს.

მესამე კანონი: ქმედება იწვევს უკუქმედებას, ანუ თუ იძალადებთ ობიექტზე, ემსხვეპლებით საპასუხო ძალადობას.

დამტკიცება (ემპირიული ხერხით) დააკვირდით მუშტს.

კვანტური რევიზია: ყველა უსიამოვნება იწყება ერთბაშად და ერთდროულად
ილუსტრაცია : (როგორც კი გაკოტრდებით, იქვე მოგშივდებათ, მოგწყურდებათ, შეგცივდებათ, დაჰკარგავთ ძილს, ცხოვრების ხალისს და ცოლს რომელიც გაექცევა წყურვილს, შიმშილს, სიცივეს, უძილობას და სხვა ჭირს, მათ შორის თქვენს დაქვეითებულ გადახდისუნარიანობას)

ენ- ბი -სის დამატება : არასოდეს იგრძნობთ უსიამოვნებების ნაკლებობას
ილუსტრაცია: იხ. ენ-ბი-სის ახალი ამბების ბოლკი,

ფორსაითის მეორე დასკვნა : იმ წამს, როცა გამოკრთება სინათლის სხივი გვირაბის ბოლოში, ჩამოწვება ჭერი.
წარმოებული დასკვნა : ჭერი ჩამოწვება იმ შემთხვევაშიც, თუ არ გამოკრთება არანაირი სხივი .

კარსონის კანონი: სჯობს იყო მდიდარი და ჯანმრთელი, ვიდრე ღარიბი და ავადმყოფი
დასკვნა: როგორც ჩანს სჯობია იყო კარლსონო , ვიდრე კარსონი

მეჩის კანონი: სჯობს საშინლად დაასრულოთ, ვიდრე საშინელებებში გაატაროთ მთელი ცხოვრება.
ილუსტრაცია: იხ. “ნიუ-იორკ ნიქსის” წლევანდელი სეზონის შედეგები

უოთსის კანონი: ცხოვრება არის თამაში ერთადერთი წესით – უნდა მოაჩვენოთ თავი თითქოს წარმოგდენა არ გაქვთ რომ ცხოვრება არის თამაში.
ილუსტრაცია: გაჭერით ვაშლი შუაზე და შემდეგ შეაწებეთ ნახევრები სკოჩით.

გრეემის კანონი: უნიშვნელო საკითხი წყდება სწაფად, მნიშვნელოვანი -არასოდეს.
ილუსტრაცია: გაჭერით ვაშლი შუაზე და შემდეგ შეეცადეთ აღადგინოთ მისი მთლიანობა სრულფასოვნად.

უელირის კანონი: არ არსებობს შეუსრულებელი სამუშაო ადამიანისათვის, რომელიც არ არის ვალდებული თავად შეასრულოს იგი.
ილუსტრაცია: გაჭერით ვაშლი შუაზე და სთხოვეთ მეუღლეს აღადგინოს მისი მთლიანობა სრულფასოვნად.

სთოქმაიერის თეორემა: თუ სამუშაო გამოიყურება მარტივად, მისი შესრულება ძალზედ რთული იქნება, თუ სამუშაო რთულად გამოიყურება მისი შესრულება შეუძლებელი იქნება.

პრუდომის კანონი ფანჯრის მწმენდავებისათვის: ის მეორე მხარეს იმყოფება .
დასკვნა: თუ მოაყენებთ ამწეს და მიადგებით ფანჯარას მეორე მხრიდან, დარწმუნდებით, რომ თავდაპირველი დასკვნა შორს იდგა ობიექტური სინამდვილისაგან.

ქოულის აქსიომა: ჭკუა გონების საერთო ჯამი წარმოედგენს მუდმივ სიდიდეს პლანეტისათვის, არადა მოსახლეობა განუხრელად იზრდება…
დასკვნა: თუ მოგუდავთ მეზობლებს, მეტი ჭკუა გონება გერგებათ წილად საერთო ქვაბიდან.

ოთახის მეზობლის წესი: პირველად ჩაიძინებს ის, ვინც ხვრინავს.
რეზიუმე მშვიდობის გარანტირებული პერიოდის შესახებ:მეზობელი ვერ მოგგუდავთ , სანამ ხვრინავს.

ნაცნობებთან შეხვედრის პრინციპი: ნაცნობებთან შეხვედრის ალბათობა იზრდება ერთიათასად, თუ თან გახლავთ პიროვნება, რომელთან კავშირის გამჟღავნებას გერჩივნათ, ვთქვათ, საკუთარი ქუდის შესანსვლა.

რჩევა: სეირნობისას ატარეთ: ან ძვირფასი ქუდები (ფაქიზი ტყავისა ან ნაჭრის) ან უკიდურესად იაფფასიანი (ქაღალდის, ერთჯერადი)

ჩეითსის საჩივარი: თუ გაუწოდებთ დახმარების ხელი ვინმეს, იგი აუციელებლად გაგიხსნებთ, როცა კვლავ ჩავარდება გასაჭირში

რჩევა: არასოდეს გაუწოდოთ დახმარების ხელი ჩეითსს.

დენისტონის კანონი: კეთილი საქმე არასოდეს რჩება დაუსჯელი (დადებითი აქცია იწვევს საპირისპირო რეაქციას)

დასკვნა: თუ ოდესმე მოიქეცით სწორად ვიღაც აუცილებლად მოგთხოვთ გაიმეოროთ საქციელი

ბოკლეჯის კანონი: ის ვინც იცინის ბოლოს, ყველაზე მძიმედ წვდება არსს.

ილუსტრაცია: რაო?

დალის პრინციპი: ნუ უფრთხით სრულყოფილებას, მაინც ვერასდროს მიაღწევთ მას.

დასკვნა: ადამიანის ერთადერთი ქმნილება რომელიც მეტნაკლებად დგას სრულყოფილებასთან, წარმოადგენს ე.წ.”გამრავლების ტაბულა” და მაინც, არიან ენთუზიასტები, რომლებიც ცდილობენ სრულჰყონ ეს შესანიშნავი ნაწარმოები.

ფორტენის კანონი: ოპტიმისტები იგონებენ თვითფრინავებს, პესიმისტები კი პარაშუტებს.

პირველი დასკვნა:ოპტიმისტები ხტებიან თვითფრინავებიდან უპარაშუტოდ, პესიმისტები კი არ ხტებიან თვითფრინავიდან

მეორე დასკვნა: მხოლოდ ოპტიმისტები აჰყავთ თვითფრინავის პილოტებად, მგზავრები კი განურჩევლად, რა მიდგომაც სულ ცოტა გაკვირვებას იწვევს.

მატიენის პარადოქსი: რაც ნაკლებს ვფიქრობთ, მით ნაკლები გვესმის, რაც მეს ვფიქრობთ, მით მეტი არ გვესმის.

სოკრატეს სინთეზური რეზიუმე: რაც მეტი გვესმის, მით უფრო ვრწმუნდებით რომ უმჯობესია არაფერი გვესმოდეს.

ლაროშფუკოს პარადოქსი: ყველა უჩივის საკუთარ მეხსიერებას და არავინ საკუთარ გონიერებას.

კომენტარი: ლაროშფუკო არაფერს უჩიოდა უმიზეზოდ. მათ შორის, რა თქმა უნდა, საკუთარ მეხსიერებასაც, საიდანაც სულმთლად გაქარწყლდა ყველა საჩივარი საკუთარი გონიერების მიმართ

ჰებელის კანონი: არიან ადამიანები, რომელთაგანაც ძნელია ელოდო, რომ მას შემდეგ რაც ჩაჰყოფენ ფეხს ცალ ფეხსაცმელში, გაიმეორებენ ქმედებას.

ნაიტის კანონი: ადამიანი რომელიც დაუსრულებლად იმეორებს: “ღმერთო ეს რა ბრიყვი ვყოფილვარ!” ჰბადებს გარკვეულ ეჭვს  ამ საკითხთან მიმართებაში.

ჩეხოვის” დასავლეთით გადაადგილების” წესი: მოგზაურობა პარიზში ცოლთან ერთად იგივეა, რაც სტუმრობა აფთიაქში საკუთარი სასწორით.

ბელენსის ფარდობითობის პრინციპი: წუთის რეალური ხანგრძლივობა დამოკიდებულია სივრცულ ფაქტორზე, ანუ საპირფარეშოს კარის რომელ მხარეს იმყოფებით წამზომის ჩართვის მომენტში.

სახაზავის პრინციპი: სწორი ხაზი არ არსებობს!

ტრივიალურობის პრინციპი: ეს ხომ ისეთივე მარტივია, როგორც 3.14159265358979323846264338327950288

ბენჩლის ფორმულა: არსებობს მხოლოდ ორი სახეობა ადამიანების: რომლებიც ჰყოფენ ადამიანებს ორ სახეობად და რომლებიც არ ჰყოფენ ადამიანებს ორ სახეობად.

ბარუხის ფორმულა: სიბერის ასაკი= 50 წელს + ჩემს ასაკს

ბერკლის მეცხრე კანონი: მტკიცებათა უმეტსობა მცდარია, მათ შორის ესეც.

ახალი წლის დილის პირველი აღმოჩენა: “ბატარეები არ მოჰყვება

ჰალის გაფრთხილება: სანამ არ გადასცურავთ მდინარეს ნუ აიგდებთ მასხრად ნიანგს.

დასკვნა: თუ ნიანგი იჩენს გარკვეულ ინტერესს თქვენდამი საბაბი გაქვთ მოეკიდოთ მას მთელი სერიოზულობით, მაგრამ თუ ძაღლადაც არ გაგდებთ  ამ შემთხვევაში გმართებთ გაათკეცებული ყურადღება. ასე რომ, არცერთ შემთხვევაში არ ღირს ნიანგის მასხრად აგდება.

ისავის კანონი: ცინიკოსები მართალი არიან ათიდან ცხრა შემთხვევაში

დასკვნა: ის ერთადერთი პუნქტი ათიდან, რაშიც ცინიკოსები ცდებიან, არის მათი ურყევი რწმენა, რომ მართალი არიან ათსავე შემთხვევაში ათიდან.

ნაიტის კანონი: ცხოვრება არის ის რაც გემართებათ და არა ის რისი იმედიც გქონდათ.

დასკვნა: ცხოვრება არის ის რაც გემართებათ თუმცა იმედი გქონდათ რომ არ დაგემართებოდათ.

ლონგის 47 -ე შენიშვნა: ყველაფერი უფასო ღირს იმად, რაც დაგიჯდათ

47-ე გამონაკლისი (ლონგის მიმართ) თქვენი შეხედულება საკუთარი თავზე არ ღირს იმად, რაც დაგიჯდათ.

 გაიღიმეთ… ხვალინდელი დღე უარესი იქნება

1. ხვალაც გაიღიმებთ, რადგან ზეგინდელი დღე  კიდევ უფრო უარესი იქნება.

2. ზეგაც გაიღიმებთ, რადგან მაზეგინდელი დღე სულმთლად საშინელი იქნება.

3. მაზეგაც გაიღიმებთ, რადგან მომდევნო დღე აღარ გექნებათ.

4. მომდევნო დღესაც არ მოიკლებთ ღიმილს, რადგან სამარდჟამოდ შეგრჩებათ პირზე გუშინდელი გამომეტყველება.

გუგულის ალტერნატიული კრედო

რაოდენ საშინელიც არ უნდა გათენდეს ხვალინდელი დღე, ნუ მიეცემით სასოწარკვეთილებას, რადგან თქვენი არსებობის მთავარ მიზანს – სიცოცხლის ხანგრძლივობის პირადი რეკორდის დამყარებას – მიაღწევთ ნებისმიერ შემთხვევაში და მიუხედავად  ყველა დაბრკოლებისა.

კანონი ბუნების თავნება ხასიათის შესახებ

შეუძლებელია განსაზღვროთ წინასწარ, პურის ნაჭრის რომელ მხარეს უნდა წაუსვათ კარაქი, რომ დაცემის შემდეგ კარაქი უფრო ახლოს იყოს თქვენთან, ვიდრე პურის ნაჭერი (ჩამოყალიბებულია საბოლოო სახით მისის მერფის მიერ)

ჯენინგის დასკვნა: პურის ნაჭრის კარაქიანი მხრით დაცემის ალბათობა პირაპირპროპორციული ხალიჩის ღირებულებისა.

ფალსლოკის ფსიქოდიაგნოზი: კარაქიანი პურის სწრაფვა იატაკისკენ განპირობებულია თავდაცვითი რეფლექსით.

თეორემები ბუნების თავნება ხასიათის შესახებ

პირველი(არაინვესტიციურობის)თეორემა: პურის ნაჭრის უკარაქო მხრით დაცემის შანსები მცირდება, როცა ზრდით ბუტერბროდის აგებაზე გაწეულ დანახარჯებს.

დამტკიცება: (ემპირიული ხერხით) გაიღეთ მინიმალური დანახარჯები (საერთოდ ნუ წაუსვამთ პურს ქარაქს) დააგდეთ პურის ნაჭერი იატაკზე. დარწმუნდით, რომ ნაჭერი უკარაქო მხრით დაენარცხა იატაკზე. გაიმეორეთ ცდა თორმეტჯერ. თუ ბოლო, მეცამეტე ცდამაც გამოიღო დადებითი შედეგი, შეწყვიტეთ ექსპერიმენტი და დაკმაყოფილდით მიღწეულით.

დამტკიცება (ანალიზური ხეხით) ჩაატარეთ იგივე ცდა გონებაში ცამეტჯერ.

მეორე (არაპროპორციულობის) თეორემა:  თუ კარაქის ცალ მხარეს წასმა ზრდის ნაჭრის კარაქიანი მხრით დაცემის სანსებს ერთბაშად 99 პროცენტით, მეორე მხარის გაკარაქიანება ზრდის ამ შანსებს მხოლოდ და მხოლოდ 1 პროცენტით.

დამრკიცება (ემპირიული ხერხით) წაუსვით კარაქი პურის ორივე მხრიდან. დააგდეთ იატაკზე. დარწმუნდით, რომ ნაჭერი კარაქიანი მხრით დაენარცხა იატაკზე. მიიტანეთ ხალიჩა ქიმწენდაში. გაიმეორეთ ცდა თორმეტჯერ. თუ ბოლო მეცამეტე ცდამაც გამოიღო სავალალო შედეგი შეწყვიტეთ ექსპერიმენტი და დაკმაყოფილდით ზარალით.

დამტკიცება (ანალიზური ხერხით) გაიმეორეთ იგივე ექსპერიმენტი წარმოსახვით თორმეტჯერ (წმენდის ეტაპი შეგიძლიათ გამოტოვოთ)

მესამე (არაამბივალენტურობის)თეორემა: იატაკი თანაბრად იზიდავს პურის ნაჭერს, კარაქიანია იგი თუ უკარაქო ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, დედამიწა გულგრილია ყველა შემთხვევაში.

დამტკიცება: იხ. კლასიკური ფიზიკის სახელმძღვანელო

 

მერფის მთავარი კანონი

თუ არსებობს თუნდაც იოტისოდენა შესაძლებლობა გადაეყაროთ უსიამოვნებას, აუცილებლადგადაეყრებით მას

მთავარი დასკვნები.

1) ყველა შესაძლო უსიამოვნებას შორის გადაეყრებით სწორედ მეტად საზარალოს სხვასთან შედარებით.

2) თუ არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს გადაეყაროთ უსიამოვნებას, მაინც გადაეყრებით მას.

3) თუ გადაუკეტავთ უსიამოვნებას ყველა გზას, იგი მაინც გაიკვლევს გზას თქვენსკენ.

4) თუ გააუნებელჰყოფთ უსიამოვნებების გამომწვევ ყველა შესაძლო მიზეზს, მოიძებნება კიდევ ერთი.

5) საქმე  ყოველთვის არის გაცილებით უფრო ცუდად, ვიდრე გაჩვენებთ თავს.

6) რა დროც არ უნდა გამოუყოთ წინასწარ, საქმე მაინც მოგთხოვთ კიდევ ერთ იმდენს

7) როგორც კი რაიმე საქმეს მოჰკიდებთ ხელს, გამოჩნდება სხვა , რომელიც უნდა დაგეწყოთ მანამდე.

8) თუ საქმე მიდის კარგათ, სჩანს, რაღაც გამოგეპარათ…

9) იმ წამს როცა აკვლევთ პრობლემის გადაწყვეტის გზას, იბადება ახალი პრობლება.

10) თავის ნებაზე მიშვებულ მოვლენებს ახასიათებთ განვითარების ტენდენცია ცუდიდან უარესისაკენ.

11) ვერავინ გამოიგონებს ბალახსათიბ აპარატს, რომელიც არ იქცევა ხორცსაკეპ მანქანად რომელიმე გონებასუსტისათვის, რამდენადაც გონებასუსტებს ახასიათებთ ფენომენალური გამომგონებლობა წამოზრდილი უკიდეგანო ცნობისმოყვარეობაზე.

12) დედა-ბუნება ყოველთვის თანაუგრძნობს ფარულ მანკიერებას.

13) გამოტოვეთ ეს პუნქტი.

14) ისარგებლეთ წინა პუნქტით განასაზღვრული წესით ყველა შემთხვევაში, გარდა (ა) როცა მცდარი აღმოჩნდება ამინდის გამოკეთების პროგნოზი, (ბ) როცა უტყუარი აღმოჩნდება ამინდის გაუარესების პროგნოზი და (გ) როცა სინამდვილე ვერ გიმართლებთ იმედებს.

კომენტარების კასკადი მერფის კანონებთან მიმართებაში

პიტერ ო’ტული – როგორც ჩანს მერფი ოპტიმისტი იყო
ბრიუს უილისი – მეტს მოველოდი ო’ ტულისგან
დემი მური – მეტს მოველოდი უილისისგან
გამვლელი – მეტს მოველოდი დემისგან
მეორე გამვლელი – მეტს მოველოდი ” ნიუ ოირკ ნიქსისგან”
მესამე გამვლელი – კაგს არაფერს არ უნდა ველოდოთ ნიქსებისაგან სანამ ეს კაცი უძღვება გუნდს, ე-ე-ეჰ…
მეოთხე გამვლელი – გამაგებინეთ რატომ ურევენ იოგურტში მარილს?

შემაჯამებელი კომენტარი – როგორც ჩანს, უილისი გამოუსწორებელი ოპტიმისტია, მური ვერა და ვერ ეგუება ნათელ წარმოდგენას სამერმისო პერსპექტივების შესახებ, ნიქსებს კი მარტლაც არაფერი ეშველებათ, ყოველ შემთხვევაში თვალმისაწვდომ მომავალში. ხოლო რაც შეეხება გადამლაშებას საკვებ პროდუქტებში როგორც იტყვიან “გამოხრულ კვერცხად არ ღირს დავა კვერცხის მოხარშვის ერთი მეთოდის უპირატესობის შესახებ მეორეთან მიმართებაში”

ლეგენდის თანხმად, 1949 წელს კალიფორნიაში განლაგებულ სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე იკვლევდნენ თვითმფრინავების გახშირებული ავარიების მიზეზებს. ამ ობიექტზე მსახურობდა ვინმე კაპიტანი ედ მერფი. ერთ-ერთი ჩატარებული სამუშაოს შეფასებისას დაღვრემილმა კაპიტანმა გამოთქვა მოსაზრება რომ ” თუ არსებობს თუნდაც ერთი შანსი უთვალავიდან შესრულდეს სამუშაო არასწორად, ჩვენი ტექნიკოსები არაფრის დიდებით არ გაუშვებენ მას ხელიდან”

მოგვიანებით ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე, კოლონელმა-მერფის უშუალო ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ყველა მიღწევა ფრენის უსაფრთხობის უზრუნველაყოფის საქმეში წარმოადგენს “მერფის კანონის” დაძლევის შედეგს. აქედან გააღწია გამოთქმამ პრესის ფურცლებზე, რის შემდგომ საკუთარი ძალებით გაიკვლია გზა ფართო პოპულარობისაკენ…..

მე ერთი თხელი მწვანე წიგნი მქონდა რომელიც ჩემი უსაყვარლესი წიგნი იყო, სწორედ იქიდან გავიგე და შევიყვარე ეს კანონები. არსებობს კიდევ უამრავი საიტი სხვადასხვა ენაზე სადაც ამ კანონების მიმდევრები ახალ ახლა კანონებს თხზავენ… ეს არა მარტო პესიმიზმია როგორც ბევრი აღიქვამს და პირველი რაც ახსენდებათ ეს სიტყვაა, ეს არის ნამდვილი ცხოვრებისეული კანონები, იუმორით გადმოცემული, რომელებიც ყველა წაკითხვაზე მაცინებდა და არ მბეზრდებოდა მაგრამ ამასთან უნდა ვთქვა რომ თითქმის ყველა ამ გიჟურ კანონსა თუ დაკვირვებაში  არის ჭეშმარიტების მარცვალი.

ამ განყოფილებას ამ კანონებს ვუძღვნი და ნელ ნელა დავდებ მთელს ჩემს ხელთ არსებულ კანონებს. კვირაში ერთ პოსტს მივამატებ ხოლმე.

ფეისბუქზეც გვაკეთე გვერდი “მერფოლოგია” და ამ კანონების პოპულარიზაციას ვაპირებდი მაგრამ მერე მივატოვე ეს საქმე, თუ დაგაინტერესდეთ ისიც ნახეთ და like- იც არ დაიშუროთ 🙂